By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

გუშინ, 17:11  - ზესტაფონმა ქალაქის ტრადიციული დღესასწაული აღნიშნა


ზესტაფონმა ქალაქის ტრადიციული დღესასწაული აღნიშნა. ზესტაფონქალაქობის მთავარი გზავნილი  იმერული კოლორიტის და ტრადიციების გამომზიურება იყო. მასობრივი ღონისძიებები 14 – საათიდან გაიხსნა. ჩატარდა ღვინის ტრადიციული ფესტივალი, რომელიც იმერული ღვინის პოპულარიზაციას და საუკეთესო ღვინის მწარმოებელთა შერჩევას  ემსახურება. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებმაც მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაწესებული ფულადი პრიზები მიიღეს. პირველი ადგილი  და 700 ლარი ფესტივალზე (თეთრი ღვინო) ზვიად ხუსკივაძემ აიღო.  შავი ღვინის საუკეთესო მწარმოებლად კი ალექსანდრე ოდიკაძე დასახელდა.  საიუბილეო დღეების ფარგლებში „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ სტატუსი ლია ფცქიალაძეს, ციცო ჩინჩალაძეს, გიორგი ბურჯანაძეს, ანზორ სალაძეს და ბეჟან წაქაძეს მიენიჭა. „ზესტაფონის საპატიო მოქალაქეები“ მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ და მოადგილეებმა გერონტი დევდარიანმა და ნიკოლოზ კრავეიშვილმა დააჯილდოვეს.

 

 

 

14-10-2017, 19:47  - „სულიკო 2017“ – ის გრან – პრი თიკო ჯანიაშვილმა აიღო


„სულიკო 2017“ – ი უკვე ისტორიის კუთვნილება გახდა. ვარინკა წერეთლის მშობლიურ მხარეში, ცხრაწყაროს ღია თეატრონზე დღეს ისევ უხმობდნენ სულიკოს. ლირიული სიმღერების ფესტივალში მონაწილეობას იმერეთის რეგიონის მუსიკალური კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ. „ვარინკობა 2017“ – ის გამარჯვებული და ფესტივალის გრან –პრის მფლობელი ჟიურის გადაწყვეტილებით, ხარაგაულის ინდივიდუალური შემსრულებელი, თიკო ჯანიაშვილი გახდა. გამარჯვებულს სპეციალური პრიზი და მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო 900 ლარი, გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა გადასცა. პირველი ადგილი და ფულადი პრიზი 800 ლარი, ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრის ანსამბლმა „ბერმუხამ“ აიღო. მეორე ადგილი ბაღდადის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ვოკალურ ტრიოს „იმერეთს“ ერგო. მათ ასევე ფულადი პრიზი, 700 ლარი მიიღეს. ჟიურის გადაწყვეტილებით მესამე ადგილი და ფულადი პრიზი 600 ლარი, თერჯოლის ქალთა ანსამბლს „იამე“ – ს ხვდა წილად. ფესტივალის დასრულების შემდეგ, ყველამ ერთად შეასრულა უკვდავი მელოდია სულიკო. 

 

13-10-2017, 19:26  - სპორტის სასახლეში საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა ფარიკაობაში


სპორტის სასახლეში სიმონ საყვარელიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა ფარიკაობაში. ტურნირს უკვე მეხუთედ მასპინძლობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტი. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას  ქალაქ თბილისის, რუსთავის,იმერეთისა და   აჭარის რეგიონების 100 – მდე წარმომადგენელი იღებს სხვადასვა ასაკობრივ კატეგორიაში. ჩემპიონატის პირველი დღე ხმლით მოფარიკავეთა ორთაბრძოლებს დაეთმო.  14 ოქტომბერს ტურნირში რაპირით მოფარიკავეები, ხოლო 15 ოქტომბერს  ჩემპიონატში მონაწილეობას დაშნით მოფარიკავეები მიიღებენ. სიმონ საყვარელიძე ზესტაფონის მკვიდრი გახლდათ.  მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ზესტაფონში, ფარიკაობის სკოლის დაფუძნებაში. ის გახლდათ დამსახურებული მწვრთნელი. მის სასპორტო მოღვაწეობასთან მრავალი საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონისა  და პრიზიორის   აღზრდაა დაკავშირებული.

