By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

19-04-2017, 15:55  - 22 აპრილს ზესტაფონში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება


22 აპრილს  მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება. გამოკვლევებს კლინიკა „ლანცეტის“ სხვადასხვა პროფილის მედიკოსები (თერაპევტი; კარდიოლოგი; ექთან – ოფთალმოლოგი; ქირურგი; მეან – გინეკოლოგი; მამოლოგი; ოტორინოლარინგოლოგი; ტრავმატოლოგი; უროლოგი; ენდოკრინოლოგი; ექოსკოპისტი; ტრავმატოლოგი) გამართავენ. კლინიკის ექიმები სამედიცინო მომსახურეობას მოქალაქეებს  „კათარზისის“ ოფისში გაუწევენ. 

 

13-04-2017, 19:27  - შალვა კიკნაველიძემ სოციალურად დაუცველ ოჯახებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა


აღდგომის მოახლოებული დღესასწაული სოციალურად დაუცველ ოჯახებს მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ და გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ მიულოცა. შალვა კიკნაველიძე მათ ოჯახებში ესტუმრა და სააღდგომო საჩუქრებიც გადასცა. სასაჩუქრე ნაკრებში ტკბილეული და საკვები პროდუქტები იყო მოთავსებული. სასაჩუქრე კალათა სააღდგომოდ 60 – მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცემა. 

 

12-04-2017, 17:49  - სამხატვრო გალერეაში გამოფენა 2017 გაიხსნა


სამხატვრო გალერეაში მოსწავლეების ნახატების გამოფენა  მოეწყო. ექსპოზიციაზე 70 – მდე მოსწავლის გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარია წარმოდგენილი.  გამოფენის გახსნაზე მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, მოადგილეები გერონტი დევდარიანი და ვახტანგ ღამბაშიძე მივიდა. ისინი სამხატვრო სკოლის მოსწავლეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს მათ. გამოფენა ტრადიციულია და ის ყოველ წელს ეწყობა გალერეაში. 

 

10-04-2017, 12:44  - მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარშვილმა ლიტველი სტუმრები მიიღო


მუნიციპალიტეტში სტუმრად მყოფი ლიტველები, ზესტაფონში ვიზიტის ფარგლებში დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელს ტარიელ თუთარაშვილს შეხვდნენ. საუბარი თვითმმართველობაში არსებულ გამოწვევებს და სიახლეებს ეხებოდა, როგორც ლიტვაში, ასევე ზესტაფონში. განიხილეს სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები სხვადასხვა ფეროში. შეხვედრა ტრადიციული საჩუქრების გაცვლით დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში ასევე, ლიტვასა და საქართველოს განათლების სისტემის სამომავლო პერსპექტივებზე ზესტაფონში საერთაშორისო კონფერენციაც  გაიმართა. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციალიტველი მეგობრებისადასაქართველოს მეგობრები ქალაქ ტაურაგეშიინიციატივით განხორციელდა. ზესტაფონსა და ლიტვის ქალაქ ტაურაგეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რამდენიმე წლის წინ გაფორმდა.

 

 

 

9-04-2017, 16:24  - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს


მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა,მოადგილეებმა ნიკოლოზ კრავეიშვილმა და ვახტანგ ღამბაშიძემ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას. მათ ყვავილებით შეამკეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნის მემორიალი. ყვავილები მემორიალთან დღეს მოსწავლე – ახალგაზრდული პარლამენტის წევრებმაც მიიტანეს.  მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა სასულიერო პირებთან ერთად, 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.  მემორიალთან დღეს 9 აპრილის მოვლენების მონაწილეებიც შეიკრიბნენ.

