By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

2-11-2017, 17:41  - კვალითის დასახლებაში სკვერის რეკონსტრუქცია დაიწყო


მელქაძის ქუჩის სკვერის რეკონსტრუქციაზე 110837 ლარი დაიხარჯება. კვალითის დასახლებაში არსებული სკვერის კეთილმოწყობის  სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით ახალი სივრე  დეკორატიული ფილებით მოეწყობა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის დეკორატიული მცენარეები. დამონტაჟდება განათების სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალიტეტის დაკვეთით შპს „ანტურაჟი“ აწარმოებს. მშენებელმა ორგანიზაციამ ნაკისრი ვალდებულების პირობებში სკვერის მოწყობა ნოემბრის თვის ბოლომდე უნდა უზრუნველყოს.  მუნიციპალიტეტი მიმდინარე წლის ბოლომდე სამი სკვერის კეთილმოწყობას განახორციელებს.  მათ შორის სრულიად ახალი, დასასვენებელი სივრცე მოეწყობა ე. წ. მამუკა ასლანიკაშვილის სანაპიროზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.  

 

 

 

1-11-2017, 13:08  - მეგობრობის ქუჩაზე ახალი სკვერი მოეწყო


ქალაქს კიდევ ერთი დასასვენებელი ადგილი შეემატა.  მეგობრობის ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები  დასრულებულია. პროექტის ფარგლებში  სკვერის ტერიტორიაზე დაიგო დეკორატიული ფილები, დამონტაჟდა განათების სისტემა, განთავსდა  სკამები. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის მოსაწყობად  ადგილობრივი ბიუჯეტიდან 42850 ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს მუნიციპალიტეტის დაკვეთით „ქართუმშენი“ აწარმოებდა. მიმდინარე წლის ბოლომდე ქალაქის სხვადასხვა მისამართზე სამი სკვერის მოწყობა იგეგმება. მათ შორის სრულიად ახალი, დასასვენებელი სივრცე მოეწყობა ე. წ. მამუკა ასლანიკაშვილის სანაპიროზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.  კვალითის დასახლებაში კი არსებული სკვერების რეკონსტრუქცია მოხდება.

 

27-10-2017, 15:14  - ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა კვალითის დასახლებაში


კვალითის დასახლებაში  ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა – რეაბილიტაცია  მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა, სანიაღვრე სისტემის მოწყობა, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწესრიგება,  დეკორატიული განათების  სისტემის დამონტაჟება, სკვერების მოწყობა –  რეაბილიტაცია.  მიმდინარე წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტი კვალითის დასახლებაში ყველა ამ პროექტს განახორციელებს.  ახალი პროექტის მიხედვით უკვე დასრულდა მაღლაკელიძის ქუჩაზე მდებარე სტადიონის მოწყობა.  დასახლებაში ახლა  კეკელიძის ქუჩის საავტომობილო გზის (მარცხენა მხარე) რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის მიერ არის დაფინანსებული, რომლის ღირებულება 104 583 ლარს შეადგენს.  მას შემდეგ რაც სანიაღვრე არხის მოწყობა დასრულდება, კეთილმოეწყობა ბორდიურები და ტროტუარები, გარე განათების სისტემა. სამუშაოებს  შპს „ბორანი“ აწარმოებს.

 

26-10-2017, 13:09  - 2017 წელს ოთხი სტადიონის რეაბილიტაცია განხორციელდა


2017 წელს მუნიციპალიტეტში ოთხი საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია მოხდა. კეთილმოეწყო გორგასალის და აღმაშენებლის ქუჩებზე მდებარე სპორტული მოედნები. სტადიონების აღდგენა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. გორგასლის ქუჩის სტადიონის კეთილმოწყობა 28310 ლარი, ხოლო აღმაშენებლის ქუჩის მოედნის რეაბილიტაცია 17677 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წელს ლაღიძის ქუჩაზე ახალი ხელოვნურსაფარიანი მოედანი აიგო. რეაბილიტაცია ჩაუტარდა კვალითის დასახლებაში, მაღლაკელიძის ქუჩაზე მდებარე სტადიონს. პროექტების ფინანსური უზრუნველყოფა რეგიონული განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. ლაღიძის ქუჩის ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნის აგებაზე 53717 ლარი, მაღლაკელიძის ქუჩის რეაბილიტაციაზე კი 40547 ლარი დაიხარჯა.