 

13-10-2017, 18:40  - იუსტიციის მინისტრმა სვირში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა


იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მეორე სვირში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. შოროპნის შემდეგ უკვე მეორე სვირის ადგილობრივი მოსახლეობა და მიმდებარე სოფლები – პირველი სვირი, როდინაული, პირველი ობჩა და მეორე ობჩის  5000 – ზე მეტი მოსახლე, 200 – ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისებით სარგებლობას სოფლიდან გაუსვლელად შეძლებენ.  თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი მომსახურების ცენტრი  უკვე მათ განკარგულებაშია.    საზოგადოებრივი ცენტრის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქარველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურეობის სააგენტოსა და სხვა სერვისების მომსახურეობით. ახალი სერვის ცენტრის მშენებლობა მოსახლეობისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას ემსახურება. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, მოადგილეები გერონტი დევდარიანი, ნიკოლოზ კრავეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, სერვისების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა. საქართველოს მასშტაბით ეს უკვე 49 – საზოგადოებრივი ცენტრია.

 

 

 

13-10-2017, 12:06  - საჯარო მოსამსახურეთა პროფესიულმა კავშირმა ზესტაფონში შეხვედრა გამართა


საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრაზე საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ, კანონის ახალი რედაქცია  და მის გარშემო არსებული გამოწვევები განიხილეს.  საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის, ამერიკის პროფკავშირების სოლიდარობის ფინანსური ხელშეწყობით საქართველოს ყველა რეგიონში ეტაპობრივად ხორციელდება. როგორც საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ მანანა გელაშვილმა განაცხადა: „შეხვედრების მთავარი მიზანია, საჯარო სამსახურში დასაქმებულმა პირებმა, იცოდნენ კანონის შესაბამისი რეგულაციები,  ეფექტურად განახორციელონ ერთი მხრივ თავიანთი მოვალეობები და ასევე ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა დაიცვან საკუთარი უფლებები“.  სემინარი კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

 

11-10-2017, 14:57  - საფეხბურთო მოედნების რეაბილიტაცია 4 მისამართზე დასრულდა


საფეხბურთო მოედნების  რეაბილიტაცია გრძელდება. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტმა ახალი სპორტული მოედნების აგება – კეთილმოწყობა რამდენიმე მისამართზე განახორციელა. მათ შორისაა აღმაშენებლის, გორგასლის, მაღლაკელიძის და ლაღიძის ქუჩებზე მდებარე მინი მოედნები.  ყველა არსებულ ობიექტზე მოეწყო ძირითადი ფუძე ბეტონის ზედაპირით,  დაიგო კომბინირებული ხელოვნური საფარი. ტერიტორია შემოიღობა მავთულბადით. განახლდა სტადიონზე არსებული ინფრასტრუქტურა. პროექტების ფინანსური უზრუნველყოფის თვალსაზრისით  მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 140 252  ლარი  დაიხარჯა. ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. მუნიციპალიტეტი „ცხოვრების ჯანსაღი წესის“ ფარგლებში მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა სპორტულ აქტივობას. მათ შორისაა საფეხბურთო მოედნების აღდგენა  – რეაბილიტაცია.  ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

 

9-10-2017, 17:49  - 15 ოქტომბერს ზესტაფონობა და „ღვინის ფესტივალი“ გაიმართება


ზესტაფონობის დღესასწაული და „ღვინის ფესტივალი“ 15 ოქტომბერს გაიმართება.  მასობრივი კულტურული და სახალხო  ღონისძიებების აღნიშვნა 14 საათიდან დაიწყება.  ქალაქის ცენტრალურ მოედანზე (სახელმწიფო თეატრის მიმდებარე ტერიტორია) მოეწყობა სპეციალური დეკორაციები, წარმოდგენილი იქნება იმერული სამზარეულო.  იგეგმება ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა.  ჩატარდება ღვინის ტრადიციული ფესტივალი, რომელიც იმერული ღვინის პოპულარიზაციას და ღვინის მწარმოებელთა გამოვლენას ემსახურება. ფესტივალის ფარგლებში გამოვლინდებიან საუკეთესო ღვინის მწარმოებლები, რომლებიც ფულად პრიზებს მიიღებენ.  საიუბილეო დღეების ფარგლებში  იგეგმება ზესტაფონის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება. ზესტაფონობის დღესასწაულის მუსიკალურ ნაწილზე, ჯგუფი „სტიქია“ იზრუნებს.  

