By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

8-11-2017, 16:16  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ თუთარაშვილის 2014-2017 წლებში გაწეული მუშაობის ანგარიში


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ თუთარაშვილის

2014-2017 წლებში გაწეული მუშაობის ანგარიში

 

     ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 88-ე მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად მოკლედ წარმოგიდგენთ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, კულტურულ თუ საგანმანათლებლო პროექტებს, რაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა ჩემი გამგებლობის პერიოდში განახორციელა. შეიძლება ითქვას რომ ეს არის ჩემი ბოლო ანგარიში, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებლის რანგში ვატარებ. ამიტომ მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა თანამშრომელს, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩემთან ერთად უმკლავდებოდნენ მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. მე ვერ ვიტყვი რომ ეს იყო მარტივი, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ჩვენი მუნიციპალიტეტის აღმშენებლობაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. აქვე მინდა მადლობა ვუთხრა 2014 წლის მოწვევის საკრებულოს. რომ არა მათთან კოორდინაცია და თანამშრომლობა, შეიძლება ითქვას რომ ძალიან ბევრი პროექტი განუხორციელებელი იქნებოდა. ასევე მადლობას ვეუბნები ყველა ზესტაფონელს, რომელმაც 2014 წლის არჩევნებით ნდობა გამომიცხადა. მათაც, ვინც არ მომცა ხმა, მაგრამ განვლილ პერიოდში ჩემი საქმიანობა ობიექტურად შეაფასა. მე ძალიან გულწრფელი ვარ როცა ამ გადასახედიდან ვამბობ, არასოდეს გავქცევივარ ობიექტურ კრიტიკას, პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს. იმედს ვიტოვებ, რომ ზესტაფონელები დროთა განმავლობაში სწორად შეაფასებენ იმ გზას, რომელიც მე ამ პერიოდში მათთან ერთად გავიარე.

 

8-11-2017, 16:08  - კულინარიული კონკურსი საბავშვო ბაღებს შორის


საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა შორის კულინარიული კონკურსი „პატარა მზარეულები“ ჩატარდა. აქტივობაში მონაწილეობას ყველა  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა წარმომადგენელი იღებდა. კონკურსის მიხედვით, პატარებმა ბოსტნეული პროდუქტებისგან  საკუთარი ფანტაზიით ორიგინალური სალათები მოამზადეს. კულინარიული მენიუ  ხილისა და ტკბილეული პროდუქტისგან მომზადებული სახეობებსაც აერთიანებდა. „პატარა მზარეულების“  კულინარიულ შემოქმედებას ქალაქის N 6 ბაღი მასპინძლობდა.  კონკურსის დასრულების შემდეგ ყველა მათგანს სიგელები და წიგნები გადასცეს საჩუქრად. ღონისძიება მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.  

 

8-11-2017, 13:08  - მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები


<<<მამუკა ასლანიკაშვილის სანაპიროზე, სკვერისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა

 

 

<<<მელქაძის ქუჩის სკვერის რეკონსტრუქცია.

 

<<< სტაროსელსკის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა (ქალაქის ცენტრალური შემოსასვლელის ტერიტორია).

 

<<< კვალითის დასახლებაში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.

 

 

<<< ზაქარიაძის ქუჩაზე ცენტრალური ხიდიდან – ჩხეიძის ქუჩის ასახვევამდე დეკორატიული ღობეების, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობა.

 

 

<<< სოფელ ქვედა საზანოში საჭიდაო დარბაზის მშენებლობა.

 

<<< ზაქარიაძის ქუჩიდან შორაპნის ციხის ტერიტორიამდე გარე განათების მოწყობის სამუშაოები.