By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

6-07-2014, 18:10  - ანსამბლ ,,ძმების კონცერტი


ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა მე–2 საჯარო სკოლასთან არსებულ ბავშვთა სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ძმების,, კონცერტი.საღამოს მსახიობი ბადრი ტაბატაძე უძღვებოდა.

 

1-06-2014, 14:38  - 1 ივნისისადმი მიძღვნილი კონცერტი ზესტაფონში


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლებისა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ინიციატივით ქალაქის ცენტრალურ პარკში ბავშვებისათვის კონცერტი ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა ზესტაფონის საჯარო სკოლების მეოთხე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. კონცერტის პარალელურად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით კონკურსი ჩატარდა ასფალტზე ხატვაში. გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

 

28-05-2014, 10:26  - ,,DARK CLOUD,, ის კონცერტები ზესტაფონში.


გრძელდება ,,DARK CLOUD,,ის კონცერტები ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.ამჯერად ანსამბლმა ახალგაზრდებს თავიანთი შემოქმედება შორაპნის თემის ხელოვნურსაფარიან მოედანზე წარუდგინა.როგორც შოუს ორგანიზატორი ჩვენთან საუბარში განმარტავს კონცერტები კვლავ გაგრძელდება და დასკვნით კონცერტს ისინი მიხეილ სალაძის სახელობის სპორტის სასახლეში გამართავენ.

 

21-05-2014, 13:20  - "მე იმედის გმირი"


20 მაისს ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა ღირსების ორდენის კავალერ, გენერალ, პროფესორ, აკადემიკოს და იმედის გმირ ნუცა არდაშელიას ახალი წიგნის "მე იმედის გმირი"–პრეზენტაცია. მოწვეულთა შორის იყვნენ: ციალა მესხია–პროფესორი, დაზმირ ჯოჯუა–პროფესორი, ჯემალ გამახარია–პროფესორი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ზესტაფონის ინტელიგენცია, ქალბატონ ნუცას სტუდენტები და სხვა ცნობილი ადამიანები.
 

7-05-2014, 18:29  - არგვეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის გაწმენდითი სამუშაოები.


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურმა (ხელმძღვანელი ხათუნა ასათიანი, მთ. სპეციალისტი გოგი ვარდოსანიძე) საინტერესო და ამავე დროს საჭირო წამოწყებას ჩაუყარეს საფუძველი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა (ეკლ;ესია–მონასტრები, ციხე–სიმაგრეები, ხიდები და ა.შ.) გაწმენდისა და მოვლა–პატრონობის მიზნით.

 

1-05-2014, 23:43  - ,,ორერას“ საიუბილეო კონცერტი


ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა ანსამბლ ,,ორერას" 50 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო კონცერტი. კონცერტის ორგანიზატორი იყო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახური.

 

30-04-2014, 11:49  - ,,ორერას“ საიუბილეო კონცერტი


ა.წ. 1 მაისს 18 საათზე, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება ანსამბლ ,,ორერას" 50 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო კონცერტი. ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში. გთხოვთ, მობრძანდით.

 

28-04-2014, 19:27  - ბიბლიოთეკის კვირეული ზესტაფონში


დღეს, ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკის კვირეული გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში თავისუფალი სკოლის ლიტერატურული კლუბის წევრებმა გურამ რჩეულიშვილის ხსოვნის საღამო აღნიშნეს. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ხვიჩა გუმბერიძე და განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ხათუნა ასათიანი დაესწრნენ. საღამოს ორგანიზატორები იყვნენ საქალაქო ბიბლიოთეკა და თავისუფალი სკოლის პედაგოგი ქეთევან კვესიტაძე.

 

26-04-2014, 19:08  - გოჩა შალამბერიძის სახელობის ქორეოგრაფიული ფესტივალი გაიმართა.


უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გოჩა შალამბერიძის სახელობის ქორეოგრაფიული ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში 
მონაწილეობა იმერეთის შვიდმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა მიიღო. 
 

25-04-2014, 18:04  - ტრენინგები მუსიკის პედაგოგებისათვის


ზესტაფონის სამუსიკო სკოლაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი ტრენინგები ჩატარდა. აღნიშნული ტრენინგები, რეგიონში მოღვაწე მუსიკის პედაგოგებისათვის, სპეციალურად მოწვეულმა ცნობილმა პროფესორებმა გამართეს. პედაგოგებმა გადამზადება ძირითადად 4 შერჩეულ საგანში გაიარეს. ტრენინგი რამოდენიმე ეტაპისაგან შედგება და მომავალში კვლავ გაგრძელდება.

 
უკან შემდეგი
>