By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

მოგწონთ? გაიზიარეთ გვერდი რომ ყველასათვის იყოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია.

?

Powered By საინფორმაციო ვებ-გვერდი

შორაპნის ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს


     ავტორი: gamgeoba თარიღი 5-12-2017, 15:47, ნანახია: 63     

შორაპნის ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს

ანტიკური ხანის ციხე – ქალაქ შორაპნის ძეგლზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. არქეოლოგიურ ექსპედიციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აწარმოებს პროფესორ ვახტანგ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. პროგრამის მიზანია განხორციელდეს კულტურული მემკვიდრეობის იმ ძეგლებს რესტავრაცია – კონსერვაციის სამუშაოები, რომლებიც გადაუდებლად საჭიროებენ მოვლა – პატრონობას, მეცნიერულ კვლევას და შემდეგ ეტაპზე სარესტავრაციო სამუშაოების განახლებას. სააგნტოს სარესტავრაციო ჯგუფმა, გასულ წელს, გაამაგრა შორაპნის ციხის ზღუდის ჩრდილოეთის კედლის ერთი ნაწილი, შემდეგ კი, გასული წლის ნოემბრის თვეში, მუნიციპალიტეტის თხოვნის შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა არქეოლოგიური, შედარებით მცირე მასშტაბის, სამუშაოები შოროპნის ციხეზე. საექსპედიციო ჯგუფის წევრები, მუნიციპალიტეტის მერს, კახაბერ მახათაძეს შეხვდნენ და პროექტის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდეს. შორაპანში პირველი დაზვერვითი სამუშაოები 1949 წელს აკადემიკოსმა ს. ყაუხჩიშვილმა განახორციელა, ხოლო ამავე საუკუნის 80 – იან წლებში, აქ დაგეგმილ სარესტავრაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერ აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ექსპედიციამ (ხელმძ. პროფ. ვახტანგ ჯაფარიძე) განახორციელა მნიშვნელოვანი მასშტაბის სამუშაოები. სწორედ ზემოაღნიშნული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გახდა შესაზლებელი გასული საუკუნის 80 – იანი წლებიდან დიდი მასშტაბის სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება.




შორაპნის ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს - zestaphoni.com
შორაპნის ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს - zestaphoni.com
შორაპნის ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს - zestaphoni.com
შორაპნის ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს - zestaphoni.com

კატეგორია: ზესტაფონის ახალი ამბები