By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

31-07-2017, 14:28  - „ღირსეული პარტნიორი 2017“ – ის სამხედრო ტექნიკა ზესტაფონში


ღირსეული პარტნიორი 2017“ – ში მონაწილე ამერიკული ტექნიკის დემონსტრირება დღეს ზესტაფონში შედგა. ამერიკული ჯავშანტექნიკის სტრაიკერები დროებით ცენტრალურ მოედანზე  შეჩერდნენ. სამხედრო ტექნიკის დათვალიერების შესაძლებლობა ყველას ჰქონდა.   ფართომასშტაბიანი საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“  საქართველოში ოფიციალურად 30 ივლისს გაიხსნა.  სწავლება საქართველოში წელს უკვე მესამედ იმართება. წელს ის უფრო ფართომასშტაბიანი იქნება. სწავლებაში მონაწილეობას ნატო– ს წევრი პარტნიორი 8 ქვეყანა  და 2800 – ზე მეტი სამხედრო მიიღებს. 

 

27-07-2017, 19:13  - ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი ზესტაფონში


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა  ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტის გამგებელთან და გამგებლის მოადგილესთან ერთად დაათვალიერეს. მონიტორინგის ფარგლებში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს სოფელ როდინაულში, სოფელ ტაბაკინში, ზედა საქარაში, სოფელ კვალითში, მაზნიაშვილისა და ცოტნეს ქუჩებზე ადგილზე გაეცვნენ. გზების კეთილმოწყობას მუნიციპალიტეტი ერთდროულად რამდენიმე მისამართზე ახორციელებს. წლის ბოლომდე 20 – ზე მეტი საავტომობილო გზის აღდგენა იგეგმება. 

 

25-07-2017, 17:35  - ბატონიშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობა დაიწყო


ვახუშტი ბატონიშვილის ქუჩაზე მუნიციპალიტეტი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა ქუჩის 1კმ 500 მ. მონაკვეთზე მიმდინარეობს. ქალაქის ერთ – ერთ ცენტრალურ ქუჩაზე უკვე ასფალტის საფარის მოწყობის პროცესი დაიწყო.  საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები რეგიონული  განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 398 400 ლარს შეადგენს.სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შპს „ბორანი“ ახორციელებს.  საავტომობილო გზების აღდგენა ამჟამად ქალაქის რამდენიმე უბანსა და სოფელში მიმდინარეობს. წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენას  20 – ზე მეტ მისამართზე განახორციელებს.   

 

21-07-2017, 17:22  - 24 ივლისს ელექტროენერგია მომხმარებლებს შეზღუდვით მიეწოდებათ


24 ივლისს 10 : 30 – დან 18 : 00 საათამდე ენერგო – პრო ჯორჯიას ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და ტექნიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება წერეთლის, აღმაშენებლის, რობაქიძის ქუჩებს.  დენის მიწოდება ასევე შეეზღუდებათ შემდეგ სოფლებს: სასახლე; შიმშილაქედი; საზანო;  10 : 00 და 16 : 00 საათზე რამდენიმე წუთით ელექტროენერგია გაეთიშება დაახლოებით 2700 აბონენტს შროშაში, დილიკაურში, ბოსლევში და მის მიმდებარე სოფელბში. სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებლებს ენერგომომარაგება შვეულ რეჟიმში აღუდგებათ.

 

 

 

18-07-2017, 19:44  - ზესტაფონში ცურვის ფესტივალი გაიმართა


მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ზესტაფონში ცურვის ფესტივალი გაიმართა. მოყვარულ მოცურავეთა ფესტივალს შპს „ბლექსის“ საცურაო კომპლექსი მასპინძლობდა. ღონისძიებაში მონაწილეობას სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლები იღებდნენ. ფესტივალი მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და იმერეთის მხარის ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა. სპორტულ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე, გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძე და თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ადევნებდნენ თვალყურს. მათ დაჯილდოვების ცერემონიაშიც მიიღეს მონაწილეობა. ოლიმპიური კომიტეტის სერთიფიკატები და ჯილდოები მონაწილეებს იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რევაზ რობაქიძემაც გადასცა. ცურვის ფესტივალს შესაძლოა ამიერიდან ტრადიციული ხასიათი მიეცეს, ამის შესახებ დღეს ოლიმპიური კომიტეტისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

 

18-07-2017, 17:50  - ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სიგელი ზესტაფონელ რეგენტს


საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა  სალოტბარო სკოლის რეგენტს ლია ფცქიალაძეს  სამადლობელი სიგელი გადასცა. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ლია ფცქიალაძეს მიღწეული წარმატება მიულოცეს და საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეხვედრა მოუწყვეს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღრაძემ მადლობა გადაუხადეს მას ნაყოფიერი  მუშაობისა და საუკეთესო შედეგისთვის. სალოტბაროსკოლა 2015 წელსჩამოყალიბდამუნიციპალიტეტშისაქართველოსფოლკლორისსახელმწიფოცენტრისბაზაზედამისმთავარმიზანსხალხურიშემოქმედებისპოპულარიზაციაწარმოადგენს.

