By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

28-11-2017, 09:21  - მეხუთე ბაღში შშმ ბავშვთა უფასო გამოკვლევები ჩატარდა


 „ბავშვთა ადრეული განვითარება რეგიონებში“ – პროგრამის ფარგლებში, ადრეული განვითარების ცენტრის  ხელშეწყობით,  განსაკუთრებული საჭიროების მქონე  7 წლამდე ასაკის ბავშვებს ფსიქოლოგიურ პედაგოგიური გამოკვლევა ჩაუტარდათ.  პროგრამა  ქართულ – გერმანული  2 წლიანი ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია  განვითარების შეფერხების რისკის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.  პროგრამა ასევე ითვალისწინებს, გონებრივი განვითარების შეფერხებისმქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, ბავშვთა სოციალური, შემეცნებითი და კომუნიკაბელური უნარების განვითარებას. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 17 განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდი შეირჩა, რომელთა გამოკვლევა ეტაპობრივად გაგრძელდება.  ადრეული განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა მშობლებს ტესტირების შედეგები გააცნეს და შესაბამისი რეკომენდაციები გაუწიეს. გამოკვლევებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე და მოადგილე თემურ საყვარელიძეც ესწრებოდა.

 

27-11-2017, 10:12  - 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღეა


აჭარაში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.  გარდაცვლილთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ღრმა სამძიმარს გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს განსვენებულთა ოჯახებს.

 

 

 

24-11-2017, 16:24  - ახალი ხიდის მშენებლობა 2018 წელში დასრულდება


ზესტაფონი – ბაღდადის დამაკავშირებელი  საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 000 000 ლარია.  მდინარე ყვირილაზე დღემდე არსებული საავტომობილი ხიდი, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში მდებარეობს, ვერ უზრუნველყოფდა  ორი ზოლზე მოძრაობის გატარებას, ხიდს დაზიანებული აქვს ბურჯები და დაკარგული აქვს  საექსპლუატაციო ფუნქციები. ახალი ხიდის მშენებლობა, მიმდინარე წლის მარტის თვიდან დაიწყო. პროექტის მიხედვით დაგეგმილია 5 მალიანი, 172.5 მეტრის სიგრძის სახიდე გადასასვლელის მოწყობა ტესებრი რკინა – ბეტონის მილის ნაშენი კოჭებით, ჰიდროიზოლაციის ფენის და ასფალტ – ბეტონის საფარის მოწყობა.  ამ ეტაპზე საავტომობილო ხიდის ხიმინჯების დაბურღვისა და სარეგულაციო კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ახალი ხიდის მშენებლობაზე 25 ადამიანია დასაქმებული.

 

21-11-2017, 10:07  - სპორტული ოლიმპიადა გაიხსნა


სპორტის სასახლეში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018  გაიხსნა.  ოლიმპიადის პირველი დღე მინი ფეხბურთის ტურნირით დაიწყო.  მასშტაბურ  სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის გუნდები იღებენ.   სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტის 9 სახეობაში ჩატარდება. ყველა შეხვედრას სპორტის სასახლე უმასპინძლებს. ოლიმპიადის პროგრამა ოთხ ეტაპადაა დაყოფილი. პირველი ეტაპი შიდა სასკოლო ტურნირებს მოიცავს, მეორე ეტაპზე მუნიციპალური შეჯიბრებები ეწყობა, მესამე  ეტაპზე  რეგიონალური შეხვედრები იმართება, ხოლო დასკვნითი  ეტაპზე, ოლიმპიადა ფინალური თამაშებით სრულდება, რომელიც ანაკლიის ბანაკში იმართება.  სასკოლო სპორტული ოლიმპიადის თამაშები 2015 წლიდნ იმართება და მისი მიზანია საზოგადოების და განსაკუთრებით მოსწავლე – ახალგაზრდობის მასობრივი ჩართვა და სასკოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობა. 

 

20-11-2017, 17:34  - საკრებულომ ახალი შემადგენლობით პირველი სხდომა გამართა


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა გამართა. ახალი შემადგენლობით საკრებულოს  სხდომა 15 : 00 საათზე  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კახნიაშვილმა გახსნა. საოლქო კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გააცნო. გიორგი კახნიაშვილმა   სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შესაბამისი დოკუმენტაცია საკრებულოს უხუცეს წევრს ჯემალ გორგოძეს გადასცა.  ამის შემდეგ დეპუტატებმა შესაბამისი პროცედურების დაცვით, საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს. ხმათა უმრავლესობით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ვახტანგ ღამბაშიძემ ჩაიბარა, საკრებულოს თავმჯდომარის სავარძელი კი თემურ საყვარელიძემ. ვახტანგ ღამბაშიძე მანამდე  გამგებლის მოადგილის პოსტს იკავებდა  მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 36 დეპუტატია.აქედან "ქართულ ოცნებას" პროპორციული სიით 8, ხოლო 21 წევრი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ერთიან „ნაციონალურ მოძრაობას“ 3, „ევროპულ საქართველოს“ 2, ხოლო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ 2 წევრი ჰყავს. მუნიციპალიტეტის საკრებულოში 36 დეპუტატიდან 4 ქალია. 

