By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

9-10-2017, 16:36  - „სულიკო 2017“ – ი 14 ოქტომბერს გაიმართება


14 ოქტომბერს, ზესტაფონი ქართული ლირიული სიმღერების ფესტივალს „სულიკო 2017“ – ს უმასპინძლებს. ფესტივალი, რომელიც „ვარინკობის“ სახელითაა ცნობილი, ტრადიციულად ვარინკა წერეთლის მშობლიურ მხარეში, ცხრაწყაროში, ღია თეატრონზე 14 საათზე  გაიმართება.  (ცუდი ამინდის შემთხვევაში უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატულ თეატრში). ლირიული სიმღერების ფესტივალში მონაწილეობას იმერეთის რეგიონის მუსიკალური კოლექტივები მიიღებენ.  ღონისძიებას პროფესიონალი ჟიურის წევრები შეაფასებენ. კულტურულ მემკვიდრეობათა შორის, გამორჩეული  სახალხო დღესასწაული „სულიკო“  80 – იანი წლებიდან იღებს სათავეს.  ცხრაწყაროს ღია თეატრონი  მუსიკალურ კოლექტივებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხედან წლების განმავლობაში მასპინძლობდა. ფესტივალი 2007 წლიდან განახლდა.  „ვარინკობის“ დღესასწაული აკაკი წერეთლის ლექსზე შექმნილი „სულიკოს“ ავტორის, ვარინკა წერეთლის ხსოვნის უკვდავსაყოფად იმართება.

 

6-10-2017, 19:18  - ოლიმპიზმის დღე მუნიციპალიტეტში


 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა ოლიმპიზმის დღე მასობრივი მძლეოსნური გარბენით აღნიშნა. „მარათონი 2017“ მუნიციპალიტეტისა და „LEADER – BET” – ის ორგანიზებით მოეწყო. სპორტულმა ღონისძიებამ  სტარტი კოსტავას ქუჩიდან აიღო. მარათონი დადიანის ქუჩის ჩათვლით, ლაღიძის ქუჩამდე არსებულ ერთ კილომეტრიან  დისტანციას აერთიანებდა. მძლეოსნურ გარბენში მონაწილეობს სპორტის სხვადასხვა სახეობებში მოასპრეზე ახალგაზრდები და მოყვარული სპორტსმენები იღებდნენ. „მარათონი 2017“ – ში მონაწილეობას 120 – ზე მეტი წარმომადგენელი იღებდა.  „LEADER – BET” – მა სამი საპრიზო ადგილისთვის ფულადი ჯილდო დააწესა. პირველ ადგილზე გასულმა მონაწილემ 300, მეორე საპრიზო ადგილის წარმომადგენელმა 200, ხოლო მესამე ადგილზე გასულმა 100 ლარი მიიღო. სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები ღონისძიების მონაწილეებისათვის იმერეთის ოლიმპიურ კომიტეტსაც ჰქონდა დაწესებული.

 

6-10-2017, 19:12  - "ახალგაზრდული ფესტივალი 2017" იწყება


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ ახორციელებს პროგრამას „ახალგაზრდული ფესტივალი 2017“. მასობრივ კულტურულ ღონისძიებებში ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩასართავად, დაგეგმილია ლიტერატურული კონკურსის „ჩვენი თავგადასავალი“ და კონკურსი დამწყები მხატვრებისთვის – „შექმენი შენი კალენდარი“– ს .ფესტივალი ახალგაზრდებში პოტენციალის გამოვლენას, მათი პიროვნული და კარიერული განვითარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას და მასობრივ კულტურულაქტივობებში ჩართვას ემსახურება. „ჩვენი თავგადასავალი“ და „შექმენი შექმენი კალენდარი“ ოთხი წელია, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება და მიზნად ისახავს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოზარდების წარმოჩენას და ახალგაზრდებში მწერლობის და მხატვრობის პოპულარიზაციას. ორივე კონკურსი ერთსა და იმავე დროს, ერთ სივრცეში 17 – 20 ნოემბერს დაბა ბორჯომშო გაიმართება. 

 

5-10-2017, 16:18  - მგფ – ი როდინაულის საავტომობილო გზის მონიტორინგს ახორციელებს


სადგურ  სვირი – როდინაულის  საავტომობილო გზის მშენებლობა – რეაბილიტაციის სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაათვალიერეს. პროექტი 5 468 323 ლარით არის დაფინანსებული. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა 15 კმ –მდე საავტომობილო გზის მონაკვეთზეა დაგეგმილი.  2017 წლის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია მიწის ვაკისის აღდგენა, კიუვეტების გაწმენდა, გზის ზედაპირის აღდგენა არმირებული ბეტონის საფარით, მდინარე ყვირილაზე არსებული ხიდის   ასფალტო – ბეტონის საფარით მოწყობა, დაზიანებული მოაჯირების განახლება, საგზაო ნიშნების მოწყობა.  საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოები  მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.  რეაბილიტირებული გზით სარგებლობას 6 სოფლის 1500 მდე  ოჯახი შეძლებს. 

 

4-10-2017, 17:47  - წარმატებული გამოსვლა „ქართული იუმორის ფესტივალზე“


„ქართული იუმორის ფესტივალი“ –ს გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა  შემოქმედებით სფეროში კიდევ ერთი მიღწეული წარმატება მიულოცა.  ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობს ბადრი ტაბატაძეს სპეციალური პრიზი ნომინაციაში „ფესტივალის აღმოჩენა“ გადაეცა.  გასულ წელს ბადრი ტაბატაძე იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.  „ქართული იუმორის ფესტივალი“ ქალაქ ხონში 30 სექტემბერს ჩატარდა, თეატრალურ ღონისძიებაში მონაწილეობას იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი იღებდა.

 

 

 

4-10-2017, 16:29  - მეორე სვირში სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა ოქტობრიდან დაიწყება


მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა და გამგებლის მოადგილემ ნიკოლოზ კრავეიშვილმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად მეორე სვირში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერეს.   თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი მომსახურების ცენტრი  მეორე სვირსა და მის მიმდებარე სოფლებს ოქტომბრის თვიდან მომემსახურება.    საზოგადოებრივი ცენტრის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქარველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურეობის სააგენტოსა და სხვა სერვისების მომსახურეობით. ახალი სერვის ცენტრის მშენებლობა მოსახლეობისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას ემსახურება.

 

 

 

4-10-2017, 12:32  - სტაროსელსკის ქუჩაზე ავტოსაგზაო მარეგულირებელი წრე მოეწყობა


სტაროსელსკის ქუჩაზე ავტოსაგზაო მარეგულირებელი წრე და სკვერი მოეწყობა.  ქალაქის ცენტრალური შემოსასვლელის  (ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია) ინფრასტრუქტურა  გამყოფი ზოლის მოწესრიგებას და მარეგულირებელი წრის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. დაგეგმილია  განათების სისტემის დამონტაჟება. სკვერი ასევე სხვადასხვა სახეობის დეკორატიული მცენარეებით გამწვანდება.  პროექტი 105 000 ლარით არის დაფინანსებული. კეთილმოწყობის სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის თანადაფინანსებას ახდენს მუნიციპალიტეტი. ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს „ინტერტექნოლოგი“ ახორციელებს. 2017 წლის ინფრასტრუქტურულ  პროექტებზე მუშაობა, მუნიციპალიტეტში ერთდროულად რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გარდა, რეაბილიტაცია უტარდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს.  წლის პროექტთა შორის, ასევე ზაქარიაძის ქუჩაზე (ცენტრალური ხიდიდან – ჩხეიძის ქუჩის ასახვევამდე) ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობა დაიწყო.

 

2-10-2017, 16:08  - მეორე სვირში საზოგადოებრივი ცენტრი ოქტომბერში გაიხსნება


მეორე სვირში საზოგადოებრივი მომსახურეობის ცენტრის მშენებლობა სრულდება. თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცე მეორე სვირსა და მის მიმდებარე სოფლებს ოქტომბრის თვიდან მომემსახურება. შორაპნის შემდეგ, უკვე მეორე სვირის ადგილობრივი მოსახლეობა, სოფლიდან გაუსვლელად 200 – ზე საჯარო და კერძო სერვისით სარგებლობას შეძლებს.   საზოგადოებრივი ცენტრის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქარველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურეობის სააგენტოსა და სხვა სერვისების მომსახურეობით. ახალი სერვის ცენტრის მშენებლობა მოსახლეობისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას ემსახურება. მეორე სვირში მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

 

 

 

29-09-2017, 12:08  - მეგობრობის ქუჩაზე ახალი სკვერი ოქტომბერში გაიხსნება


ახალი სკვერი მეგობრობის ქუჩაზე ოქტომბრის თვეში გაიხსნება. საზოგადოებრივი ბაღის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან  42850 ლარით არის დაფინანსებული. პროექტის მიხედვით სკვერის ტერიტორია ფერადი ფილებით მოეწყობა, დამონტაჟდება განათების სისტემა, სკვერი სხვადასხვა სახეობის დეკორატიული მცენარეებით გამწვანდება,  განთავსდება დასასვენებელი სკამები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შპს „ქართუმშენი“ აწარმოებს. მეგობრობის ქუჩა N 11 – ში სკვერის მწყობის სამუშაოებს, მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი და გამგებლის მოადგილე ნიკოლოზ კრავეიშვილი ადგილზე გაეცნო. 

 

28-09-2017, 15:03  - სოფელ მწყერიციხეში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა სრულდება


საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა მუნიციპალიტეტში კიდევ ერთ მისამართზე სრულდება. ბოლო ათეული წლების  შემდეგ პირველად, კლდეეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მწყერიციხიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახუნდარამდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.  პროექტის მიხედვით საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარი მოეწყო, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორი სოფლის დამაკავშირებელ ხიდს და მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ღირებულება 120 282 ლარია. რეაბილიტირებული გზით სარგებლობას ზესტაფონისა და ხარაგაულის მოსახლეობა შეძლებს.  გზის რეაბილიტაციას შპს „ბორანი“ ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა და გამგებლის მოადგილემ ნიკოლოზ კრავეიშვილმა დაათვალიერეს. 

 
>