By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

მოგწონთ? გაიზიარეთ გვერდი რომ ყველასათვის იყოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია.

?

Powered By საინფორმაციო ვებ-გვერდი

"ახალგაზრდული ფესტივალი 2017" იწყება


     ავტორი: gamgeoba თარიღი 6-10-2017, 19:12, ნანახია: 49     

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ ახორციელებს პროგრამას „ახალგაზრდული ფესტივალი 2017“. მასობრივ კულტურულ ღონისძიებებში ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩასართავად, დაგეგმილია ლიტერატურული კონკურსის „ჩვენი თავგადასავალი“ და კონკურსი დამწყები მხატვრებისთვის – „შექმენი შენი კალენდარი“– ს .ფესტივალი ახალგაზრდებში პოტენციალის გამოვლენას, მათი პიროვნული და კარიერული განვითარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას და მასობრივ კულტურულაქტივობებში ჩართვას ემსახურება. „ჩვენი თავგადასავალი“ და „შექმენი შექმენი კალენდარი“ ოთხი წელია, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება და მიზნად ისახავს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოზარდების წარმოჩენას და ახალგაზრდებში მწერლობის და მხატვრობის პოპულარიზაციას. ორივე კონკურსი ერთსა და იმავე დროს, ერთ სივრცეში 17 – 20 ნოემბერს დაბა ბორჯომშო გაიმართება. 
„შექმენი შენი კალენდარი“ – კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხატვის ნიჭით დაჯილდოვებულ 12– 18 წლის მოზარდებს, რომელთაც თავიანთი ნამუშევრები 30 ოქტომბრამდე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: shekmenikalendari@gmail.com
განხილვისთვის აუცილებელი პირობაა, მიუთითოთ:
სახელი, გვარი,ასაკი;
ქალაქი (დაბა, სოფელი), რეგიონი;
საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, მისამართი);
სკოლის დასახელება;
მშობლის (კანონიერი მეურვის) საკონტაქტო ინფორმაცია;
აუცილებელია, მინიმუმ 2 ნამუშევრის გაგზავნა (jpg ფაილი)
ნამუშევრების თემა თავისუფალია.
„ჩვენი თავგადასავალი“ – კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ წერის ნიჭით დაჯილდოვებულ 14 – 18 წლის მოზარდებს, რომელთაც თავიანთი მოთხრობები (მხატვრული ნაწრმოებები) 30 ოქტომბრამდე უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: chvenitavgadasavali@gmail.com
განხილვისთვის აუცილებელი პირობაა, მიუთითოთ:
სახელი, გვარი,ასაკი;
ქალაქი (დაბა, სოფელი), რეგიონი;
საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, მისამართი);
სკოლის დასახელება;
მშობლის (კანონიერი მეურვის) საკონტაქტო ინფორმაცია;
მხატვრული ნაწარმოები არ უნდა აღემატებოდეს A 4 ფორმატის 5 გვერდს (შრიფტი – უნიკოდი, შრიფტის ზომა – 11, ფაილის ტიპი – Microsoft word document)
არ განიხილება ჩანახატი, ლექსი, პოემა, პიესა, ესსე, სასკოლო თემა/თხზულება.
მოთხრობის თემა თავისუფალია.





კატეგორია: ---