 

20-11-2017, 11:43  - ქვიშხეთი – ზვარეს სარკინიგზო გვირაბის გახსნას კახაბერ მახათაძეც ესწრებოდა


საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა დასრულებულია.  ქვიშხეთი – ზვარეს 8, 5 კმ – იანი სარკინიგზო გვირაბი  საქართველოს სარკინიზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში გაიხსნა.  მოდერნიზებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, უღელტეხილის მონაკვეთზე მოძრავი შემადგენლობის უსაფრთხოება, შემცირებული სამგზავრო დრო და სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა,  ასე შეაფასა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი გვირაბის მშენებლობის სამუშაოები.  პრეზენტაციას ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძეც ესწრებოდა. გვირაბის მშენებლობას „ჩინეთის რკინიგზის 23 – ე ბიურო“ ახორციელებს. მასშტაბური სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის  დასრულდება 2020 წლისთვის არის ნავარაუდევი. 

 

17-11-2017, 12:35  - 100 წლის თამარ მშვენიერაძეს იუბილე კახაბერ მახათაძემ მიულოცა


100 წლის იუბილე, თამარ მშვენიერაძეს მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ მიულოცა.  მან  უხუცეს  ქალბატონს ჯანმრთელობა, მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა. 100 წლის იუბილე  თამარ მშვენიერაძეს, სოციალური სამსახურის უფროსმა და სანახშირის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნუგზარ ფერაძემაც მიულოცეს. თამარ მშვენიერაძემ სტუმრებს პირადად მასპინძლობდა.  მათთან ერთად სადღეგრძელოც შესვა და საუკუნის წინანდელი ამბებიც გაიხსენა. მხრცოვანი ქალბატონი, სოფელ სანახშირეში ცხოვრობს.  100 წელი  მას  2017 წლის 17 ნოემბერს შეუსრულდა.  თამარ მშვენიერაძეს 4 შვილი, 13 შვილიშვილი, 25 შვილთაშვილი და 18 შვილთაშვილისშვილი ჰყავს. 

 

16-11-2017, 15:58  - ზაქარიაძის ქუჩაზე ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო


ინფრასტრუქტურულ პროექტთა შორის,  გზების, სკვერებისა და  საფეხბურთო მოედნების კეთილმოწყობის  გარდა, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების  სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მიმდინარეობს. ზაქარიაძის ქუჩაზე ორი  კორპუსის ფასადი მოწესრიგდება და შეიღებება.   N2 და N 24  – ში მდებარე სახლების ფასადების აღდგენა უკვე დაიწყო. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 83 000 ლარია. გამგეობის დაკვეთით პროექტზე შპს „აკაია“ მუშაობს. გარდა აღნიშნულისა, დაგეგმილია ასევე სტაროსელსკისა და ჭანტურიას დამაკავშირებელი გვირაბის რეაბილიტაციაც.

 

 

14-11-2017, 15:50  - კახაბერ მახათაზემ პირველი სამუშაო დღე ქველმოქმედებით დაიწყო


ახლადარჩეულმა მერმა, კახაბერ მახათაძემ,პირველი სამუშაო დღე, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონახულებით დაიწყო.   პირადი დანაზოგით, მატერიალურად შეჭირვებულ ოჯახებს, მუნიციპალიტეტის მერმა საკვები პროდუქტები მიუტანა. კახაბერ მახათაძე უმწეო ოჯახებს მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელთან, ტარიელ თუთარაშვილთან ერთად სტუმრობდა. 

 

14-11-2017, 12:32  - „ქალები სამართლიანობისათვის“ – ტრენინგები მუნიციპალიტეტში


სოფლად მცხოვრები ქალების საზოგადოებრივ  – ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩართვის თვალსაზრისით, არასამთავრობო ორგანიზამ „ქალები სამართლიანობისათვის“ მუნიციპალიტეტში ტრენინგები გამართა. საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ტრენინგები სხვადასხვა თემებზე „ქალთა ლიდერობა, ეფექტური კომუნიკაციები და უნარ – ჩვევები“;  „საარჩევნო სისტემები, ადგილობრივი თვითმმართველობები“. პროექტი „ გენდერი და არჩევნები რეგიონებში“ გერმანული პოლიტიკური ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ტრენინგები იმერეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში ზესტაფონში, ბაღდადში და ტყიბულში ჩატარდა.

 
>