By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

9-05-2017, 16:23  - მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ხელისუფლებამ ფაშიზმზე გამარჯვების 72 – წლისთავი მიულოცა


ფაშიზმზე გამარჯვების 72 – ე წლისთავი მუნიციპალიტეტის გამგებელმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა და  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა  მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მიულოცეს. 9 მაისის აღსანიშნავად გამართული ღონისძიება გამგეობის ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო. ხელისუფლებამ  ქვეყნის ისტორიაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის და გმირული თავდადებისთვის, მადლობა გადაუხადა თითოეულ მათგანს და დიდხანს სიცოცხლე უსურვა. მილოცვების შემდეგ, გამარჯვების დღის აღსანიშნავად, თვითმმართველობის სახელით ვეტერანებმა ფულადი თანხა 200 ლარი და საჩუქრები მიიღეს. ფულადი თანხა მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 19 ვეტერანმა მიიღო. შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ვეტერანებმა ყვავილებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაღუპული ალექსანდრე ბიბილაშვილისა და სერგო კეთილაძის ბიუსტები. ყვავილები მიიტანეს მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა მემორიალთან.  

 

8-05-2017, 16:21  - საბავშვო ბაღებს შორის კონკურსი „რა შეუძლია ჩემს მარჯვე ხელებს“ მოეწყო


სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა შორის კონკურსი „რა შეუძლია ჩემს მარჯვე ხელებს“ მოეწყო. ხელოვნების აქტივობაში 32 საბავშვო ბაღი იღებდა მონაწილეობას. 5 დან  6 წლამდე ასაკის მოზარდებმა ნამუშევრები ხელოვნების სხვადასხვა ჟანრში მრავალფეროვანი თემატიკით წარმოადგინეს.  ღონისძიების ბოლოს ჟიურიმ საუკეთესო ნამუშევრების ავტორები გამოავლინა. ასეთთა შორის 10  ავტორი შეირჩა, რომლებმაც საჩუქრად წიგნები მიიღეს. სიგელები კი კონკურსში მონაწილეობისთვის, ყველა მათგანს გადაეცა. ღონისძიებას გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძეც ესწრებოდა. ნამუშევრების დათვალიერების შემდეგ, მან დაჯილდოვების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა. 

 

6-05-2017, 14:24  - სპორტის სასახლეში საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა ძიუდოში


სპორტის სასახლე პირველად ღია საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს ჭიდაობა ძიუდოში.  სპორტულ ღონისძიებაში საქრთველოს ყველა რეგიონი ასპარეზობს. ტურნირი სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის სპორტსმენებს შორის მიმდინარეობს. ჩემპიონატის პირველ დღეს საკუთარ შესაძლებლობებს 100 – ზე მეტი მოჭიდავე მოსინჯავს. ტურნირის გახსნას მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე და გამგებლის მოადგილეები გერონტი დევდარიანი და ვახტანგ ღამბაშიძეც ესწრებოდნენ. ჩემპიონატი   ორი დღე გაგრძელდება. 

 

6-05-2017, 13:36  - კულტურის ცენტრში გივი კახნიაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა


კულტურისა და შემოქმედების ცენტრში ქორეოგრაფ გივი კახნიაშვილის დაბადებიდან 75, ხოლო შემოქმედებითი მოღვაწეობიდან 50 წლის იუბილე აღინიშნა. საიუბილეო თარიღი ქორეოგრაფს მისმა მეგობრებმა, კოლეგებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღრაძემ, ხანგრძლივი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის მადლობა გადაუხადა გივი კახნიაშვილს და საიუბილეო თარიღი მიულოცა. ღონისძიება საკონცერტო ნომრებით გაგრძელდა. კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა ერთსაათიანი პროგრამა წარმოადგინა.

 

4-05-2017, 17:48  - შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხებზე ზესტაფონში პროექტის პრეზენტაცია შედგა


 შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხებზე ზესტაფონში პროექტის „ მოვახდინოთ შშმ პირთა ინტეგრაცია მოხალისეობის გზით“  პრეზენტაცია შედგა. პროექტი სსიპ ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისა და ჰელფინგ ჰენდის ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. პროექტი ძევრის შშმ პირთა პანსიონატის ბენეფიციართათვის სოციალურ, ფსიქო – ემოციურ განვითარებას, მოხალისეების აქტიურ ჩართულობასა და ადგილობრივ თემში არსებული სტერეოტიპების რღვევას. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის ჰელფინგ ჰენდის მოხალისეები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან მხარდაჭერით და თანამსრომლობით აღნიშნულ პანსიონატში განახორციელებენ სხვადასხვა შინაარსის მქონე ვიზიტებს, რაც ბენეფიციართა უნარ – ჩვევების და საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. ვიზიტების დროს წინასწარ დაკომპლექტებულ ბენეფიციართა ჯგუფებთან ჩატარდება ხელსაქმის, მუსიკის, ხატვის და სხვა მათზე მორგებული აქტივობები.

 

 

 

4-05-2017, 16:07  - ზესტაფონში აგროწარმოების ხელშეწყობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა


სოფლის მეურნეობის  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში „აგროწარმოების ხელშეწყობის პროექტის“ პრეზენტაცია გაიმართა.    აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიზნებია პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა, არსებული ბაღების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების ხელშეწყობა, მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების გაფართოებისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობა, საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. პროგრამა მოიცავს კომპონენტებს, როგორც ინდივიდუალური ფერმერების, ასევე გადამამუშავებელი საწარმოების და სასოფლო – სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსებისათვის. შეხვედრა მუნიციპალიტეტის საინფორმაციო – საკონსულტაციო სამსახურის ორგანიზებით მოეწყო. პროექტის პრეზენტაციას გამგებლის  წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში  და ადგილობრივი ფერმერები ესწრებოდნენ.

 

 

 

3-05-2017, 16:46  - რიკოთის გვირაბი 3 მაისს ღამის 01 : 00 სთ – დან დილის 07 : 00 სთ – მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება


საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი – სენაკი ლესელიძის საავტომობილო გზის 143 – ე კმ – ში მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში სარემონტო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 3 მაისს, ღამის 01 : 00 სთ – მდე, გვირაბში იკრძალებაყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. სატრანსპორტი ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

დროის ამ პერიოდში რიკოთია გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირა მექანიზმენის მორიგეობა.

 

რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის ჩაკეტვა და საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე სატრანსპორტო ნაკადის გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ირგანიზაციის სქემის შესაბამისად. 

 

3-05-2017, 15:27  - ზესტაფონი გვირილობის დღესასწაულზე მრავალმხრივი პროგრამით წარსდგა


ზესტაფონი გვირილობის დღესასწაულზე მრავალმხრივი პროგრამით წარსდგა.  ფოლკლორული ნომრების სინთეზი, იმერული სამზარეულო, ხალხური რეწვის ნიმუშები და ყველა ნიუანსი, რომელიც იმერულ კოლორიტს ქმნიდა ზესტაფონმა მუხრანის ტყე – პარკში საგანგებოდ მოწყობილ გარემოში გამოფინა. მუნიციპალიტეტმა მონაწილეობა სპორტულ ღონისძიებებშიც მიიღო. გვირილობის დღესასწაულზე მონაწილეობას თვითმმართველობის წარმომადგენლებიც იღებდნენ.   „ზესტაფონის ეზოში“ შემოსულ სტუმრებს მასპინძლობას მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე უწევდა. „ზესტაფონურ ეზოს“  იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის,  საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები და უცხოელი ვიზიტორებიც სტუმრობდნენ. 

 

3-05-2017, 11:32  - რობაქიძის ქუჩაზე მარადმწვანე ხე – მცენარეების განაშენიანება იგეგმება


რობაქიძისა და ბიბილაშვილის ქუჩებზე  ხეების გადაბელვა  მოსახლეობის  უსაფრთხოების დაცვის გათვალისწინებით განხორციელდა.  ვინაიდან მრავალწლიანი დაზიანებული ხე – მცენარეების  ფესვები,  ძლიერი ქარის დროს  წაქცევის საფრთხეს ქმნიდა, შესაბამისმა კომისიამ მათი გადაბელვის გადაწყვეტილება მიიღო. ხეების გადაბელვის აუცილებლობა, მოსახლეობის მხრიდან შემოსულ წერილობით მოთხოვნასთან ერთად, რამდენიმე დღის წინ ქარის დროს რობაქიძის ქუჩაზე წაქცეულმა ხემ განაპირობა.  ვინაიდან იმ პერიოდში აღნიშნულ ქუჩაზე არავინ მოძრაობდა, არ იდგნენ ავტომობილები, ავარიულად წაქცეულ ხეს არაფერი დაუზიანებია. ხეე ხეების გადაბელვის პროცესში  მუნიციპალიტეტს შესაბამისი ტექნიკით დახმარება შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ გაუწია. რობაქიძის ქუჩაზე, იქ სადაც დაზიანებული ხეების გადაბელვა მოხდა, შემოდგომაზე მარადმწვანე ხე – მცენარეების განაშენიანება იგეგმება. 

 

29-04-2017, 13:33  - სპორტის სასახლეში ღია ტურნირი გაიხსნა კიკბოქსინგში


მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ – გამაჯანსაღებელ ცენტრში საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა კიკბოქსინგში. ღია ჩემპიონატს ზესტაფონი სპორტის ამ სახეობაში პირველად მასპინძლობს. როგორც კიკბოქსინგის ფედერაციის პრეზიდენტმა ლაშა ჭურაძემ ტურნირის გახსნისას აღნიშნა, ღია ჩემპიონატი კიკბოქსინგში მომავალშიც ზესტაფონში ჩატარდება. ტურნირზე საქართველოს რეგიონების გარდა, სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებიც ასპარეზობენ. სპორტულ ღონისძიებაზე ზესტაფონის სახელით 20 სპორტსმენი გამოდის. ტურნირის გახსნას მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე და გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძე დაესწრო. ჩემპიონატი ორი დღე გაგრძელდება.

 

 

 
>