By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

13-10-2017, 19:26  - სპორტის სასახლეში საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა ფარიკაობაში


სპორტის სასახლეში სიმონ საყვარელიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა ფარიკაობაში. ტურნირს უკვე მეხუთედ მასპინძლობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტი. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას  ქალაქ თბილისის, რუსთავის,იმერეთისა და   აჭარის რეგიონების 100 – მდე წარმომადგენელი იღებს სხვადასვა ასაკობრივ კატეგორიაში. ჩემპიონატის პირველი დღე ხმლით მოფარიკავეთა ორთაბრძოლებს დაეთმო.  14 ოქტომბერს ტურნირში რაპირით მოფარიკავეები, ხოლო 15 ოქტომბერს  ჩემპიონატში მონაწილეობას დაშნით მოფარიკავეები მიიღებენ. სიმონ საყვარელიძე ზესტაფონის მკვიდრი გახლდათ.  მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ზესტაფონში, ფარიკაობის სკოლის დაფუძნებაში. ის გახლდათ დამსახურებული მწვრთნელი. მის სასპორტო მოღვაწეობასთან მრავალი საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონისა  და პრიზიორის   აღზრდაა დაკავშირებული.

 

13-10-2017, 18:40  - იუსტიციის მინისტრმა სვირში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა


იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მეორე სვირში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. შოროპნის შემდეგ უკვე მეორე სვირის ადგილობრივი მოსახლეობა და მიმდებარე სოფლები – პირველი სვირი, როდინაული, პირველი ობჩა და მეორე ობჩის  5000 – ზე მეტი მოსახლე, 200 – ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისებით სარგებლობას სოფლიდან გაუსვლელად შეძლებენ.  თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი მომსახურების ცენტრი  უკვე მათ განკარგულებაშია.    საზოგადოებრივი ცენტრის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქარველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურეობის სააგენტოსა და სხვა სერვისების მომსახურეობით. ახალი სერვის ცენტრის მშენებლობა მოსახლეობისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას ემსახურება. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, მოადგილეები გერონტი დევდარიანი, ნიკოლოზ კრავეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, სერვისების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა. საქართველოს მასშტაბით ეს უკვე 49 – საზოგადოებრივი ცენტრია.

 

 

 

13-10-2017, 12:06  - საჯარო მოსამსახურეთა პროფესიულმა კავშირმა ზესტაფონში შეხვედრა გამართა


საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრაზე საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ, კანონის ახალი რედაქცია  და მის გარშემო არსებული გამოწვევები განიხილეს.  საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის, ამერიკის პროფკავშირების სოლიდარობის ფინანსური ხელშეწყობით საქართველოს ყველა რეგიონში ეტაპობრივად ხორციელდება. როგორც საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ მანანა გელაშვილმა განაცხადა: „შეხვედრების მთავარი მიზანია, საჯარო სამსახურში დასაქმებულმა პირებმა, იცოდნენ კანონის შესაბამისი რეგულაციები,  ეფექტურად განახორციელონ ერთი მხრივ თავიანთი მოვალეობები და ასევე ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა დაიცვან საკუთარი უფლებები“.  სემინარი კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა.