By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

30-08-2017, 16:39  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დასასვენებელი ადგილების განახლება მიმდინარეობს


რამდენიმე დღეში ქალაქ ზესტაფონის ტერიტორიაზე არსებულ დასვენების ადგილებში - ,,ირინეს პარკსა“ და ცენტრალურ სკვერებში ე.წ პარკის სკამების განახლების პროცესი დაიწყება. რეკრეაციული ზონების მოწესრიგების სამუშაოებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის-ცენტრი უზრუნველყოფს, რომელმაც ტენდერის საფუძველზე შერჩეული მომწოდებლისაგან 19 300 ლარამდე ღირებულების 55 ერთეული ,,პარკის სკამის“ ჩაბარების პროცედურები უკვე განახორციელა. თუჯის ფრაგმენტებისა და მესაკუთრე ქალაქის აღმნიშვნელი წარწერის მქონე ახალი სკამების დასვენების ადგილებში შეტანას ააიპ ,,დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის-ცენტრი“ 1კვირის ვადაში დაასრულებს.

 

27-08-2017, 20:06  - 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულის აღსანიშნავად, ზესტაფონს "მოძრავი ფილარმონია" ეწვევა


28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულის აღსანიშნავად, ზესტაფონს "მოძრავი ფილარმონია" ეწვევა. თეატრის წინ, ღია ცის ქვეშ კონცერტს ყველასათვის ცნობილი მომღერლები : ვახტანგ ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი, ზურა დოიჯაშვილი, ზურა კობეშავიძე, ბესო კალანდაძე, მამუკა მესხი, გოგა მესხი, მარიამ ივარდავა და ბესო ვერულაშვილი გამართავენ. კონცერტის ჩატარების ინიციატორები ზესტაფონელი ქველმოქმედი ბიზნესმენები ბეჟან წაქაძე და ზაურ ცხადაძე არიან. ღონისძიების ორგანიზატორი და მხარდამჭერია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა. დასაწყისი 19 საათზე. დასწრება თავისუფალია.

 

18-08-2017, 18:17  - ზესტაფონში 12 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს


ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მუნიციპალიტეტში  12 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მოხდება. კეთილმოწყობის სამუშაოები,  როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ბაღებს ჩაუტარდება. სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს კვალითის დასახლებაში არსებულ N 2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში.   პროექტის ფინანსურ უზრუნველყოფას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს,  თანადაფინანსებას ახდენს ასევე  ადგილობრივი ბიუჯეტი. სარეაბილიტაციო სამუშაოების   ღირებულება 81713 ლარია და მას „დრიმ – ბილდინგ – კომპანი“ აწარმოებს. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სასწავლო დაწესებულებაში   განახლდება შენობის დაზიანებული სახურავი.მოწესრიგდება სველი წერტილები, საძინებელი ოთახები, სამზარეულო. შეიღებება კედლები და ჭერი. მოეწყობა ლამინატისა და კერამიკული ფილების იატაკი. შეიცვლება ელ. გაყვანილობა. საბავშვო ბაღებში მიმდინარე სამუშაოები გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ  დღეს სოფელ მარტოთუბანსა და კვალითის დასახლებაში დაათვალიერა. 

 

16-08-2017, 17:53  - საავტომობილო გზების მოწყობა 6 მისამართზე სრულდება


2017 წელში განსახორციელებელ  პროექტებს შორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რამდენიმე მისამართზე დასრულების სტადიაშია.  ქალაქის საავტომობილო გზებზე ვახუშტი ბატონიშვილის, 300 არაგველის და ჩხეიძის ქუჩის მე – 5 შესახვევში გზის საფარის მოწყობის გარდა, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციაც ხორციელდება.  300 არაგველის ქუჩის კეთილმოწყობას რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს, პროექტის ღირებულება 161285 ლარს შეადგენს.  რეგიონული  განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება ვახუშტი ბატონიშვილის ქუჩის ასფალტირებაც და  მისი ღირებულება 398 400 ლარს შეადგენს. სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს ჩხეიძის ქუჩის მე – 5 შესახვევშიც, რომლის ღირებულება 179384 ლარია.  მიმდინარე წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტში 20 – ზე მეტი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდება. 

 

15-08-2017, 16:27  - ცენტრალური ბიბლიოთეკის მოწყობაზე 13 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება


ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო . პროექტის მიხედვით  მოეწყობა შიდა ინფრასტრუქტურა, მათ შორის  წიგნსაცავი ოთახები, მოწესრიგდება სველი წერტილები. დაწესებულებაში უკვე შეიცვალა კარ – ფანჯრები. რეაბილიტაცია უტარდება ბიბლიოთეკის ორ ოთახს. ერთ – ერთში კი სამომავლოდ უსინათლო ადამიანებისთვის  შესაბამისი კუთხე მოეწყობა.  ცენტრალური ბიბლიოთეკის რეაბილიტაციაზე 13 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. მიმდინარე სამუშაოები დღეს გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ დაათვალიერა. 

