By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

6-06-2017, 18:10  - სოფელ ალავერდში გზის კეთილმოწყობა დაიწყო


სოფელ ალავერდში გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. კეთილმოწყობას გზის 700 მეტრიანი მონაკვეთი ექვემდებარება და მისი ღირებულება 60 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.   პროექტის ნიხედვით, მზა სასაქონლო ბეტონი  სოფლის გზების მოსაწყობად ნაწილდება და ადგილობრივები მის დაგებას საკუთარი ძალებით ახდენენ. მიმდინარე წელს სასაქონლო ბეტონის შეტანა  8 სოფელშია დაგეგმილი.  ბეტონის შეტანას სოფლებში ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „ალპედე“ ახდენს. მიმნდინარე სამუშაოები დღეს გამგებლის მოადგილენ ნიკოლოზ კრავეიშვილმა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. 

 

6-06-2017, 11:22  - 20 ივნისს მუსიკალური ფესტივალი „ამღერებული იმერეთი“ ჩატარდება


2017 წლის 20 ივნისს,  ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის  სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდება მუსიკალური ფესტივალი „ამღერებული იმერეთი“. ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მომღერალ ოჯახებსა და ინდივიდუალურ შემსრულებლებს. მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა აქვს ფესტივალზე  ორი ან სამი  წარმომადგენლით ჩაერთოს. მსურველებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართონ ღონისძიების ხელმძღვანელს ნანა იამანიძეს. ტელ.: 599 80 08 10