By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

8-11-2017, 16:16  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ თუთარაშვილის 2014-2017 წლებში გაწეული მუშაობის ანგარიში


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ თუთარაშვილის

2014-2017 წლებში გაწეული მუშაობის ანგარიში

 

     ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 88-ე მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად მოკლედ წარმოგიდგენთ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, კულტურულ თუ საგანმანათლებლო პროექტებს, რაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა ჩემი გამგებლობის პერიოდში განახორციელა. შეიძლება ითქვას რომ ეს არის ჩემი ბოლო ანგარიში, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებლის რანგში ვატარებ. ამიტომ მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა თანამშრომელს, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩემთან ერთად უმკლავდებოდნენ მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. მე ვერ ვიტყვი რომ ეს იყო მარტივი, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ჩვენი მუნიციპალიტეტის აღმშენებლობაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. აქვე მინდა მადლობა ვუთხრა 2014 წლის მოწვევის საკრებულოს. რომ არა მათთან კოორდინაცია და თანამშრომლობა, შეიძლება ითქვას რომ ძალიან ბევრი პროექტი განუხორციელებელი იქნებოდა. ასევე მადლობას ვეუბნები ყველა ზესტაფონელს, რომელმაც 2014 წლის არჩევნებით ნდობა გამომიცხადა. მათაც, ვინც არ მომცა ხმა, მაგრამ განვლილ პერიოდში ჩემი საქმიანობა ობიექტურად შეაფასა. მე ძალიან გულწრფელი ვარ როცა ამ გადასახედიდან ვამბობ, არასოდეს გავქცევივარ ობიექტურ კრიტიკას, პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს. იმედს ვიტოვებ, რომ ზესტაფონელები დროთა განმავლობაში სწორად შეაფასებენ იმ გზას, რომელიც მე ამ პერიოდში მათთან ერთად გავიარე.

 

1-07-2017, 11:10  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში 2014-2015 წლებში გაწეული მუშაობის შესახებ


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში 2014-2015 წლებში გაწეული მუშაობის შესახებ

 

    ბატონებო, წარმოგიდგენთ 2014 წლისა (ჩემი უფლებამოსილების პერიოდში) და 2015 წლის ანგარიშს. პირველ რიგში მიმოვიხილავ 2014 წლის 14 ივლისიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაწეული მუშაობის ანალიზს.

    2014 წლის 14 ივლისიდან ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული იქნა 47 დადგენილება. მათ შორის: სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ დამტკიცებული იქნა ფაქტიურად ახალი ვარიანტი საკრებულოს რეგლამენტისა, რომელიც საკრებულოს უმნიშვნელოვანეს სამოქმედო დოკუმენტს წარმოადგენს.

 

1-07-2017, 11:07  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის ანგარიში მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის ანგარიში მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ

 

    მუნიციპალიტეტის გამგეობა თავისი სტრუქტურული შემადგენლობით მოიცავს 9 სამსახურს. ყველა სამსახურს აქვს დებულებით განსაზღვრული ვალდებულებები, რომელთა ერთობლიობა თავის მხრივ განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობას. 2015 წლის საქმიანობის შეფასებას დავიწყებთ მუნიციპალიტეტის სამსახურების მიერ საქმისწარმოების კუთხით ჩატარებული საქმიანობის ანალიზით. 2015 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებულია 12 604 შემოსული განცხადება და კორესპოდენცია, მომზადდა 4000-მდე საპასუხო წერილი, 3300-მდე შიდა სამსახურებრივი დოკუმენტი, 1500-მდე ადმინისტრაციული აქტი(ბრძანება).