 

24-10-2017, 16:11  - მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია დასრულების სტადიაშია


მუნიციპალიტეტში გზების  ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დასრულების სტადიაშია.  რეაბილიტაცია მიმდინარე წელს   როგორც სოფლის, ასევე ქალაქის შიდა საუბნო გზებზე  განხორციელდა.  პროექტის ფარგლებში  ბეტონის საფარი დაიგო 9 ძმის ქუჩაზე, ქ. წამებულისა და 300 არაგველის ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთზე, ზაქარიაძის პირველ ჩიხში, ათონელების ქ. პირველ შესახვევში, ზაპოროჟიეს ქ. მეორე შესახვევში, ზედა საქარის, ქვედა საქარის, ცხრაწყაროს, პირველი სვირის, სანახშირის და  შროშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.   სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით   120510  ლარს შეადგენს.   პროექტის მიხედვით, მზა სასაქონლო ბეტონი   შიდა საუბნო გზების მოსაწყობად ნაწილდება და ადგილობრივები მის დაგებას საკუთარი ძალებით ახდენენ.   ბეტონის შეზიდვას კონკრეტულ უბნებზე  ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „ალპედე“ ახორციელებს.  

 

19-10-2017, 12:36  - ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი ასლანიკაშვილის სანაპიროზე


მამუკა ასლანიკაშვილის სანაპიროზე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე  ავტოსაგზაო მარეგულირებელი წრე, გამყოფი ზოლი და სკვერი მოეწყობა. დაგეგმილია  განათების სისტემის დამონტაჟება. სკვერი ასევე სხვადასხვა სახეობის დეკორატიული მცენარეებით გამწვანდება, განთავსდება  სკამები. პროექტი 186 979 ლარით არის დაფინანსებული. კეთილმოწყობის სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის თანადაფინანსებას ახდენს მუნიციპალიტეტი. ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს „ანტუ რაჟი“ ახორციელებს. 2017 წლის ინფრასტრუქტურულ  პროექტებზე მუშაობა მუნიციპალიტეტში ერთდროულად რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს.   მათ შორისაა  ზაქარიაძის ქუჩაზე (ცენტრალური ხიდიდან – ჩხეიძის ქუჩის ასახვევამდე) ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობა, ქალაქის ცენტრალური შემოსასვლელის (დასავლეთის მიმართულებით)ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გამყოფი ზილისა და მარეგულირებელი წრის მოწყობა.  

 

 

 

 

17-10-2017, 17:02  - მსოფლიო ჩემპიონებს ცენტრალურ მოედანზე შეხვედრა მოუწყვეს


მსოფლიო ჩემპიონები ჭიდაობა სამბოში გაგა ბახტიძე და გოგა ვარდოსანიძე მშობლიურ ქალაქში დღეს დაბრუნდნენ. ჩემპიონატიდან დაბრუნებულ სპორტსმენებს  ცენტრალურ მოედანზე მუნიციპალიტეტის გამგებელი, მწვრთნელები, გულშემატკივრები და რიგითი ზესტაფონელები დახვდნენ. ტარიელ თუთარაშვილმა გაგა ბახტიძეს და გოგა ვარდოსანიძეს მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა და   თითოეული ზესტაფონელის სახელით მადლობა გადაუხადა. გაგა ბახტიძე და გოგა ვარდოსანიძე  სერბეთში გამართულ ჭაბუკთა და ახალგაზრდათა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობდნენ.  მოჭიდავეება მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი მოიპოვეს და საქართველოში ოქროს მედლებით დაბრუნდნენ. 