 

7-04-2017, 15:58  - ლიტვასა და საქართველოს განათლების სისტემის სამომავლო პერსპექტივებზე ზესტაფონში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა


ლიტვასა და საქართველოს განათლების სისტების სამომავლო პერსპექტივებზე ზესტაფონში პირველად საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას ლიტვის ქალაქ ტაურაგეს სკოლამდელი და  სასკოლო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები, პედაგოგები და  განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობას  ასევე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრის და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაც იღებდა. სტუმრებმა და მასპინძლებმა ორი  ქვეყნის  საგანმანათლებლო სისტემის დღს არსებულ  მოდელზე ისაუბრეს და სამომავლო პერსპექტივები დასახეს. კონფერენციის მონაწილეებს საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე, გამგებლის მოადგილეები გერონტი დევდარიანი და ნიკოლოზ კრავეიშვილი მიესალმა.  ზესტაფონსა და ლიტვის ქალაქ ტაურაგეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რამდენიმე წლის წინ გაფორმდა. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია "ლიტველი მეგობრებისა" და "საქართველოს მოქალაქეები ქალაქ ტაურაგეში" ინიციატივით განხორციელდა.

 

6-04-2017, 16:34  - ზესტაფონში სპორტის საერთაშორისო დღე აღნიშნეს


სპორტის სხვადსხვა სახეობებში მოასპარეზე სპორტსმენებს და მწვრთნელებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტის საერთაშორისო  დღე მიულოცეს და სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს. სიგელები და საჩუქრები, სასკოლო –  სპორტული ოლიმპიადის  გამარჯვებულმა მონაწილეებმაც მიიღეს.  ღონისძიება მიხეილ სალაძის სპორტულ – გამაჯანსაღებელ ცენტრში გაიმართა. დაჯილდოვების ცერემონიას, ზესტაფონში სტუმრად მყოფი ლიტველებიც ესწრებოდნენ.

 

 

 

6-04-2017, 12:32  - გამწვანების საგაზაფხულო აქცია ზესტაფონში


მესამე დღეა ქალაქის სხვადასხვა უბნებზე ხე – მცენარეების დარგვის პროცესი მიმდინარეობს. საგაზაფხულო გამწვანების აქციის ფარგლებში 23 სახეობის  800 – მდე ნერგი მამუკა ასლანიკაშვილის სანაპიროზე, 9 აპრილის სახელობის სკვერში, აღმაშენებლის ქუჩაზე კვალითის დასახლებაში და ცენტრალურ ქუჩებზე დაირგო. ქალაქის გამწვანების პროცესში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა მიიღო. გამწვანების მასშტაბური აქცია ზესტაფონში გასულ წელ ვაკნარის ტერიტორიაზე  განხორციელდა.   

 

5-04-2017, 18:33  - ზესტაფონს ლიტვის ქალაქ ტაურაგედან დელეგაცია ესტუმრა


დღეს ზესტაფონს ლიტვის ქალაქ ტაურაგედან დელეგაცია ესტუმრა. ლიტველ სტუმრებს, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები გერონტი დევდარიანი და ნიკოლოზ კრავეიშვილი შეხვდა. მოეწყო საზეიმო ცერემონიაც. ღონისძიებაში მონაწილეობას კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი იღებდა. ვიზიტის ფარგლებში 7 აპრილს მუნიციპალიტეტში საერთაშორისო კონფერენცია მოეწყობა. კონფერენციის თემა, ლიტვასა და საქართველოს განათლების სისტემის სპეციფიკა და სამომავლო ურთიერთობები იქნება. ზესტაფონსა და ლიტვის ქალაქ ტაურაგეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რამდენიმე წლის წინ გაფორმდა. 

 

5-04-2017, 17:32  - მეორე სვირში საზოგადოებრივი მომსახურეობის ცენტრი გაიხსნება


ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი საზოგადოებრივი მომსახურეობის ცენტრი გაიხსნება.  შორაპნის შემდეგ, რიგით მეორე ცენტრი მეორე სვირში ამოქმედდება.  200 – ზე მეტი მომსახურეობის მიღება საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით, როგორც სვირის, ისე მის მიმდებარე სოფლებს შეეძლება. 

 
>