By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

4-08-2017, 18:28  - სოფელ კვალითში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო


სოფელ კვალითში საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.  საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა 1100 მეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს, სადაც ბეტონის საფარი ეწყობა. პროექტის ფინანსური უზრუნველყოფა რგფ – ისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 180050 ლარია. გზის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „უნივერსალი“ აწარმოებს. მიმდინარე სამუშაოები დღეს მაჟორიტარმა დეპუტატმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. აღნიშნულ დასახლებაში 25 წელზე მეტია არ განხორციელებულა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მას შემდეგ რაც გზის მოწყობის პროცესი დასრულდება გადაადგილება მარტივად იქნება შესაძლებელი, როგორც ქვეითად მოსიარულეთათვის ასევე ავტომობილით მოსარგებლეებისთვისაც. 

 

4-08-2017, 17:28  - თავდაცვის მინისტრი ავღანეთში გარდაცვლილი სამხედროს ოჯახში მივიდა


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახში მივიდა. მინისტრმა გარდაცვლილი სერჟანტის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც მიუსამძიმრეს. როგორც ლევან იზორიამ განაცხადა მდინარი ბებიაშვილს საქართველოში 6 აგვისტოს ჩამოასვენებენ. თავდაცვის მინისტრმა კომენტირებისასა აღნიშნა, რომ ნატოს ხელმძღვანელმა პირებმა ალიანსის სახელით სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს, თავდაცვის სამინისტროსა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს. 

 

4-08-2017, 13:44  - ადგილობრივი თვითმმართველობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში დაღუპული ზესტაფონელი სამხედრო მოსამსახურის გამო


ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში  ზესტაფონელი სამხედრო მოსამსახურის მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს. უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა, რომლის პატრულირებას უმცროსი სერჟანტი ამერიკელ და ადგილობრივ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ახორციელებდა.  უმცროსი სერჟანტი   ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF)  მისიაში ორჯერ 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა.მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“.