 

16-10-2017, 17:11  - ზესტაფონმა ქალაქის ტრადიციული დღესასწაული აღნიშნა


ზესტაფონმა ქალაქის ტრადიციული დღესასწაული აღნიშნა. ზესტაფონქალაქობის მთავარი გზავნილი  იმერული კოლორიტის და ტრადიციების გამომზიურება იყო. მასობრივი ღონისძიებები 14 – საათიდან გაიხსნა. ჩატარდა ღვინის ტრადიციული ფესტივალი, რომელიც იმერული ღვინის პოპულარიზაციას და საუკეთესო ღვინის მწარმოებელთა შერჩევას  ემსახურება. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებმაც მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაწესებული ფულადი პრიზები მიიღეს. პირველი ადგილი  და 700 ლარი ფესტივალზე (თეთრი ღვინო) ზვიად ხუსკივაძემ აიღო.  შავი ღვინის საუკეთესო მწარმოებლად კი ალექსანდრე ოდიკაძე დასახელდა.  საიუბილეო დღეების ფარგლებში „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ სტატუსი ლია ფცქიალაძეს, ციცო ჩინჩალაძეს, გიორგი ბურჯანაძეს, ანზორ სალაძეს და ბეჟან წაქაძეს მიენიჭა. „ზესტაფონის საპატიო მოქალაქეები“ მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ და მოადგილეებმა გერონტი დევდარიანმა და ნიკოლოზ კრავეიშვილმა დააჯილდოვეს.

 

 

 

14-10-2017, 19:47  - „სულიკო 2017“ – ის გრან – პრი თიკო ჯანიაშვილმა აიღო


„სულიკო 2017“ – ი უკვე ისტორიის კუთვნილება გახდა. ვარინკა წერეთლის მშობლიურ მხარეში, ცხრაწყაროს ღია თეატრონზე დღეს ისევ უხმობდნენ სულიკოს. ლირიული სიმღერების ფესტივალში მონაწილეობას იმერეთის რეგიონის მუსიკალური კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ. „ვარინკობა 2017“ – ის გამარჯვებული და ფესტივალის გრან –პრის მფლობელი ჟიურის გადაწყვეტილებით, ხარაგაულის ინდივიდუალური შემსრულებელი, თიკო ჯანიაშვილი გახდა. გამარჯვებულს სპეციალური პრიზი და მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო 900 ლარი, გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა გადასცა. პირველი ადგილი და ფულადი პრიზი 800 ლარი, ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრის ანსამბლმა „ბერმუხამ“ აიღო. მეორე ადგილი ბაღდადის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ვოკალურ ტრიოს „იმერეთს“ ერგო. მათ ასევე ფულადი პრიზი, 700 ლარი მიიღეს. ჟიურის გადაწყვეტილებით მესამე ადგილი და ფულადი პრიზი 600 ლარი, თერჯოლის ქალთა ანსამბლს „იამე“ – ს ხვდა წილად. ფესტივალის დასრულების შემდეგ, ყველამ ერთად შეასრულა უკვდავი მელოდია სულიკო. 

 

13-10-2017, 19:26  - სპორტის სასახლეში საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა ფარიკაობაში


სპორტის სასახლეში სიმონ საყვარელიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა ფარიკაობაში. ტურნირს უკვე მეხუთედ მასპინძლობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტი. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას  ქალაქ თბილისის, რუსთავის,იმერეთისა და   აჭარის რეგიონების 100 – მდე წარმომადგენელი იღებს სხვადასვა ასაკობრივ კატეგორიაში. ჩემპიონატის პირველი დღე ხმლით მოფარიკავეთა ორთაბრძოლებს დაეთმო.  14 ოქტომბერს ტურნირში რაპირით მოფარიკავეები, ხოლო 15 ოქტომბერს  ჩემპიონატში მონაწილეობას დაშნით მოფარიკავეები მიიღებენ. სიმონ საყვარელიძე ზესტაფონის მკვიდრი გახლდათ.  მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ზესტაფონში, ფარიკაობის სკოლის დაფუძნებაში. ის გახლდათ დამსახურებული მწვრთნელი. მის სასპორტო მოღვაწეობასთან მრავალი საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონისა  და პრიზიორის   აღზრდაა დაკავშირებული.

 
>