By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

1-12-2017, 18:22  - ზაპოროჟიეს ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს


ზაპოროჟიეს ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის მიერ არის დაფინანსებული და მისი ღირებულება 155 264 ლარია. გზის კეთილმოწყობაზე, შპს „საპოვნელა +“ მუშაობს. 2017 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა მუნიციპალიტეტმა 20 – ზე მეტ მისამართზე განახორციელა. გზების რეაბილიტაციის გარდა, აქტიურად მიმდინარეობს სკვერების მოწყობის პროცესი, ზაქარიაძის ქუჩის მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია, ზაქარიაძის ქუჩიდან – დაბა შორაპნამდე ღამის განათების სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლის ტერიტორიაზე მოძრაობის მარეგულირებელი წრის მოწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა საფეხბურთო მოედნებს. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება ერთ – ერთი მთავარი პრიორიტეტი 2018 წელშიც.

 

1-12-2017, 17:02  - „ორიონმა“ საინფორმაციო შინაარსის აქცია მოაწყო


3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების  დაცვის დღეს აღნიშნავს. სტიგმა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და სოციუმსაც უდიდესი როლი აკისრია შშმ პირების საზოგადოებაში ადაპტირების პროცესში,  ზესტაფონის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრმა  „ორიონმა“  1 დეკემბერს, საინფორმაციო ხასიათის აქცია მოაწყო. მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ისინი საჯარო და კერძო დაწესებულებებს სტუმრობდნენ. „თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობები“, „ჩვენ არ ვცნობთ შეზღუდვებს, ვირჩევთ თანაბარ შესაძლებლობებს“ . ამ სლოგანით ისინი მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს თავმჯდომარეს ვახტანგ ღამბაშიძესაც ესტუმრნენ. საკრებულოს თავმჯდომარეს, ორგანიზაციის მიერ გამოცემული საინფორმციო ბუკლეტი დაუტოვს და მასთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.