By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

მოგწონთ? გაიზიარეთ გვერდი რომ ყველასათვის იყოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია.

?

Powered By საინფორმაციო ვებ-გვერდი

ტარიელ თუთარაშვილი გამგეობის თანამშრომლებს დაემშვიდობა


     ავტორი: gamgeoba თარიღი 13-11-2017, 18:21, ნანახია: 47     

ტარიელ თუთარაშვილი გამგეობის  თანამშრომლებს დაემშვიდობა

მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი  ტარიელ თუთარაშვილი გამგეობის თანამშრომლებს შეხვდა და მადლობა გადაუხადა მათ მხარდაჭერისთვის, თანამშრომლობისთვის, ერთგულებისა და  ერთად დაძლეული პრობლემებისთვის.

„მინდა  განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა თანამშრომელს, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩემთან ერთად უმკლავდებოდნენ მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. მე ვერ ვიტყვი რომ ეს იყო მარტივი, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ჩვენი მუნიციპალიტეტის აღმშენებლობაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. აქვე მინდა მადლობა ვუთხრა 2014 წლის მოწვევის საკრებულოს. რომ არა მათთან კოორდინაცია და თანამშრომლობა, შეიძლება ითქვას რომ ძალიან ბევრი პროექტი განუხორციელებელი იქნებოდა. ასევე მადლობას ვეუბნები ყველა ზესტაფონელს, რომელმაც 2014 წლის არჩევნებით ნდობა გამომიცხადა.  მე ძალიან გულწრფელი ვარ, როცა ამ გადასახედიდან ვამბობ, არასოდეს გავქცევივარ ობიექტურ კრიტიკას, პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს. იმედს ვიტოვებ, რომ ზესტაფონელები დროთა განმავლობაში სწორად შეაფასებენ  იმ გზას, რომელიც მე ამ პერიოდში მათთან ერთად გავიარე.

 

 

 




კატეგორია: ზესტაფონის ახალი ამბები