By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

4-05-2017, 16:07  - ზესტაფონში აგროწარმოების ხელშეწყობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა


სოფლის მეურნეობის  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში „აგროწარმოების ხელშეწყობის პროექტის“ პრეზენტაცია გაიმართა.    აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიზნებია პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა, არსებული ბაღების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების ხელშეწყობა, მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების გაფართოებისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობა, საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. პროგრამა მოიცავს კომპონენტებს, როგორც ინდივიდუალური ფერმერების, ასევე გადამამუშავებელი საწარმოების და სასოფლო – სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსებისათვის. შეხვედრა მუნიციპალიტეტის საინფორმაციო – საკონსულტაციო სამსახურის ორგანიზებით მოეწყო. პროექტის პრეზენტაციას გამგებლის  წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში  და ადგილობრივი ფერმერები ესწრებოდნენ.

 

 

 

3-05-2017, 16:46  - რიკოთის გვირაბი 3 მაისს ღამის 01 : 00 სთ – დან დილის 07 : 00 სთ – მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება


საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი – სენაკი ლესელიძის საავტომობილო გზის 143 – ე კმ – ში მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში სარემონტო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 3 მაისს, ღამის 01 : 00 სთ – მდე, გვირაბში იკრძალებაყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. სატრანსპორტი ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

დროის ამ პერიოდში რიკოთია გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირა მექანიზმენის მორიგეობა.

 

რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის ჩაკეტვა და საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე სატრანსპორტო ნაკადის გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ირგანიზაციის სქემის შესაბამისად. 

 

3-05-2017, 15:27  - ზესტაფონი გვირილობის დღესასწაულზე მრავალმხრივი პროგრამით წარსდგა


ზესტაფონი გვირილობის დღესასწაულზე მრავალმხრივი პროგრამით წარსდგა.  ფოლკლორული ნომრების სინთეზი, იმერული სამზარეულო, ხალხური რეწვის ნიმუშები და ყველა ნიუანსი, რომელიც იმერულ კოლორიტს ქმნიდა ზესტაფონმა მუხრანის ტყე – პარკში საგანგებოდ მოწყობილ გარემოში გამოფინა. მუნიციპალიტეტმა მონაწილეობა სპორტულ ღონისძიებებშიც მიიღო. გვირილობის დღესასწაულზე მონაწილეობას თვითმმართველობის წარმომადგენლებიც იღებდნენ.   „ზესტაფონის ეზოში“ შემოსულ სტუმრებს მასპინძლობას მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე უწევდა. „ზესტაფონურ ეზოს“  იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის,  საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები და უცხოელი ვიზიტორებიც სტუმრობდნენ. 

 

3-05-2017, 11:32  - რობაქიძის ქუჩაზე მარადმწვანე ხე – მცენარეების განაშენიანება იგეგმება


რობაქიძისა და ბიბილაშვილის ქუჩებზე  ხეების გადაბელვა  მოსახლეობის  უსაფრთხოების დაცვის გათვალისწინებით განხორციელდა.  ვინაიდან მრავალწლიანი დაზიანებული ხე – მცენარეების  ფესვები,  ძლიერი ქარის დროს  წაქცევის საფრთხეს ქმნიდა, შესაბამისმა კომისიამ მათი გადაბელვის გადაწყვეტილება მიიღო. ხეების გადაბელვის აუცილებლობა, მოსახლეობის მხრიდან შემოსულ წერილობით მოთხოვნასთან ერთად, რამდენიმე დღის წინ ქარის დროს რობაქიძის ქუჩაზე წაქცეულმა ხემ განაპირობა.  ვინაიდან იმ პერიოდში აღნიშნულ ქუჩაზე არავინ მოძრაობდა, არ იდგნენ ავტომობილები, ავარიულად წაქცეულ ხეს არაფერი დაუზიანებია. ხეე ხეების გადაბელვის პროცესში  მუნიციპალიტეტს შესაბამისი ტექნიკით დახმარება შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ გაუწია. რობაქიძის ქუჩაზე, იქ სადაც დაზიანებული ხეების გადაბელვა მოხდა, შემოდგომაზე მარადმწვანე ხე – მცენარეების განაშენიანება იგეგმება. 

 

29-04-2017, 13:33  - სპორტის სასახლეში ღია ტურნირი გაიხსნა კიკბოქსინგში


მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ – გამაჯანსაღებელ ცენტრში საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა კიკბოქსინგში. ღია ჩემპიონატს ზესტაფონი სპორტის ამ სახეობაში პირველად მასპინძლობს. როგორც კიკბოქსინგის ფედერაციის პრეზიდენტმა ლაშა ჭურაძემ ტურნირის გახსნისას აღნიშნა, ღია ჩემპიონატი კიკბოქსინგში მომავალშიც ზესტაფონში ჩატარდება. ტურნირზე საქართველოს რეგიონების გარდა, სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებიც ასპარეზობენ. სპორტულ ღონისძიებაზე ზესტაფონის სახელით 20 სპორტსმენი გამოდის. ტურნირის გახსნას მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე და გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძე დაესწრო. ჩემპიონატი ორი დღე გაგრძელდება.

 

 

 

28-04-2017, 17:33  - საბიბლიოთეკო კვირეული ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ ზურაბ კვეტენაძის ხსოვნის საღამოთი გახსნა


საბიბლიოთეკო კვირეული გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში, ბიბლიოთეკის  სამკითხველო დარბაზში ზურაბ კვეტენაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ზურაბ კვეტენაძე წლების განმავლობაში ედგა სათავეში ზესტაფონის განათლების სისტემას. წერდა ლექსებს და პროზაულ ნაწარმოებებს. გამოცემული აქვს არაერთი კრებული. ზურაბ კვეტენაძე მოსწავლე – ახალგაზრდობის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით. ღონისძიება საბიბლიოთეკო გაერთიანების ორგანიზებით მოეწყო და მას ზურაბ კვეტენაძის ოჯახის წევრები, მისი მეგობრები და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

27-04-2017, 12:28  - ცენტრალური ბიბლიოთეკა წიგნის ფესტივალს მასპინძლობს


მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ცენტრალურბიბლიოთეკაში  წიგნისფესტივალის გამოფენა – გაყიდვა მიმდინარეობს.
გამოფენაზემრავალფეროვანიარჩევანია წარმოდგენილი –საბავშვო, საყმაწვილო, საგანმანათლებლოლიტერატურა, მხატვრულილიტერატურისმსოფლიობესტსელერები. წიგნის ფესტივალზე  პალიტრა L შემოტანილი წიგნები  20%-დან 60%-მდეფასდაკლებით გაიყიდება. გამოფენა-გაყიდვა  11სთ-დან 19სთ-მდე გაგრძელდება. 

 

26-04-2017, 17:23  - მუნიციპალური შესაძლებლობების განვითარების პროექტის პრეზენტაცია ზესტაფონში


რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.  პროექტი სივრცით დაგეგმვის, აქტივების მართვის და კაპიტალური საინვესტიციო გეგმის შესწავლას ეხება და მისი მიზანია დახმარება გაუწიოს მუნიციპალიტეტის შესაბამისი დარგის თანამშრომლებს. ტრენინგების კურსის და სახელმძღვანელოების გარდა, შემუშავდება ახალი პროგრამული უზრუნველყოფა დაგეგმარებისა და აქტივების მართვის პროცესების გასამართად. პროგრამა 2017 წლიდან დაიწყო და 2019 წლის მარტამდე გაგრძელდება.

 

24-04-2017, 17:08  - სტრიტ არტი გარემოს დასაცავად მსურველთა რეგისტრაციას იწყებს


„სტრიტ არტი გარემოს დასაცავად“ წარმოადგენს „კავკასიური სახლი“ – ს მიერ ორგანიზებული პროექტს, რომლის მიზანია სტრიტ არტის მეშვეობით აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდა ხელოვანებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან შესაძლებლობა მიეცემათ განათავსონ თავიანთი ნამუშევრები გარემოს დაცვის თემაზე საკუთარ ქალაქში,მათთვის სასურველ ადგილას. პროექტის მონაწილეები მაისის ბოლოს, თბილისში დაესწრებიან ერთდღიან სამუშაო შეხვედრას, რომელზეც განხილული იქნება გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, გამოცდილი ქუჩის ხელოვანები ჩაატარებენ მასტერკლასს პროექტის მონაწილეების საჭიროების გათვალისწინებით, რომლის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება მიეცემათ შექმნან ერთობლივი ნამუშევარი თბილისში. 

 

21-04-2017, 18:14  - პროკურორებმა და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ზებრა გადასასვლელი ერთობლივად მოხატეს


 აღმაშენებლის ქუჩაზე  ზებრა გადასასვლელი პროკურორებმა, სამხატვრო გალერეის და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთობლივად მოხატეს.  პროექტი საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ახალი ინიციატივის თანახმად,  საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან ლექცია – სემინარები ჩატარდა, რომელიც ავტო – საგზაო დარღვევებს და ავტო – სატრანსპორტო დანაშაულების სტატისტიკას ეხებოდა. ზებრა გადასასვლელი სახელმწიფო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიხატა. ღონისძიებაში მონაწილეობა გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემაც მიიღო.

 
>