By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

5-02-2015, 09:52  - მეუფე მელქისედეკი


მეუფე მელქისედეკი(დ.25 აპრილი,1975,ოძისი,ხაშური) —ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის   ეპისკოპოსი.

დაიბადა1975  წლის 25 აპრილს  ხაშურის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  ოძისში;

·ერისკაცობაში– არკადი ხაჩიძე.

·1992-1995წწ. -თბილისის  სასულიერო  სემინარია;

·1995-1998წწ. -თბილისის  სასულიერო  აკადემია;

·1998-2003წწ. -ათენის  უნივერსიტეტის  საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე;

·2004წლის3 აპრილს - ხელდასხმა   დიაკვნად;

·2006წლის31 აგვისტობერად   აღკვეცა.

·2008წლის21 დეკემბერი-არქიმანდრიტი;

·2009წლის3 მაისიდან- არის ახლად შექმნილი დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპარქიის ეპისკოპოსი. დაექვემდებარა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი  და  საინგილო;

·2010წლის21 დეკემბრიდან- იწოდებახორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის  მმართველად

·2015 წლიდან არის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი.


 

 

1-06-2014, 09:41  - 1-ლი ივნისი წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეა და ამ დღეს საქართველოში ნინოობა აღინიშნება..


კაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის დის, სოსანას ერთადერთი ასული იყო.
 

14-05-2014, 09:43  - წმიდა კეთილმსახური მეფე თამარი


კეთილმსახური მეფე თამარი (+1213); წმიდა ზოსიმე II ეპისკოპოსი კუმურდოელი (XVI); წინასწარმეტყველი იერემია (Vი ს. ქრ. შობამდე); ღირსმოწამე ვატა სპარსელი (IV).
კეთილმსახური მეფე თამარი (+1213). საქართველოს ეკლესია წმიდა თამარ მეფის ხსენებას წელიწადში სამჯერ აღასრულებს: მისი ამქვეყნიდან გასვლის დღეს 27(9.09) იანვარს, (ცხოვერბა იხილეთ ამ დღის საკითხავში), წელიწადის ულამაზესი თვის, მაისის 1 რიცხვში და მენელსაცხებლე დედათა კვირას. ამით მართლმორწმუნე ერი მისტიურად იხსენებს მის მოღვაწეობასთან დაკავშირებულ საქართველოს აყვავების პირიოდს და მის ღვაწლს ეკლესიის წინაშე უტოლებს მენელსაცხებლე დედათა თავდადებას ქრისტესთვის.
 

12-05-2014, 09:44  - 12 მაისი ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა


მართლმადიდებელი ეკლესია 12 მაისს წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღსანიშნავად, ყველა ტაძარში  წირვა -ლოცვა აღევლინება.


 

8-05-2014, 20:34  - მეუფე დიმიტრი მე–4 საჯარო სკოლაში


ზესტაფონის მე 4 საჯარო სკოლაში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.საპატიო სტუმრის სტატუსით ღონისძიებას ესწრებოდა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე დიმიტრი.მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ხვიჩა გუმბერიძე და კულტურის სამსახურის უფროსი ხათუნა ასათიანი.საათნახევრიანი ღონისძიება დატვირთული იყო რელიგიური შეგონებებით და ემსახურებოდა ბავშვებში მართლმადიდებური რწმენის გამტკიცებას.
 

6-05-2014, 11:14  - გიორგობა


„წმიდა გიორგი არის სიმბოლო გამარჯვებისა, საქართველოს ძლევამოსილი გამარჯვებისა. აი, ჩვენს წინაშე არის ორი პიროვნება - წმიდა გიორგი და იმპერატორი დიოკლეტიანე, სიმბოლო სიკეთისა და ბოროტებისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის ყოველთვის იყო და იქნება, ვიდრე დედამიწა იარსებებს. ამიტომ ერთადერთი ძალა, რომელიც ადამიანს, ერს, ქვეყანას ამ ბრძოლის დროს შეეწევა, ღვთის ძალა და მადლია. თქვენ გახსოვთ, წმიდა გიორგი სისხლით რომ იცლებოდა, მოესმა ხმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „ნუ გეშინინ, გიორგი, მე შენთანა ვარ". დღეს ჩვენც გვესმის, სრულიად საქართველოს ესმის ეს ხმა უფლისა: „საქართველო, ნუ გეშინინ, მე შენთანა ვარ!" ჩვენთან არს ღმერთი და ვერავითარი მტერი ვერ სძლევს საქართველოს, რადგან ჩვენი მფარველი არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა - განგებითა ღვთისათა პატრონი საქართველოსი, დიდი დიასახლისი ჩვენი ქვეყნისა. ჩვენი მფარველნი არიან წმიდა ნინო, წმიდა გიორგი, წმიდა ნიკოლოზი და მრავალი ის წმიდანი, მოწამე, ღირსი მამა, მღვდელმთავარი, რომელიც ადიდებდა ღმერთს და თავისი ცხოვრებით მოიხვეჭა მადლი უფლისა. და აი, ამ წმიდათა მოწამეთა და ღირსთა მამათა, მღვდელმთავართა და ყოველთა წმიდათა ლოცვით, ვერავითარი მტერი ვერ სძლევს საქართველოს."

უწმიდესი და უნეტარესი, 
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

 

20-04-2014, 09:02  - ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!


რომელნი ხართ კეთილ მსახურნი და ღმრთისმოყვარენი, იშვებდით კეთილსა ამას და ბრწყინვალესა კრებასა, და რომელი არს მონაჲ კეთილგონიერი, შევედინ სიხარულით სიხარულსა, ამას უფლისა თვისისასა. რომელმაც იღვაწა მარხვითა, მიიღენ აწ ტალანტი შრომისა და ღვაწლისა, რომელმანცა იმუშაკა პირველ-ჟამითგან, მიიღენ დღეს თანამდები სიმართლისა. რომელი მესამესა ჟამსა მოვიდა, მადლობით დღესასწაულობდინ, ხოლო რომელი მეექვსესა ჟამსა მოიწია, ნუ იჭვეულობნ, რათა არა რაი დაჭირვება არს მისა. და რომელი დააკლდა ჟამსა მეცხრესა, მოვედინ ნუ რა რაის ორგულებნ, და ნუ ეშინინ, ხოლო რომელი მეათერთმეტესა ჟამსა მოიწია, ნუ შეშინდებინ დაყოვნებისათვის, რამეთუ მრავალმოწყალე არს მეუფე ჩვენი და კაცთმოყვარე. 
 

13-04-2014, 10:17  - ბზობა - ბაიაობა


მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ეს გახლავთ ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს. 
 

9-04-2014, 14:47  - ,,9 აპრილის“ სკვერში საქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპული გმირები გაიხსენეს


,,9 აპრილის" სკვერში მდებარე დიდების მემორიალთან უბისისა და მარგვეთის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ საქართველოს თავისუფლებისათვის  დაღუპულთა გმირების სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებმა. ამის შემდეგ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა. ზესტაფონის ,,ახალგაზრდული პარლამენტის" წევრებმა და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამშობლოსათვის ზვარაკად შეწირული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მათ პატივსაცემად ლექსები წაიკითხეს.

 

7-04-2014, 09:37  - ხარება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა


ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.

ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც წმიდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს, ხარება ეწოდება. ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი „ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნოითგან დამალულისა საიდუმლოისა". 
 
უკან შემდეგი
>