By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

16-05-2017, 16:56  - „ცოცხალი წიგნები“ ზესტაფონში


 თანამედროვე ქართველი მწერლები ლიტერატურულ – საგანმანათლებლო პროექტ „ცოცხალი წიგნები“ – ის ფარგლებში ზესტაფონს სტუმრობდნენ. მწერლებისა და მკითხველი აუდიტორიის  შეხვედრა ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შედგა. მწერალთა მობილური ჯგუფი  საკუთარი შემოქმედების  გასაცნობად მკითხველთან   ასეთი შემადგენლობით წარსდგა: ეკა ქევანიშვილი – პოეტი; ეკა კვიციანი – პოეტი; ნიკა ჯორჯანელი – პოეტი; შოთა იათაშვილი – პოეტი; ალეკო შუღლაძე – მწერალი; პროექტის ხელმძღვანელი ქეთი დუმბაძე. პროექტი  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 2015 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ მკითხველთან შეხვედრა, პოეზიის საღამოების გამართვა, დისკუსიები მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე. პროექტის ფარგლებში მკითხველი მწერლის შემოქმედებას ახალი ფორმით მონო – სპექტაკლის  სახით  ეცნობა.

 

 

 

 

15-05-2017, 19:22  - მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის ფარგლებში მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა


„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რეგიონში ბიზნესის წამოწყების და  შესაბამისი სეგმენტის გააქტიურების მიზნით მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ხასიათის  შეხვედრა გაიმართა.

„მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის“ პროექტი, შესაძლებლობას აძლევს ყველა იმ კატეგორიას, რომელთაც სურთ რეგიონში ბიზნესის წამოწყება და აქვთ მისი განვითარების იდეა, ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამაში. მსურველთა რეგისტრაცია 15 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ბიზნესიდეის განაცხადი მსურველებმა უნდა შეავსონ შემდეგ ვებ გვერდძე www. qartuli.ge

 

კონკურსში გამარჯვების შემდეგ შესაბამისი პროექტი 5 000 – დან 15 000 ლარამდე დაფინანსდება. 

 

15-05-2017, 11:19  - ინფრასტრუქტურის მინისტრმა სოფელ ტაბაკინში მონასტრამდე მისასვლელი გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა


 სოფელ ტაბაკინში მონასტრამდე მისასვლელი გზის სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დათვალიერა. წმინდა გიორგის მონასტრამდე მისასვლელი გზის მშენებლობა აღნიშნულ დასახლებაში პირველად ხორციელდება. კეთილმოწყობას 2690 მეტრიანი მონაკვეთი ექვემდებარება, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ტაბაკინი ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველი გახდეს, რადგან სოფელში მოქმედი ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი მე – 7 მე – 8 საუკუნით თარიღდება. სამუშაოები მგფ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 921 173 ლარია. პროექტის დასრულება 2017 წლის სექტემბრისთვის იგეგმება.

 

11-05-2017, 16:54  - უზედამხედველო პირუტყვის მეპატრონეთა წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება დაიწყო


 უზედამხედველო პირუტყვის   მეპატრონეთა წინააღმდეგ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მუნიციპალიტეტი იძულებულია რადიკალური ღონისძიებები გაატაროს.   აღნიშნულის გათვალისწინებით, გამგეობის შესაბამისმა სამსახურებმა 10 მაისს მსხვილფეხა პირუტყვის სპეციალურ სადგომში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.  რქოსანი პირუტყვი ქალაქის სკვერსა თუ ბაღებში არსებულ ნარგავებს აზიანებდა. უზედამხედველო პირუტყვის მეპატრონეებზე გარკვეული სანქციები ამოქმედდება. სანქციები ამიერიდან ყველა მსგავს შემთხვევაზე განხორციელდება. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გათვალისწინებით

 

ბულვარებში, პარკში ან  სკვერში წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გამოიწვევს წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა – პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. 

 

10-05-2017, 17:44  - უფასო სამედიცინო გამოკვლევებში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველსაყოფად საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა


უფასო სამედიცინო გამოკვლევებში მოსახლეობის  ჩართულობის უზრუნველსაყოფად, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნატალია სამთელაძე სოფლის ამბულატორიების სამედიცინო პერსონალს და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდა. უფასო სამედიცინო გამოკვლევები ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის სტატისტიკის შესამცირებლად იმართება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“, უფასო სამედიცინო გასინჯვებს, იმერეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის ქუთაისში  ახორციელებს. პროგრამის მიზანია, კიბოს სკრინინგული კვლევებით მოსახლეობის მაქსიმალური მოცვა; ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული გამოვლენა; მოსახლეობის დროული და თანმიმდევრული გამოკვლევებით უზრუნველყოფა. პროგრამით სარგებლობა შეუძლია შემდეგ კატეგორიას: ძუძუს კიბოს სკრინინგი 40 – 70 წლის ასაკის ქალბატონებს;  საშვილოსნოს კიბოს სკრინინგი 25 – 60 წლის ასაკის ქალბატონებს; პროსტატის კიბოს მართვა 50 – 70 წლის ასაკის მამაკაცებს; კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50 – 70 წლის ასაკის ჩათვლით ორივე სქესის გამოკვლევებს ითვალისწინებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სოფლის ამბულატორიის სამედიცინო პერსონალთან.

