By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

29-11-2017, 18:25  - საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა


მუნიციპალიტეტის საკრებულომ  რიგგარეშე სხდომა გამართა.  დეპუტატებმა  დღის წესრიგის მიხედვით, 2017 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას დაუჭირეს მხარი.  ცვლილება მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ინფრასტრუქტურული პროექტების, სოციალური პროგრამების  და  კულტურულ ღონისძიებებისთვის დამატებით ხარჯების გაზრდას ითვალისწინებდა. ცვლილების თანახმად,  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, გათბობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, დამატებით 112, 1 ათასი ლარი გამოიყო.  127,2 ათასი ლარით  დაფინანსდა დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრი. გაზრდილი თანხებით,  შრომითი ანაზღაურების ფონდის შევსება, ასევე წყლისა და ელექტროენერგიის ხარჯების დაფარვაა განსაზღვრული. 40, 0 ათასი ლარით გაიზარდა სოციალური პროგრამების დაფინანსება.  საახალწლო ღონისძიებების ჩასატარებლად დამატებით 10, 0 ათასი ლარი გამოეყო განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურს.  დეპუტატებმა ასევე საკრებულოს კომისიების დებულებები დაამტკიცეს. 

 

29-11-2017, 17:31  - ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პოეტ ეკა ბაქრაძესთან შეხვედრა მოეწყო


ცენტრალურ  ბიბლიოთეკას დღეს  პოეტი ეკა ბაქრაძე სტუმრობდა. ლექსები საკუთარი შემოქმედებიდან, ლიტერატურული გამოცემის „გზაჯვარედინის“ პრეზენტაცია და ყველაზე გულახდილი დიალოგი აუდიტორიასთან.   სამკითხველო დარბაზში  შეკრებილ საზოგადოებასა და ქალ პოეტს  შორის შეხვედრა ამ ფორმატში შედგა.  მსურველებს ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ, მისი ბოლო პერიოდში გამოცემული ლექსების კრებული შეეძინათ.  ეკა ბაქრაძის პირველი ლექსი 1986 წელს  ხაშურის რაიონულ გაზეთში დაიბეჭდა, მაშინ ის მხოლოდ 10 წლის იყო. დღეს ეკა ბაქრაძე ხუთი კრებულის ავტორია. მისი ბოლო კრებული „100 ლექსი“ 2014 წელს დაისტამბა.  ეკა ბაქრაძე ლიტერატურულ – შემეცნებითი გამოცემა „გზაჯვარედინი“ – ს რედაქტორია. ის ასევე ხელმძღვანელობს საბავშვო თეატრალურ  ლიტერატურულ სტუდია „აკვარიუმს“.

 

29-11-2017, 14:10  - ლიონიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო


 საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტში კიდევ ერთ ახალ მისამართზე ხორციელდება.  ლიონიძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რომელიც  გზის ბეტონის საფარით მოწყობას ითვალისწინებს. საავტომობილო გზის  რეაბილიტაცია, რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერთ ხორციელდება. პროექტის ღირებულება  100 367 ლარია.   გზის აღდგენის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ვახტანგ ღამბაშიძემ, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს და ლიონიძის ქუჩის მცხოვრებთაც ესაუბრნენ აღნიშნული პროექტის შესახებ.  გზის აღდგენის სამუშაოებს  შპს  „საპოვნელა + „ ახორციელებს. სატენდერო პირობების გათვალისწინებით გზის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.