By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

მოგწონთ? გაიზიარეთ გვერდი რომ ყველასათვის იყოს ხელმისაწვდომი ინფორმაცია.

?

Powered By საინფორმაციო ვებ-გვერდი

უზედამხედველო პირუტყვის მეპატრონეთა წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება დაიწყო


     ავტორი: gamgeoba თარიღი 11-05-2017, 16:54, ნანახია: 174     

უზედამხედველო პირუტყვის მეპატრონეთა წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება დაიწყო

 უზედამხედველო პირუტყვის   მეპატრონეთა წინააღმდეგ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მუნიციპალიტეტი იძულებულია რადიკალური ღონისძიებები გაატაროს.   აღნიშნულის გათვალისწინებით, გამგეობის შესაბამისმა სამსახურებმა 10 მაისს მსხვილფეხა პირუტყვის სპეციალურ სადგომში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.  რქოსანი პირუტყვი ქალაქის სკვერსა თუ ბაღებში არსებულ ნარგავებს აზიანებდა. უზედამხედველო პირუტყვის მეპატრონეებზე გარკვეული სანქციები ამოქმედდება. სანქციები ამიერიდან ყველა მსგავს შემთხვევაზე განხორციელდება. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გათვალისწინებით

ბულვარებში, პარკში ან  სკვერში წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გამოიწვევს წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა – პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

სამართალდამრღვევის მიერ ამ კოდექსის 290 – ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მისთვის დაკისრებული ჯარიმისა და პირუტყვის მოვლა – პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ხდება პირუტყვის რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 




უზედამხედველო პირუტყვის მეპატრონეთა წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება დაიწყო - zestaphoni.com

კატეგორია: ზესტაფონის ახალი ამბები