By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

5-12-2017, 17:39  - ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს ხელისუფლებამ საჩუქრები მიუტანა


მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე  ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „ორიონს“ ესტუმრნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა „ორიონელებს“ საჩუქრები მიუტანეს და მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს შეუერთდნენ. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა შშმ პირთა საზოდადოებაში ადაპტირების პროცესში და ცენტრის აღსაზრდელების ყოველდღიური საქმიანობით, ასევე, სააღმზრდელო პროგრამით დაინტერესდნენ.  „ორიონელებთან“ ერთად სხვადასხვა სახის თამაშებშიც მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებაში  მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პარლამენტის წევრებიც იყვნენ ჩართული. კავშირი „ორიონი“ 2004 წელს დაარსდა ზესტაფონში და მას შემდეგ ცენტრი  შშმ ბავშვების რეაბილიტაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობს. 

 

5-12-2017, 15:47  - შორაპნის ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს


ანტიკური ხანის ციხე – ქალაქ შორაპნის ძეგლზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. არქეოლოგიურ ექსპედიციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აწარმოებს პროფესორ ვახტანგ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. პროგრამის მიზანია განხორციელდეს კულტურული მემკვიდრეობის იმ ძეგლებს რესტავრაცია – კონსერვაციის სამუშაოები, რომლებიც გადაუდებლად საჭიროებენ მოვლა – პატრონობას, მეცნიერულ კვლევას და შემდეგ ეტაპზე სარესტავრაციო სამუშაოების განახლებას. სააგნტოს სარესტავრაციო ჯგუფმა, გასულ წელს, გაამაგრა შორაპნის ციხის ზღუდის ჩრდილოეთის კედლის ერთი ნაწილი, შემდეგ კი, გასული წლის ნოემბრის თვეში, მუნიციპალიტეტის თხოვნის შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა არქეოლოგიური, შედარებით მცირე მასშტაბის, სამუშაოები შოროპნის ციხეზე. საექსპედიციო ჯგუფის წევრები, მუნიციპალიტეტის მერს, კახაბერ მახათაძეს შეხვდნენ და პროექტის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდეს.