By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

31-03-2017, 12:07  - 30 მარტს ზესტაფონის სახელმწიფო თეატრში საპრემიერო ჩვენება გაიმართა


ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში საპრემიერო ჩვენება გამართა. მსახიობებმა მიხეილ ბულგაკოვის „ძაღლის გული“ წარმოადგინეს. სპექტაკლის რეჟისურის და ინსცენირების ავტორი  მამუკა ცერცვაძეა. საპრემიერო ჩვენებას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

 

30-03-2017, 16:16  - მშვიდობის კორპუსის მოხალისე პედაგოგი ახალგაზრდა პარლამენტარებს შეხვდა


მშვიდობის კორპუსის მოხალისე მასწავლებელი ნილი ქეისი ზესტაფონის მოსწავლე – ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა. შეხვდრის ფორმატი საგანმანათლებლო სფეროში  არსებულ გამოწვევებს ეხებოდა.  ისაუბრეს მომავალ თანამშრომლობებზეც. ნილი ქეისი მშვიდობის კორპუსის მისიით  მეორე წელია საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა ზესტაფონის მე – 7 საჯარო სკოლაში. პროექტის ფარგლებში ნილი, ინგლისური ენის უკეთ შესწავლის მიზნით, ადგილობრივ პედაგოგებს და მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში ეხმარება. 

 

29-03-2017, 17:37  - ე. წ. „სილამაზის ხიდზე“ განათების სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა


ქალაქის ორ სანაპიროსთან დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე განათების სისტემის  რეაბილიტაცია განხორციელდა. ძველი სანათები მთლიანად შეიცვალა ახალი თანამედროვე ტიპის ენერგოეფექტური სანათებით.  ე.წ. „სილამაზის ხიდზე“ 19 სანათი დამონტაჟდა, რომლის რეაბილიტაციაც დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრმა უზრუნველყო.   დასუფთავების სამსახურმა დღეს ასევე, ზესტაფონი – ხარაგაულის დამაკავშირებელ საავტომობილო მაგისტრალის ზესტაფონის მონაკვეთზე 19 ნაგავშემკრები ურნა განათავსა. 

 

29-03-2017, 10:53  - ზესტაფონის სპორტის სასახლეში 24 აპრილს რეგიონული ტურნირი გაიმართება ხელბურთში


ზესტაფონის სპორტის სასახლე  რეგიონალურ ტურნირს უმასპინძლებს ხელბურთში. სპორტულ ღონისძიებაზე ზესტაფონის ღირსებას მე – 7 საჯარო სკოლა დაიცავს. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მესამე სკოლის გუნდი დაამარცხეს და რეგიონული ტურის საგზური მოიპოვეს. რეგიონული ტურის თამაშები მიხეილ სალაძის სპორტულ – გამაჯანსაღებელ ცენტრში 24 აპრილს გაიმართება.

 

 

 

28-03-2017, 17:28  - ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა


2017 წლის 28 მარტიდან  ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა.

აღნიშნული თარიღიდან ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს

შესაძლებლობა ექნებათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნების ტერიტორიაზე:

(ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი,

მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი,

უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია, ბულგარეთი,

კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია).

 აღნიშნულიარვრცელდებადიდბრიტანეთისადაჩრდილოეთირლანდიისგაერთიანებულსამეფოსადაირლანდიაზე.

ამასთან, ბიომეტრიული პასპორტი გაცემული უნდა იყოს ბოლო 10 წლის განმავლობაში და

 

ძალაში უნდა იყოს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვების თარიღიდან არანაკლებ სამი თვე.

 

28-03-2017, 17:08  - საკრებულომ 2017 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხა გაზარდა


საკრებულოს გადაწყვეტილებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 678, 6 ათასი ლარი სხვადასხვა  ინფრასტრუქტურულ  პროექტებზე გადანაწილდება. მათ შორისაა ადმინისტრაციული ერთეულებისთვის გზის  მოსაწყობად სასაქონლო ბეტონის შეძენა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია, საყრდენი კედლებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მინი მოედნის რეაბილიტაცია, სოფელ ზორვეთში არსებული საბავშვო ბაღის კაპიტალური შეკეთება და ა. შ. დღის წესრიგის მიხედვით დეპუტატებმა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწყერიციხე – ლახუნდარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას დაუჭირეს მხარი.

 

28-03-2017, 12:16  - ფერეიდნელმა ქართველებმა კულტურისა და შემოქმედების ცენტრში კონცერტი გამართეს


  ფერეიდანში არსებულმა ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლმა „ფესვებმა“ კულტურის ცენტრში  საკუთარი თვითშემოქმედების საღამო წარმოადგინა. საკონცერტო პროგრამის რეპერტუარით  ცნობილი ფოლკლორული ჟანრის სიმღერები შეასრულეს სტუმრებმა. „ფესვები“, როგორც ფოლკლორული ანსამბლი, 6 თვის წინ ჩამოყალიბდა ფერეიდანში.  კონცერტის დასასრულს ანსამბლის წევრებს მიესალმა და სიგელები გადასცა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა.

„ფერეიდანელი ქართველების მიერ უცხოენოვან გარემოში 400 წლის მანძილზე მშობლიური ენის  და ფოლკლორის  შენარჩუნებას, ალბათ მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება. თქვენ შეძელით ეს და შეინარჩუნეთ ქართული ენის და ტრადიციების სიწმინდე. მინდა მადლობა გითხრათ ჩვენ ქალაქში სტუმრობისთვის, მადლობა იმისათვის, რომ გაგვხადეთ თანაზიარი თქვენეული საქართველო შეგვეგრძნო დღეს აქ, ამ სცენაზე. ნიშნად ჩვენი პატივისცემისა, თვითმმართელობის სახელით გადმოგცემთ  სიმბოლურ სიგელებს, რომელის ნახვის შემდეგ, ყოველთვის გაგახსენდებათ, იმერეთის ერთ – ერთი პატარა ქალაქი, რომელსაც ზესტაფონი ჰქვია“. 

 

27-03-2017, 12:28  - 80 – იანი წლების შემდეგ პირველად მეორე სვირისა და სადგურ სვირის გზის მშენებლობა განხორციელდა


მეორე სვირისა და სადგურ სვირის  გზის სამშენებლო სამუშაოები დასრულების სტადიაშია. წლის ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას ადგილზე  გაეცნენ და ადგილობრივებს შეხვდნენ  თვითმმართველობის წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატი. საავტომობილო გზას რეაბილიტაცია 80 – იანი წლების შემდეგ არ ჩატარებია, რის გამოც ბეტონის საფარი ფაქტობრივად განადგურებული იყო და მასზე გადაადგილება შეუძლებელი. მეორე სვირისა და სადგურ სვირის დამაკავშირებელი 7, 5 კმ – იანი გზის რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.  გზის კეთილმოწყობამდე, აღნიშნული მონაკვეთის დაფარვას თითქმის ნახევარი საათი ჭირდებოდა, რეაბილიტაციის შემდეგ კი აღნიშნული მონაკვეთის დაფარვა 10 წუთშია შესაძლებელი. 

 

24-03-2017, 19:10  - როდინაულში საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო


  სოფელ როდინაულში  მრავალწლიანი პაუზის შემდეგ საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო პროცესი დაიწყო. როდინაულის გზის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 5 468 323  ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია 15 კმ – მდე  გზის კეთილმოწყობა. მიწის ვაკისის აღდგენა, კიუვეტების გაწმენდა, გზის ზედაპირის აღდგენა არმირებული ბეტონის საფარით, მდინარე ყვირილაზე არსებული ხიდის   ასფალტო – ბეტონის საფარით მოწყობა, დაზიანებული მოაჯირების განახლება, საგზაო ნიშნების მოწყობა.  პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.  რეაბილიტირებული გზით სარგებლობას 6 სოფლის 1500 ოჯახი შეძლებს. როდინაულის გზის მშენებლობის სამუშაოები მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღრაძემ ზედამხედველობის სამსახურთან ერთად დაათვალიერა.

 

24-03-2017, 14:21  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტს 3 ახალი ნაგავმზიდი და 130 ნარჩენების კონტეინერი გადაეცა


ზესტაფონის მოსახლეობას   თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი 3 ახალი ნაგავმზიდი მანქანა  მოემსახურება. სპეციალური დანიშნულების ავტომობილებთან ერთად, მუნიციპალიტეტში აგრეთვე 130 ახალი საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერი განთავსდა. სპეციალური ტექნიკა ქალაქს  მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გადაეცა. ახალი ტექნიკა მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ,მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღრაძემ დაათვალიერა. ხელისუფლების წარმომადგენლება აღნიშნეს, რომ კეთილმოწყობისა და დასუფთევების სამსახურის ავტოპარკის განახლება, ხელს შეუწყობს დასუფთავების ხარისხის გაუმჯობესებას არა მარტო ქალაქის ტერიტორიაზე, უკვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებშიც. 

 
უკან შემდეგი
>