By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

მოგწონთ? გაიზიარეთ გვერდი რომ ყველასათვის იყოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია.

?

Powered By საინფორმაციო ვებ-გვერდი

„სულიკო 2017“ – ის გრან – პრი თიკო ჯანიაშვილმა აიღო


     ავტორი: gamgeoba თარიღი 14-10-2017, 19:47, ნანახია: 164     

„სულიკო 2017“  – ის გრან – პრი თიკო ჯანიაშვილმა აიღო

„სულიკო 2017“ – ი უკვე ისტორიის კუთვნილება გახდა. ვარინკა წერეთლის მშობლიურ მხარეში, ცხრაწყაროს ღია თეატრონზე დღეს ისევ უხმობდნენ სულიკოს. ლირიული სიმღერების ფესტივალში მონაწილეობას იმერეთის რეგიონის მუსიკალური კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ. „ვარინკობა 2017“ – ის გამარჯვებული და ფესტივალის გრან –პრის მფლობელი ჟიურის გადაწყვეტილებით, ხარაგაულის ინდივიდუალური შემსრულებელი, თიკო ჯანიაშვილი გახდა. გამარჯვებულს სპეციალური პრიზი და მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო 900 ლარი, გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა გადასცა. პირველი ადგილი და ფულადი პრიზი 800 ლარი, ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრის ანსამბლმა „ბერმუხამ“ აიღო. მეორე ადგილი ბაღდადის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ვოკალურ ტრიოს „იმერეთს“ ერგო. მათ ასევე ფულადი პრიზი, 700 ლარი მიიღეს. ჟიურის გადაწყვეტილებით მესამე ადგილი და ფულადი პრიზი 600 ლარი, თერჯოლის ქალთა ანსამბლს „იამე“ – ს ხვდა წილად. ფესტივალის დასრულების შემდეგ, ყველამ ერთად შეასრულა უკვდავი მელოდია სულიკო. 




„სულიკო 2017“  – ის გრან – პრი თიკო ჯანიაშვილმა აიღო - zestaphoni.com
„სულიკო 2017“  – ის გრან – პრი თიკო ჯანიაშვილმა აიღო - zestaphoni.com
„სულიკო 2017“  – ის გრან – პრი თიკო ჯანიაშვილმა აიღო - zestaphoni.com
„სულიკო 2017“  – ის გრან – პრი თიკო ჯანიაშვილმა აიღო - zestaphoni.com

კატეგორია: ზესტაფონის ახალი ამბები