By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

4-10-2017, 17:47  - წარმატებული გამოსვლა „ქართული იუმორის ფესტივალზე“


„ქართული იუმორის ფესტივალი“ –ს გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა  შემოქმედებით სფეროში კიდევ ერთი მიღწეული წარმატება მიულოცა.  ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობს ბადრი ტაბატაძეს სპეციალური პრიზი ნომინაციაში „ფესტივალის აღმოჩენა“ გადაეცა.  გასულ წელს ბადრი ტაბატაძე იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.  „ქართული იუმორის ფესტივალი“ ქალაქ ხონში 30 სექტემბერს ჩატარდა, თეატრალურ ღონისძიებაში მონაწილეობას იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი იღებდა.

 

 

 

4-10-2017, 16:29  - მეორე სვირში სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა ოქტობრიდან დაიწყება


მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა და გამგებლის მოადგილემ ნიკოლოზ კრავეიშვილმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად მეორე სვირში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერეს.   თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი მომსახურების ცენტრი  მეორე სვირსა და მის მიმდებარე სოფლებს ოქტომბრის თვიდან მომემსახურება.    საზოგადოებრივი ცენტრის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქარველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურეობის სააგენტოსა და სხვა სერვისების მომსახურეობით. ახალი სერვის ცენტრის მშენებლობა მოსახლეობისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას ემსახურება.

 

 

 

4-10-2017, 12:32  - სტაროსელსკის ქუჩაზე ავტოსაგზაო მარეგულირებელი წრე მოეწყობა


სტაროსელსკის ქუჩაზე ავტოსაგზაო მარეგულირებელი წრე და სკვერი მოეწყობა.  ქალაქის ცენტრალური შემოსასვლელის  (ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია) ინფრასტრუქტურა  გამყოფი ზოლის მოწესრიგებას და მარეგულირებელი წრის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. დაგეგმილია  განათების სისტემის დამონტაჟება. სკვერი ასევე სხვადასხვა სახეობის დეკორატიული მცენარეებით გამწვანდება.  პროექტი 105 000 ლარით არის დაფინანსებული. კეთილმოწყობის სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის თანადაფინანსებას ახდენს მუნიციპალიტეტი. ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს „ინტერტექნოლოგი“ ახორციელებს. 2017 წლის ინფრასტრუქტურულ  პროექტებზე მუშაობა, მუნიციპალიტეტში ერთდროულად რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გარდა, რეაბილიტაცია უტარდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს.  წლის პროექტთა შორის, ასევე ზაქარიაძის ქუჩაზე (ცენტრალური ხიდიდან – ჩხეიძის ქუჩის ასახვევამდე) ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობა დაიწყო.