 

9-05-2017, 16:23  - მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ხელისუფლებამ ფაშიზმზე გამარჯვების 72 – წლისთავი მიულოცა


ფაშიზმზე გამარჯვების 72 – ე წლისთავი მუნიციპალიტეტის გამგებელმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა და  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა  მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მიულოცეს. 9 მაისის აღსანიშნავად გამართული ღონისძიება გამგეობის ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო. ხელისუფლებამ  ქვეყნის ისტორიაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის და გმირული თავდადებისთვის, მადლობა გადაუხადა თითოეულ მათგანს და დიდხანს სიცოცხლე უსურვა. მილოცვების შემდეგ, გამარჯვების დღის აღსანიშნავად, თვითმმართველობის სახელით ვეტერანებმა ფულადი თანხა 200 ლარი და საჩუქრები მიიღეს. ფულადი თანხა მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 19 ვეტერანმა მიიღო. შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ვეტერანებმა ყვავილებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაღუპული ალექსანდრე ბიბილაშვილისა და სერგო კეთილაძის ბიუსტები. ყვავილები მიიტანეს მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა მემორიალთან.  

 

8-05-2017, 16:21  - საბავშვო ბაღებს შორის კონკურსი „რა შეუძლია ჩემს მარჯვე ხელებს“ მოეწყო


სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა შორის კონკურსი „რა შეუძლია ჩემს მარჯვე ხელებს“ მოეწყო. ხელოვნების აქტივობაში 32 საბავშვო ბაღი იღებდა მონაწილეობას. 5 დან  6 წლამდე ასაკის მოზარდებმა ნამუშევრები ხელოვნების სხვადასხვა ჟანრში მრავალფეროვანი თემატიკით წარმოადგინეს.  ღონისძიების ბოლოს ჟიურიმ საუკეთესო ნამუშევრების ავტორები გამოავლინა. ასეთთა შორის 10  ავტორი შეირჩა, რომლებმაც საჩუქრად წიგნები მიიღეს. სიგელები კი კონკურსში მონაწილეობისთვის, ყველა მათგანს გადაეცა. ღონისძიებას გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძეც ესწრებოდა. ნამუშევრების დათვალიერების შემდეგ, მან დაჯილდოვების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა. 

 

6-05-2017, 14:24  - სპორტის სასახლეში საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა ძიუდოში


სპორტის სასახლე პირველად ღია საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს ჭიდაობა ძიუდოში.  სპორტულ ღონისძიებაში საქრთველოს ყველა რეგიონი ასპარეზობს. ტურნირი სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის სპორტსმენებს შორის მიმდინარეობს. ჩემპიონატის პირველ დღეს საკუთარ შესაძლებლობებს 100 – ზე მეტი მოჭიდავე მოსინჯავს. ტურნირის გახსნას მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე და გამგებლის მოადგილეები გერონტი დევდარიანი და ვახტანგ ღამბაშიძეც ესწრებოდნენ. ჩემპიონატი   ორი დღე გაგრძელდება. 

 

6-05-2017, 13:36  - კულტურის ცენტრში გივი კახნიაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა


კულტურისა და შემოქმედების ცენტრში ქორეოგრაფ გივი კახნიაშვილის დაბადებიდან 75, ხოლო შემოქმედებითი მოღვაწეობიდან 50 წლის იუბილე აღინიშნა. საიუბილეო თარიღი ქორეოგრაფს მისმა მეგობრებმა, კოლეგებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღრაძემ, ხანგრძლივი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის მადლობა გადაუხადა გივი კახნიაშვილს და საიუბილეო თარიღი მიულოცა. ღონისძიება საკონცერტო ნომრებით გაგრძელდა. კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა ერთსაათიანი პროგრამა წარმოადგინა.

 

4-05-2017, 17:48  - შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხებზე ზესტაფონში პროექტის პრეზენტაცია შედგა


 შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხებზე ზესტაფონში პროექტის „ მოვახდინოთ შშმ პირთა ინტეგრაცია მოხალისეობის გზით“  პრეზენტაცია შედგა. პროექტი სსიპ ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისა და ჰელფინგ ჰენდის ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. პროექტი ძევრის შშმ პირთა პანსიონატის ბენეფიციართათვის სოციალურ, ფსიქო – ემოციურ განვითარებას, მოხალისეების აქტიურ ჩართულობასა და ადგილობრივ თემში არსებული სტერეოტიპების რღვევას. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის ჰელფინგ ჰენდის მოხალისეები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან მხარდაჭერით და თანამსრომლობით აღნიშნულ პანსიონატში განახორციელებენ სხვადასხვა შინაარსის მქონე ვიზიტებს, რაც ბენეფიციართა უნარ – ჩვევების და საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. ვიზიტების დროს წინასწარ დაკომპლექტებულ ბენეფიციართა ჯგუფებთან ჩატარდება ხელსაქმის, მუსიკის, ხატვის და სხვა მათზე მორგებული აქტივობები.

 

 

 
>