 

14-08-2017, 14:20  - საჭადრაკო ტურნირი „ჯემალ მახათაძის მემორიალი“ დასრულდა


 ჯემალ მახათაძის სახელობის გარდამავალი თასი ჭადრაკში უკვე მეორედ მსოფლიო ჩემპიონმა მერი არაბიძემ აიღო. ტრადიციულ საჭადრაკო ტურნირში „ჯემალ მახათაძის მემორიალი“, მერი არაბიძე (დახურულ ტურში) ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძესა და სხვა ცნობილ მოჭადრაკეებთან ერთად იღებდა მონაწილეობას. ტურნირს უკვე მესამედ უმასპინძლა ზესტაფონმა. 2017 წლის გათამაშებაში 100 – ზე მეტი მონაწილე ასპარეზობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. ტურნირზე მასტერკლასი და თამაშის სეანსები გამართა ცნობილმა მოჭადრაკემ ნანა იოსელიანმა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. ყველა მათგანმა სიგელები და ფულადი პრიზები მიიღო. დაჯილდოვების ცერემონიაში მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძე და საკრებულოს დეპუტატი მანანა ცქიტიშვილიც იღებდა მონაწილეობას. 

 

11-08-2017, 17:14  - ჭადრაკში ტრადიციული ტურნირი „ჯემალ მახათაძის მემორიალი“ გაიხსნა


ტრადიციული საჭადრაკო ტურნირი „ჯემალ მახათაძის მემორიალი“ დღეს გაიხსნა. 2017 წლის გათამაშებაში 100 – ზე მეტი მონაწილე ასპარეზობს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. ტურნირი იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე არსენიძემ ზესტაფონის ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. ტურნირის გახსნას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძეც დაესწრო. საჭადრაკო ღონისძიებას კულტურისა და შემოქმედების ცენტრი მასპინძლობს. ჩემპიონატი ხვალ, 12 აგვისტოს დაიხურება. გამარჯვებულები ფასიანი პრიზებით დაჯილდოვდებიან. ტურნირის დასკვნით ღონისძიებასა და დაჯილდოვების ცერემონიაში მონაწილეობას საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე მიიღებს.

 

10-08-2017, 19:01  - მდინარი ბებიაშვილი მშობლიურ სოფელში მარტოთუბანში დაკრძალეს


ავღანეთში, სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურე მდინარი ბებიაშვილ  დღეს მშობლიურ სოფელში, მარტოთუბანში დაკრძალეს. დაღუპული სერჟანტის სამოქალაქო პანაშვიდი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში დილიდან მიმდინარეობდა. გარდაცვლილ სამხედროს პატივი მიაგეს  თავდაცვის სამინისტროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.   უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა.  უმცროსი სერჟანტი   ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF)  მისიაში ორჯერ 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა.მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“.

 

9-08-2017, 16:02  - მუნიციპალიტეტის ოთხ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება


 ზესტაფონში ოთხ  საჯაროს სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.  ქალაქის N 7; N6; სოფელ დილიკაურისა და როდინაულის საჯარო სკოლებში 6 მილიონამდე ლარის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა 2018 წლისთვის არის დაგეგმილი. პროექტი საქართველოში აშშ – ის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რომელიც საქართველოს რეგიონებში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას ითვალისწინებს. „მილენიუმის“ წარმომადგენლებმა  საგანმანათლებლო რესურს ცენტრისა და გამგებლის მოადგილესთან ერთად  ის სკოლები დაათვალიერეს, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს. 

 

8-08-2017, 15:18  - ხელისუფლებამ აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო


2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. მუნიციპალიტეტის გამგებელი, მოადგილეები,საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირის, ზაზა ფერაძის მემორიალთან შეიკრიბნენ და გვირგვინებით შეამკეს იგი. მამა დავითმა ზაზა ფერაძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ზაზა ფერაძე 1973 წლის 16 თებერვალს შორაპანში დაიბადა. 2008 წლის 7 აგვისტოს ზაზა ფერაძე ფრონტის ხაზზე დაჭრილი თანამებრძოლების დახმარებისას დაიღუპა, როცა ის მესამედ შებრუნდა ბრძოლის ველზე.  ზაზა ფერაძე გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორასლის მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

 

 

 
უკან შემდეგი
>