By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

მოგწონთ? გაიზიარეთ გვერდი რომ ყველასათვის იყოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია.

?

Powered By საინფორმაციო ვებ-გვერდი

თავდაცვის მინისტრი ავღანეთში გარდაცვლილი სამხედროს ოჯახში მივიდა


     ავტორი: gamgeoba თარიღი 4-08-2017, 17:28, ნანახია: 87     

თავდაცვის მინისტრი ავღანეთში გარდაცვლილი სამხედროს ოჯახში მივიდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახში მივიდა. მინისტრმა გარდაცვლილი სერჟანტის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც მიუსამძიმრეს. როგორც ლევან იზორიამ განაცხადა მდინარი ბებიაშვილს საქართველოში 6 აგვისტოს ჩამოასვენებენ. თავდაცვის მინისტრმა კომენტირებისასა აღნიშნა, რომ ნატოს ხელმძღვანელმა პირებმა ალიანსის სახელით სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს, თავდაცვის სამინისტროსა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს. უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა, რომლის პატრულირებას უმცროსი სერჟანტი ამერიკელ და ადგილობრივ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ახორციელებდა. უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა.მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“.




თავდაცვის მინისტრი ავღანეთში გარდაცვლილი სამხედროს ოჯახში მივიდა - zestaphoni.com
თავდაცვის მინისტრი ავღანეთში გარდაცვლილი სამხედროს ოჯახში მივიდა - zestaphoni.com
თავდაცვის მინისტრი ავღანეთში გარდაცვლილი სამხედროს ოჯახში მივიდა - zestaphoni.com
თავდაცვის მინისტრი ავღანეთში გარდაცვლილი სამხედროს ოჯახში მივიდა - zestaphoni.com

კატეგორია: ზესტაფონის ახალი ამბები