By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

4-06-2017, 14:27  - ზესტაფონი უკვე 22 – ედ შოთა მაჭავარიანის რესპუბლიკურ ტურნირს მასპინძლობს ძიუდოში


შოთა მაჭავარიანის სახელობის ტურნირი უკვე 22 – ედ იმართება ზესტაფონში. სპორტის სასახლეში ჩემპიონატში საასპარეზოდ თავი სხვადასხვა რეგიონის 120 – მა მოჭიდავემ მოიყარა. გამარჯვებულები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან. ტურნირის დაარსების იდეა   სახელოვანი მოჭიდავის, შოთა მაჭავარიანის მეგობრების, მწვრთნელების, სასპორტო სკოლისაა და ოჯახის წევრების ინიციატივთ გაჩნდა. როგორც მისი ორგანიზატორები ამბობენ, სამომავლოდ ტურნირი საერთაშორისო მასშტაბების გახდება.

 

4-06-2017, 13:48  - აღმაშენებლისა და რუსთაველის შემაერთებელ გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო


აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩების შემაერთებელ მონაკვეთზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 28442 ლარს შეადგებს. გზის ასფალტირების სამუშაოებს შპს „ბორანი“ ახორციელებს.  2017 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე  7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მათ შორისაა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა, საყრდენი კედლებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია, სკვერებისა და ღამის განათებების მოწყობა.   2017  წელს  მუნიციპალიტეტში 17 – მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.