By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

4-08-2017, 17:28  - თავდაცვის მინისტრი ავღანეთში გარდაცვლილი სამხედროს ოჯახში მივიდა


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახში მივიდა. მინისტრმა გარდაცვლილი სერჟანტის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც მიუსამძიმრეს. როგორც ლევან იზორიამ განაცხადა მდინარი ბებიაშვილს საქართველოში 6 აგვისტოს ჩამოასვენებენ. თავდაცვის მინისტრმა კომენტირებისასა აღნიშნა, რომ ნატოს ხელმძღვანელმა პირებმა ალიანსის სახელით სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს, თავდაცვის სამინისტროსა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს. 

 

4-08-2017, 13:44  - ადგილობრივი თვითმმართველობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში დაღუპული ზესტაფონელი სამხედრო მოსამსახურის გამო


ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში  ზესტაფონელი სამხედრო მოსამსახურის მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს. უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა, რომლის პატრულირებას უმცროსი სერჟანტი ამერიკელ და ადგილობრივ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ახორციელებდა.  უმცროსი სერჟანტი   ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF)  მისიაში ორჯერ 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა.მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“. 

 

3-08-2017, 13:02  - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა ეტლები მიიღეს


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა ეტლები მიიღეს. საცხოვრებელ მისამართზე 16  ეტლი მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ და გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ მიიტანეს. პროექტი საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ –  მიერ ხორციელდება. პროექტში  აქტიურადაა ჩართული მუნიციპალიტეტი. თვითმმართველობის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ორგანიზაცია ეტაპობრივად ახორციელებს ეტლების უფასოდ დარიგების პროცესს. პროექტის ფარგლებში ამჯერადაც მაჟორიტარმა დეპუტატმა და მუნიციპალიტეტმა, ეტლების დარიგების პროცესი საკუთარი ძალებით განახორციელეს.

 

 

 

1-08-2017, 16:47  - ზესტაფონში კიდევ ერთი ხიდი განახლდება


ზესტაფონი – სადგურ სვირი – როდინაულის დამაკავშირებლ საავტომობილო ხიდს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება. პროექტის მიხედვით არსებულ კონსტრუქციაზე არმირებული ბეტონის საფარი მოეწყობა და მოხდება მისი ასფალტირება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „საქმილსადენმშენი“ აწარმოებს. პროექტის ფინანსურ უზრუნველყოფას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. საავტომობილო ხიდის სიგრძე 197 მეტრია, სავალი ნაწილის მოცულობა კი 4 მ და 70 სმ შეადგენს. გარდა იმისა, რომ საავტომობილო ხიდი რამდენიმე სოფელს აკავშირებს ერთმანეთთან, ხიდზე ასევე წყალგამტარი მილიც გადის. მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი და გამგებლის მოადგილე ნიკოლოზ კრავეიშვილი ადგილზე გაეცვნენ და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან მიიღეს.  

 

1-08-2017, 10:07  - ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზესტაფონში რეაბილიტირებული გზა დაათვალიერა


 ჩხეიძის მე – 5 შესახვევის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები   რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაათვალიერა. ქუჩის 950 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტო – ბეტონის საფარი მოეწყო.  პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 200 000  ლარით განისაზღვრა. ჩხეიძის ქუჩის მე – 5 შესახვევში საგზაო ინფრასტრუქტურა თითქმის 30 წელზე მეტია არ მოწესრიგებულა. რეაბილიტირებული გზით სარგებლობას ზესტაფონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 20 ათასზე მეტი მაცხოვრებელი შეძლებს.

