By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

მოგწონთ? გაიზიარეთ გვერდი რომ ყველასათვის იყოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია.

?

Powered By საინფორმაციო ვებ-გვერდი

მუზეუმების გაერთიანებამ „ჩვენი მუზეუმის“ პრეზენტაცია მოაწყო


     ავტორი: gamgeoba თარიღი 7-12-2017, 16:12, ნანახია: 50     

მუზეუმების გაერთიანებამ „ჩვენი მუზეუმის“ პრეზენტაცია მოაწყო

მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა საკუთარი გამოცემის „ჩვენი მუზეუმის“ პრეზენტაცია მოაწყო. გაზეთის სპეციალური ნომერი ვრცელ და საინტერესო მასალებს მოიცავს. ვის ეკუთვნოდა სახლი, სადაც ამჟამად მხარეთმცოდნეობის მუზეუმია განთავსებული; ინფორმაცია მუნიციპალიტეტში არსებული არქეოლოგიური ძეგლების შესახებ; ისტორიული მასალები ზესტაფონში მოღვაწე ცნობილ სასულიერო პირზე, დეკანოზ დავით ღამბაშიძეზე; ცნობები მსოფლიო ხალხთა კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნიმუშების შესახებ, რომლებიც მუზეუმშია დაცული. გაზეთის სპეციალური ნომერი ამ შინაარსის წერილებს აერთიანებს. პრეზენტაცია მუზეუმის საგამოფენო დარბაზში შედგა და მას ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებას ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძეც. გაზეთის პრეზენტაციაზე საპატიო სტუმართა შორის პროფესორი ვახტანგ ჯაფარიძე გახლდათ, რომელიც ამჟამად არქეოლოგიური სამუშაოების წარმოებას ხელმძღვანელობს შორაპნის ციხეზე. დღეს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ადმინისტრაციამ, შეკრებილი საზოგადოების წინაშე კიდევ ერთი სიახლე გააჟღერა. მუზეუმთან დაფუძნდა „მეგობართა კლუბი“ რომელიც ამიერიდან ფონდის გასამდიდრებლად, ყველა საინტერესო მასალის მოძიებაზე იზრუნებს. მუზეუმების გაერთიანებამ, პირველი სპეციალური ნომერი გასულ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით გამოსცა და ის მუზეუმების საერთაშორისო დღეს მიუძღვნა. მეორე ნომერი კი მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დამაარსებლის, გივი ჯაოშვილის ოჯახის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.




მუზეუმების გაერთიანებამ „ჩვენი მუზეუმის“ პრეზენტაცია მოაწყო - zestaphoni.com
მუზეუმების გაერთიანებამ „ჩვენი მუზეუმის“ პრეზენტაცია მოაწყო - zestaphoni.com
მუზეუმების გაერთიანებამ „ჩვენი მუზეუმის“ პრეზენტაცია მოაწყო - zestaphoni.com
მუზეუმების გაერთიანებამ „ჩვენი მუზეუმის“ პრეზენტაცია მოაწყო - zestaphoni.com

კატეგორია: ზესტაფონის ახალი ამბები