 

14-07-2017, 17:22  - 15 და 16 ივლისს სოფელ ბოსლევსა და ქვედა საზანოში ელექტროენეერგიის მიწოდება შეიზღუდება


15 და 16  ივლისს,  05 : 00 დან  – 15 : 00 საათამდე სოფელ ბოსლევსა და ქვედა საზანოს 110 აბონენტს,  სსენერგო-პროჯორჯიასელექტროგამანაწილებელქსელშიდაგეგმილიპროფილაქტიკურიდატექნიკურისამუშაოებისგამოდროებითშეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება. სამუშაოების დასრულებისთანავე, აბონენტებს ჩვეულ რეჟიმში აღუდგებათ ელექტროენერგიის მიწოდება.

 

14-07-2017, 14:49  - საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება


საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, როგორც ქალაქის, ასევე სოფლის გზებზემუნიციპალიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოებს ჩხეიძის მე – 5 შესახვევში, ცოტნეს ქუჩაზე და სოფელ რიდინაულში აწარმოებს. გზის რეაბილიტაციის პროცესს  თვითმმართველობის წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატი ადგილზე გაეცნენ. აღნიშნულ დასახლებებში 30 წელზე მეტია არ მოწესრიგებულა საგზაო ინფრასტრუქტურაწლის ბოლომდე მუნიციპალიტეტში 20 – ზე მეტი საავტომობილო გზია კეთილმოწყობა განხორციელდება.

 

7-07-2017, 14:40  - სოციალური პროექტი 2017 წელსაც განხორციელდება


სოციალური პროექტი, რომელიც უსახლკარო ადამიანთა საცხოვრისით უზრუნველყოფას ითვალისწინებს  მესამე წელია აქტიურად ხორციელდება მუნიციპალიტეტში.  შესაბამისი კომისია, რომელიც გამგეობისა და საკრებულოს წევრებით არის დაკომპლექტებული, ამჟამად პროგრამის ფარგლებში   2017 წლის  პროექტზე მუშაობს.  თავშესაფრის მოთხოვნით გამგეობას 2017 წელს 200 – ზე მეტმა  მოქალაქემ  მიმართა.  მას შემდეგ, რაც კომისია, ყველა შემოსულ განაცხადს განიხილავს, გადაწყდება ვინ ჩაერთვება მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტში.  2015 წელსსოციალური პროექტით 32 ადამიანმა ისარგებლა, აქედან 5 ოჯახს მუნიციპალიტეტმა საცხოვრებელი სახლები, ხოლო დანარჩენებს სამშენებლო მასალები შეუძინა. პროექტის უზრუნველსაყოფად 142 500 ლარი გამოიყო.  პროგრამა  აქტიურად ხორციელდებოდა 2016 წელსაც. საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამით 2016 წელს  73 ოჯახმა ისარგებლა.  პროგრამის დასაფინანსებლად  185 550 ლარი დაიხარჯა. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტმა 12 საცხოვრებელი სახლი შეიძინა. ( 5000 ლარი).  61 ოჯახს კი სამშენებლო მასალები შეუძინა. (სამშენებლო მასალების შესაძენად სხვადასხვა რაოდენობის თანხები 1000; 1500; 2000; 3500  მდე ლარი გამოიყო)

 

 

 

 

6-07-2017, 17:57  - მედალოსანთა დაჯილდოვება


რესურსცენტრში მედალოსანთა დაჯილდოვება შედგა.  2015 – 2016 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს კუთვნილი ჯილდოები მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ და  გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ გადასცეს.  დაჯილდოვების ცერემონიას საჯარო სკოლის დირექტორები, მოსწავლეთა მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.   მუნიციპალიტეტის  საჯარო და კერძო სკოლებს შორის  მედლის მფლობელი 79მოსწავლე გახდა. აქედან  ოქროს მედლით 58,  ხოლო  ვერცხლის მედლით 21მოსწავლე დაჯილდოვდა. დაჯილდოვება ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით მოეწყო.

 
უკან შემდეგი
>