 

9-10-2017, 16:36  - „სულიკო 2017“ – ი 14 ოქტომბერს გაიმართება


14 ოქტომბერს, ზესტაფონი ქართული ლირიული სიმღერების ფესტივალს „სულიკო 2017“ – ს უმასპინძლებს. ფესტივალი, რომელიც „ვარინკობის“ სახელითაა ცნობილი, ტრადიციულად ვარინკა წერეთლის მშობლიურ მხარეში, ცხრაწყაროში, ღია თეატრონზე 14 საათზე  გაიმართება.  (ცუდი ამინდის შემთხვევაში უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატულ თეატრში). ლირიული სიმღერების ფესტივალში მონაწილეობას იმერეთის რეგიონის მუსიკალური კოლექტივები მიიღებენ.  ღონისძიებას პროფესიონალი ჟიურის წევრები შეაფასებენ. კულტურულ მემკვიდრეობათა შორის, გამორჩეული  სახალხო დღესასწაული „სულიკო“  80 – იანი წლებიდან იღებს სათავეს.  ცხრაწყაროს ღია თეატრონი  მუსიკალურ კოლექტივებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხედან წლების განმავლობაში მასპინძლობდა. ფესტივალი 2007 წლიდან განახლდა.  „ვარინკობის“ დღესასწაული აკაკი წერეთლის ლექსზე შექმნილი „სულიკოს“ ავტორის, ვარინკა წერეთლის ხსოვნის უკვდავსაყოფად იმართება.

 

6-10-2017, 19:18  - ოლიმპიზმის დღე მუნიციპალიტეტში


 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა ოლიმპიზმის დღე მასობრივი მძლეოსნური გარბენით აღნიშნა. „მარათონი 2017“ მუნიციპალიტეტისა და „LEADER – BET” – ის ორგანიზებით მოეწყო. სპორტულმა ღონისძიებამ  სტარტი კოსტავას ქუჩიდან აიღო. მარათონი დადიანის ქუჩის ჩათვლით, ლაღიძის ქუჩამდე არსებულ ერთ კილომეტრიან  დისტანციას აერთიანებდა. მძლეოსნურ გარბენში მონაწილეობს სპორტის სხვადასხვა სახეობებში მოასპრეზე ახალგაზრდები და მოყვარული სპორტსმენები იღებდნენ. „მარათონი 2017“ – ში მონაწილეობას 120 – ზე მეტი წარმომადგენელი იღებდა.  „LEADER – BET” – მა სამი საპრიზო ადგილისთვის ფულადი ჯილდო დააწესა. პირველ ადგილზე გასულმა მონაწილემ 300, მეორე საპრიზო ადგილის წარმომადგენელმა 200, ხოლო მესამე ადგილზე გასულმა 100 ლარი მიიღო. სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები ღონისძიების მონაწილეებისათვის იმერეთის ოლიმპიურ კომიტეტსაც ჰქონდა დაწესებული.

 

6-10-2017, 19:12  - "ახალგაზრდული ფესტივალი 2017" იწყება


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ ახორციელებს პროგრამას „ახალგაზრდული ფესტივალი 2017“. მასობრივ კულტურულ ღონისძიებებში ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩასართავად, დაგეგმილია ლიტერატურული კონკურსის „ჩვენი თავგადასავალი“ და კონკურსი დამწყები მხატვრებისთვის – „შექმენი შენი კალენდარი“– ს .ფესტივალი ახალგაზრდებში პოტენციალის გამოვლენას, მათი პიროვნული და კარიერული განვითარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას და მასობრივ კულტურულაქტივობებში ჩართვას ემსახურება. „ჩვენი თავგადასავალი“ და „შექმენი შექმენი კალენდარი“ ოთხი წელია, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება და მიზნად ისახავს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოზარდების წარმოჩენას და ახალგაზრდებში მწერლობის და მხატვრობის პოპულარიზაციას. ორივე კონკურსი ერთსა და იმავე დროს, ერთ სივრცეში 17 – 20 ნოემბერს დაბა ბორჯომშო გაიმართება. 

 
უკან შემდეგი
>