 

 

 

31-07-2017, 14:28  - „ღირსეული პარტნიორი 2017“ – ის სამხედრო ტექნიკა ზესტაფონში


ღირსეული პარტნიორი 2017“ – ში მონაწილე ამერიკული ტექნიკის დემონსტრირება დღეს ზესტაფონში შედგა. ამერიკული ჯავშანტექნიკის სტრაიკერები დროებით ცენტრალურ მოედანზე  შეჩერდნენ. სამხედრო ტექნიკის დათვალიერების შესაძლებლობა ყველას ჰქონდა.   ფართომასშტაბიანი საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“  საქართველოში ოფიციალურად 30 ივლისს გაიხსნა.  სწავლება საქართველოში წელს უკვე მესამედ იმართება. წელს ის უფრო ფართომასშტაბიანი იქნება. სწავლებაში მონაწილეობას ნატო– ს წევრი პარტნიორი 8 ქვეყანა  და 2800 – ზე მეტი სამხედრო მიიღებს. 

 

27-07-2017, 19:13  - ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი ზესტაფონში


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა  ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტის გამგებელთან და გამგებლის მოადგილესთან ერთად დაათვალიერეს. მონიტორინგის ფარგლებში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს სოფელ როდინაულში, სოფელ ტაბაკინში, ზედა საქარაში, სოფელ კვალითში, მაზნიაშვილისა და ცოტნეს ქუჩებზე ადგილზე გაეცვნენ. გზების კეთილმოწყობას მუნიციპალიტეტი ერთდროულად რამდენიმე მისამართზე ახორციელებს. წლის ბოლომდე 20 – ზე მეტი საავტომობილო გზის აღდგენა იგეგმება. 

 

25-07-2017, 17:35  - ბატონიშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობა დაიწყო


ვახუშტი ბატონიშვილის ქუჩაზე მუნიციპალიტეტი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა ქუჩის 1კმ 500 მ. მონაკვეთზე მიმდინარეობს. ქალაქის ერთ – ერთ ცენტრალურ ქუჩაზე უკვე ასფალტის საფარის მოწყობის პროცესი დაიწყო.  საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები რეგიონული  განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 398 400 ლარს შეადგენს.სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შპს „ბორანი“ ახორციელებს.  საავტომობილო გზების აღდგენა ამჟამად ქალაქის რამდენიმე უბანსა და სოფელში მიმდინარეობს. წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენას  20 – ზე მეტ მისამართზე განახორციელებს.   

 

21-07-2017, 17:22  - 24 ივლისს ელექტროენერგია მომხმარებლებს შეზღუდვით მიეწოდებათ


24 ივლისს 10 : 30 – დან 18 : 00 საათამდე ენერგო – პრო ჯორჯიას ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და ტექნიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება წერეთლის, აღმაშენებლის, რობაქიძის ქუჩებს.  დენის მიწოდება ასევე შეეზღუდებათ შემდეგ სოფლებს: სასახლე; შიმშილაქედი; საზანო;  10 : 00 და 16 : 00 საათზე რამდენიმე წუთით ელექტროენერგია გაეთიშება დაახლოებით 2700 აბონენტს შროშაში, დილიკაურში, ბოსლევში და მის მიმდებარე სოფელბში. სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებლებს ენერგომომარაგება შვეულ რეჟიმში აღუდგებათ.

 

 

 

18-07-2017, 19:44  - ზესტაფონში ცურვის ფესტივალი გაიმართა


მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ზესტაფონში ცურვის ფესტივალი გაიმართა. მოყვარულ მოცურავეთა ფესტივალს შპს „ბლექსის“ საცურაო კომპლექსი მასპინძლობდა. ღონისძიებაში მონაწილეობას სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლები იღებდნენ. ფესტივალი მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და იმერეთის მხარის ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა. სპორტულ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე, გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძე და თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ადევნებდნენ თვალყურს. მათ დაჯილდოვების ცერემონიაშიც მიიღეს მონაწილეობა. ოლიმპიური კომიტეტის სერთიფიკატები და ჯილდოები მონაწილეებს იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რევაზ რობაქიძემაც გადასცა. ცურვის ფესტივალს შესაძლოა ამიერიდან ტრადიციული ხასიათი მიეცეს, ამის შესახებ დღეს ოლიმპიური კომიტეტისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

 
>