By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

11-07-2014, 08:06  - ჩვენი მეტოქე - ტრნავის "სპარტაკი"


ევროპის 38 ქალაქში უეფას ევროპალიგის 2014-2015 წლების გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი მატჩები გაიმართა. იმერული კლუბის გულშემატკივართა ყურადღება სლოვაკეთის ქალაქ ზლატე მორავცეში ტრნავას "სპარტაკსა" და მალტურ "ჰაიბერნიანსის" შორის გამართული მატჩის მიმართ იყო მიპყრობილი - მიმდინარე ტურნირის მეორე რაუნდის მატჩებში ზესტაფონელთა მეტოქის ვინაობა სწორედ ამ შეხვედრამ გამოავლინა.
 

8-07-2014, 16:54  - შეკრების ბოლოსწინა დღე


საქართველოს ვიცე-ჩემპიონთა ავსტრიული საწვრთნელი შეკრება დასასრულს უახლოვდება. გუშინ დილით გამართული ვარჯიშის შემდეგ, საღამოს ზესტაფონელებს აღდგენითი ხასიათის პროცედურები აუზსა და საუნაში ჩაუტარდათ. დღეს კი გუნდმა ორჯერ ივარჯიშა...

 


 

7-07-2014, 16:41  - მარცხი რუმინელებთან შეხვედრაში


2014 წლის 6 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ავსტრიული შეკრების მორიგი, რიგით მეოთხე ამხანაგური შეხვედრა გამართა. ზემოიმერელთა მეტოქე რუმინეთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი, საფეხბურთო კლუბი ”ბოტოშანი” გახლდათ.
 

5-07-2014, 14:02  - მარგველთა ბანაკში ოთარ ხიზანეიშვილი გამოჩნდა


საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” განაგრძობს ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას. გუშინ ავსტრიულ კირხდორფში კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოჩნდა - 32 წლის გამოცდილი მცველი ოთარ ხიზანეიშვილი, რომელსაც კარიერის მანძილზე არაერთ ქართულ, გერმანულ, რუსულ და ყაზახურ კლუბში უასპარეზია, მარგველების ბანაკს შეუერთდა.
 

30-06-2014, 19:55  - სიუჟეტი ავსტირული შეკრების მიმდინარეობის შესახებ


გთავაზობთ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახურის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელიცავსტრიაში მიმდინარე საწვრთნელ შეკრებასა და უეფას ევროპალიგის 2014-2015 წლების გათამაშების მატჩებისათვის მარგველთა პირველი გუნდის მზადების შესახებ მოგვითხრობს.
 

29-06-2014, 23:21  - ”ზესტაფონი” - ”შახტარი” (დონეცკი, უკრაინა) 3-4


2014 წლის 29 ივნისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ავსტრიული შეკრების მეორე საკონტროლო მატჩი გამართა. ზემოიმერელთა მეტოქე უკრაინის მოქმედი ჩემპიონი, უეფას თასის გათამაშების 2009 წლის გამარჯვებული, დონეცკის საფეხბურთო კლუბი ”შახტარი” გახლდათ.
 

29-06-2014, 16:54  - ქართული–ჭიდაობა, საქ. პირველობის ფინალი.


ზესტაფონის მ.სალაძის სახელობის სპორტულ–გამაჯანსაღებელ ცენტრში ჩატარდა ქართულ ჭიდაობაში საქართველოს პირადი პირველობის ფინალური შეჯიბრება 2000–2001 წ.დ. შორის. 
შიჯიბრების ორგანიზატორია საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. შეჯიბრების ჩატარებას ხელმძღვანელობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.
 

29-06-2014, 09:45  - კიდევ ერთი ახალწვეული მარგველთა რიგებში


ზემოიმერელთა რიგებს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა - 22 წლის ახალწვეულის სახელია ლაშა გვალია. საყრდენი ნახევარმცველი, რომელსაც ფოთის "კოლხეთსა" და გორის "დილაში" უასპარეზია, ბოლოს კი რუსული "ურალის" რიგებში ირიცხებოდა, "ზესტაფონის" ღირსებას ერთი წლის მანძილზე დაიცავს.
 

29-06-2014, 09:43  - ინტერვიუ ოთარ ხიზანეიშვილთან


როგორც მოგეხსენებათ, "ზესტაფონის" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ავსტრიული შეკრების გასავლელად 27 ფეხბურთელის გვარი დაასახელა. თუმცა, ამ ფეხბურთელთაგან ერთ-ერთი, ოთარ ხიზანეიშვილი ჯერაც თბილისშია. გამოცდილი მცველი იმერულ კლუბს ავსტრიულ შეკრებაზე სავიზო პრობლემების გამო ვერ გაჰყვა, თუმცა იმერლებს სულ რამდენიმე დღეში შეუერთდება. 
 

6-06-2014, 16:35  - ნიკა წაქაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი


17 ივნისს, 10:00 საათზე მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ–გამაჯანსაღებელ ცენტრში გაიმართება საქართველოს, საბჭოთა კავშირის, მსოფლიო ჩემპიონის ნიკა წაქაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი ჭიდაობა–ძიუდოში.
 
უკან შემდეგი
>