By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

4-06-2017, 13:48  - აღმაშენებლისა და რუსთაველის შემაერთებელ გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო


აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩების შემაერთებელ მონაკვეთზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 28442 ლარს შეადგებს. გზის ასფალტირების სამუშაოებს შპს „ბორანი“ ახორციელებს.  2017 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე  7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მათ შორისაა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა, საყრდენი კედლებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია, სკვერებისა და ღამის განათებების მოწყობა.   2017  წელს  მუნიციპალიტეტში 17 – მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

 

2-06-2017, 16:30  - 1 ივნისი ზესტაფონში თეატრალური და გასართობი პროგრამით აღინიშნა


1 ივნისის ღონისძიებები მუნიციპალიტეტში  სხვადასხვა შინაარსის გასართობი პროგრამით აღინიშნა. ბავშვთა დაცვის დღე ასფალტზე  ხატვით დაიწყო. ღონისძიებაში მონაწილეობას სხვადასხვა ასაკის მოზარდები იღებდნენ. გამორჩეული ნახატის ავტორებს, გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ სიგელები გადასცა.  ზესტაფონელმა თეატრალებმა  კი პატარები  ზღაპრების სამყაროში ამოგზაურეს და მათთვის კარგად ნაცნობი პერსონაჟები განასახიერეს. 1 ივნისი აღნიშნა მეექვსე საბავშვო ბაღმაც.  ღონისძიებები უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლით დასრულდა. მსახიობებმა „გოგონა  და ჯადოქარი“ წარმოადგინეს.

 

1-06-2017, 11:44  - მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა


საკრებულომ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად 25326  ლარი სოფელ განთიადში ორი ხიდის მოწყობაზე დაიხარჯება. მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლის სახურავის რეაბილიტაცია 59863  ლარით დაფინანსდება.  სიმონ საყვარელიძის სახელობის სპორტული სკოლის სახურავის რეაბილიტაციისთვის 21233  განსაზღვრული. დაგეგმილია ასევე ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობის კეთილმოწყობა. სოფელ კინოთში ჭის მოწყობა.  დეპუტატებმა სხდომაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნას უყარეს კენჭი. საბჭო მსგავსი კატეგორიის პირთა საჭიროებებსა და პრიორირეტული საკითხებზე იმუშავებს მუნიციპალიტეტში. საბჭოს შემადგენლობა  თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების,   პარაოლიმპიელებითა და შშმ პირებით   დაკომპლექტდება.

 

31-05-2017, 17:43  - თამბაქოსთან ბრძოლის დღეს ზესტაფონიც შეუერთდა


„მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ ქვეყნის მასშტაბით გამართულ ღონისძიებებს ზესტაფონიც შეუერთდა. მოსწავლე – ახალგაზრდული პარლამენტის წევრებმა თამბაქოს მავნე ზეგავლენასა და მისგან გამოწვეულ რისკებზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. თამბაქოს მავნებლობაზე ახალგაზრდა პარლამენტარებს საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მანანა ცქიტიშვილიც ესაუბრა. ღონისძიებაში მონაწილეობას გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძეც იღებდა. მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ანსამბლეის გადაწყვეტილებით  1987 წლიდან აღნიშნავს.

 

31-05-2017, 11:13  - მუნიციპალიტეტის სოციალურ პროგრამებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების პროგრამა დაემატა


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების პროგრამაში 2017 წლიდან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფინანსური დახმარების პროგრამა ამოქმედდა. ფინანსური დახმარება ( წლის განმავლობაში ერთჯერ, 200 ლარის ოდენობით ) გაიცემა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,  მსხვერპლის სტატუსი განესაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის  ან / და სასამართლოს ან / და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის ) მიერ, სტატუსის მინიჭების შემდგომ, აღნიშნული კატეგორიაზე გაიცემა ერთჯერადად 200 ლარი.  დახმარების მისაღებად მოქალაქემ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; საბანკ ანგარიში; განცხადებაში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ შესაბამისი სტატუსის მქონე პირებს უკვე გაეწიათ დახმარება.

 

 

 

29-05-2017, 15:36  - მუნიციპალიტეტის ორგანიზებით სპორტული ღონისძიება „ჩვენ თანასწორნი ვართ“ მოეწყო


 

 გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით სპორტული ღონისძიება „ჩვენ თანასწორნი ვართ“ მოეწყო. სპორტული აქტივობა ამჯერად კალათბურთში ჩატარდა, სადაც მონაწილეობას მოსწავლე – ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლები იღებდნენ. შეჯიბრი გოგონებსა და ვაჟებს შორის გაიმართა. გამარჯვების მოპოვება მცირე უპირატესობით ვაჟებმა მოახერხეს. ღონისძიების მონაწილეებს გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძე და თანაშემწე გენდერის საკითხებში ნინო ნიკაჭაძე მიესალმა. მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით სპორტული აქტივობის მონაწილეებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს. გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტი სოციალური, კულტურული და სპორტული ხასიათის ღონისძიებებს ახორციელებს. 

 

27-05-2017, 23:02  - აქციას „ღამე მუზეუმში“ ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიც შეუერთდა


აქციასმოდი ღამე მუზეუმშიზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიც შეუერთდა. გარდა იმისა, რომ მუზეუმის კარი ღია იყო  დამთვალიერებლებისთვის, საღამოს 19 : 00 საათიდან  ღია ცის ქვეშ კონცერტი მოეწყო.  ღონისძიებაში მონაწილეობას სხვადასხვა მუსიკალური კოლექტივები, ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ. საკონცერტი პროგრამა ვოკალურინსტრუმენტულმა ანსამბლმასტიქია“ – დახურა. აქციაღამე  მუზეუმშისაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით 2015 წლიდან დამკვიდრდა. „ღამე მუზეუმშიაქციას ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობის წრმომადგენლებიც შეუერთდნენ

 

26-05-2017, 16:41  - საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები კონცერტით გაგრძელდა


ვოკალურ – ინსტრუმენტული ანსამბლი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს საათნახევრიანი საკონცერტო პროგრამით შეუერთდა.  მუსიკოსებმა შეკრებილ საზოგადოებას ქვეყნის ისტორიაში ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი, დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და საკუთარი რეპერტუარიდან  ქართული და უცხოური ჰიტები წარმოადგინეს. ღონისძიება მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის წინ, საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე მიმდინარეობდა.  კონცერტს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  ვოკალურ – ინსტრუმენტული ანსამბლი კულტურისა და შემოქმედების ცენტრის ბაზაზე, რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა. 

 

26-05-2017, 15:39  - წლის ფალავნის ტიტული ზედიზედ მეორედ ფრიდონ შარიქაძემ მოიპოვა


საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სპორტული ღონისძიებით დაიწყო. სიმონ საყვარელიძის სახელობის სასპორტო სკოლაში ღია პირველობა მოეწყო ქართულ ჭიდაობაში. ფალავნის ტიტულის მოსაპოვებლად  გამართულ ორთაბრძოლებში მონაწილეობას 45 მოჭიდავე იღებდა. ფინალური ტური  ფრიდონ შარიქაძესა და გაგა ბახტიძეს  შორის შედგა.  ფრიდონ შარიქაძემ გასული წლის ფალავნის ტიტული არც ამჯერად დათმო და უკვე მეორედ ტურნირის გამარჯვებული გახდა.  სპორტულ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, მოადგილეები გერონტი დევდარიანი და ვახტანგ ღამბაძიძე ესწრებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტსმენებს და შეკრებილ საზოგადოებას, დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და დაჯილდოვების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. 

 

25-05-2017, 17:41  - 26 მაისის ღონისძიებების აღნიშვნა დაიწყო


საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების აღნიშვნა დაიწყო. კულტურულ ღონისძიებათა პროგრამა  კულტურისა და შემოქმედების ცენტრმა  გახსნა. სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა  „ზესტაფონმა’“  ეროვნული ქორეოგრაფიული ნომრებისა და სიმღერების სინთეზი წარმოადგინა. საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობას ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ჯავარდენიც“  იღებდა.

26 მაისის ღონისძიებები ხვალ 12 საათიდან განახლდება. კულტურისა და დასვენების პარკში  ღია ფალავნობა მოეწყობა  ქართულ ჭიდაობაში.

12 : 30 წუთზე მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის  წინ  დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ჩატარდება ზესტაფონის ვოკალურ – ინსტრუმენტული ანსამბლის მონაწილეობით.

 

 

 
>