By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

9-10-2017, 17:49  - 15 ოქტომბერს ზესტაფონობა და „ღვინის ფესტივალი“ გაიმართება


ზესტაფონობის დღესასწაული და „ღვინის ფესტივალი“ 15 ოქტომბერს გაიმართება.  მასობრივი კულტურული და სახალხო  ღონისძიებების აღნიშვნა 14 საათიდან დაიწყება.  ქალაქის ცენტრალურ მოედანზე (სახელმწიფო თეატრის მიმდებარე ტერიტორია) მოეწყობა სპეციალური დეკორაციები, წარმოდგენილი იქნება იმერული სამზარეულო.  იგეგმება ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა.  ჩატარდება ღვინის ტრადიციული ფესტივალი, რომელიც იმერული ღვინის პოპულარიზაციას და ღვინის მწარმოებელთა გამოვლენას ემსახურება. ფესტივალის ფარგლებში გამოვლინდებიან საუკეთესო ღვინის მწარმოებლები, რომლებიც ფულად პრიზებს მიიღებენ.  საიუბილეო დღეების ფარგლებში  იგეგმება ზესტაფონის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება. ზესტაფონობის დღესასწაულის მუსიკალურ ნაწილზე, ჯგუფი „სტიქია“ იზრუნებს.  

 

9-10-2017, 16:36  - „სულიკო 2017“ – ი 14 ოქტომბერს გაიმართება


14 ოქტომბერს, ზესტაფონი ქართული ლირიული სიმღერების ფესტივალს „სულიკო 2017“ – ს უმასპინძლებს. ფესტივალი, რომელიც „ვარინკობის“ სახელითაა ცნობილი, ტრადიციულად ვარინკა წერეთლის მშობლიურ მხარეში, ცხრაწყაროში, ღია თეატრონზე 14 საათზე  გაიმართება.  (ცუდი ამინდის შემთხვევაში უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატულ თეატრში). ლირიული სიმღერების ფესტივალში მონაწილეობას იმერეთის რეგიონის მუსიკალური კოლექტივები მიიღებენ.  ღონისძიებას პროფესიონალი ჟიურის წევრები შეაფასებენ. კულტურულ მემკვიდრეობათა შორის, გამორჩეული  სახალხო დღესასწაული „სულიკო“  80 – იანი წლებიდან იღებს სათავეს.  ცხრაწყაროს ღია თეატრონი  მუსიკალურ კოლექტივებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხედან წლების განმავლობაში მასპინძლობდა. ფესტივალი 2007 წლიდან განახლდა.  „ვარინკობის“ დღესასწაული აკაკი წერეთლის ლექსზე შექმნილი „სულიკოს“ ავტორის, ვარინკა წერეთლის ხსოვნის უკვდავსაყოფად იმართება.