By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

28-02-2017, 15:45  - ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ტატო ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა


ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო მოეწყო. ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე  ღონისძიება მე – 2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს. ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ასევე გამოფენილი იყო ის მასალა,რომელიც ბიბლიოთეკის არქივში ინახება და ტატო ბარათაშვილის შემოქმედებას ეძღვნება. ღონისძიებას გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძეც ესწრებოდა. იუნესკომ ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი – დაბადებიდან 200 წლისთავი 2017 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა.

 

24-02-2017, 13:36  - საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას ხელისუფლებამ პატივი მიაგო


საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული ადამიანების ხსოვნას პატივი მიაგეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.  ხელისუფლებამ მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ყვავილებით შეამკო ეროვნული აჯანყებისთვის დახვრეტილი პირების ხსოვნის მონუმენტი, რომელიც დაბა შორაპანში მდებარეობს. დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად მამა გიორგიმ მათი სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

 

 „ჩვენ დღეს პატივი მივაგეთ ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ადამიანების ხსოვნას და გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება საქართველოს ერთიანობის იდეისათვის  შეწირული მებრძოლების მიმართ.“ ეს იყო დღეს დაბა შორაპანში შეკრებილთა ძირითადი გზავნილი საზოგადოებისადმი. 

 

23-02-2017, 15:53  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა სპეციალურ განცხადებას აკეთებს


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაყოფილი საქალაქო ბიბლიოთეკის ფართის გასხვისებასთან დაკავშირებით  სპეციალურ განცხადებას აკეთებს. მას შემდეგ, რაც ინტერნეტ საიტებზე გავრცელდა ინფორმაცია და  გარკვეული პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას,  თითქოსდა მუნიციპალიტეტის გამგეობამ კულტურულ – საგანმანათლებლო კერა გააუქმა მუნიციპალიტეტში და მოქმედი ბიბლიოთეკა დახურა. აღნიშნულთან დაკავშირებით ვაზუსტებთ.

 ზესტაფონის საქალაქო ბიბლიოთეკა, რომელიც ფუნქციონირება  დ. აღმაშენებლის ქუჩა N 19 –  ში საბიბლიოთეკო საქმიანობა შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე 2007 წელს შეწყვიტა.  ბიბლიოთეკის გაუქმების შემდეგ ქონება დარეგისტრირდა, როგორც არასაცხოვრებელი ფართი ყოფილი საქალაქო ბიბლიოთეკა საკადასტრო კოდით: N 32. 10. 07. 008.01. 501, დავით აღმაშენებლის N 19 – ში).

 

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, აღნიშნული ქონება შევიდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28.10. 2010 წლის განკარგულების შესაბამისად. გამგეობამ ობიექტი საჯარო აუქციონზე გასაყიდად 31.01. 2011 წელში გაიტანა. მისი საწყისი ფასი 426000 ლარით განისაზღვრა (ობიექტი არ გაიყიდა)

 

23-02-2017, 12:26  - ზესტაფონის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება


მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში  გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება.  გაზსადენი მაგისტრალის მშნებლობა ისეთ სოფლებში იგეგმება, რომლებიც პირველად ჩაერთვებიან  ქსელში.  მათ შორისაა ბოსლევი, როდინაული, ცხენთარო. დაგეგმილია ასევე პროცესის გაგრძელება იმ დასახლებებში, სადაც მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალი იყო დამონტაჟებული. გაზიფიცირების სამუშაოებთან დაკავშირებით მუნუციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ტარიელ თუთარაშვილი  „სოკარ  ჯორჯია გაზი“ –ს ზესტაფონის სერვის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ტერიტორიული ორგანოების პასუხისმგებელი პირებიც ესწრებოდნენ. გაზიფიცირება სოფლებში გაზაფხულიდან დაიწყება.

 

22-02-2017, 16:50  - სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდნენ


სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის  წარმომადგენლებმა „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში   ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან საინფორმაციო ხასიათის  შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ხარაგაულის მრჩეველთა საბჭოს წევრებიც ესწრებოდნენ. პროექტის მიზანია სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრების ჩართვა მუნიციპალიტეტის მიერ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში,ასევე საბჭოს მეშვეობით მოსახლეობასთან წინასწარი კონსულტაციების სხვადასხვა ფორმების გამოყენება, იმისათვის, რომ მოსახლეობას ქონდეს  სრულყოფილი ინფორმაცია თვითმმართველობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მეორე წელია რაც ჩამოყალიბდა და მის შემადგენლობაში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შედიან. ამდენად, მრჩეველთა საბჭო გამგებლის მუშაობაში ის სათათბირო ორგანოა, სადაც შესაძლებელია საზოგადოების სხვადასხვა ფენების პრობლემატიკის შესახებ ინფორმაციის უშუალო მიღება, გადაწყვეტილებების მიღებისას მისი გათვალისწინების მიზნით, ასევე, ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და დისკუსია მოქალაქეებთან.   

 

22-02-2017, 13:38  - „მოხალისეთა ერთიან ეროვნულ ბაზაში“ დარეგისტრირება 10 თებერვლიდან დაიწყება


საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის „მოხალისეობის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში შეიქმნა „მოხალისეთა ერთიანი ეროვნული ბაზა“. ბაზაში დარეგისტრირება შესაძლებელია მიმდინარე წლის 10 თებერვლიდან. (youth.gov.ge ( http:// youth.gov.ge/ home / http:// volunteers.gov.ge/). პროექტში დარეგისტრირების შესაძლებლობა აქვთ საქართველოს მასშტაბით მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს, რომლებიც შემდეგში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამიონისტროს მიერ ორგანიზებულ სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებებში, ასევე სხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყების მიერ გამართულ ღონისძიებებში. პროგრამის მიზანია ეროვნულ დონეზე მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით, მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა.

 

21-02-2017, 18:42  - მყარი ნარჩენების მართვის ახალ პროექტთან დაკავშირებით გამგეობაში საინფორმაციო – საკონსულტაციო შეხვედრა შედგა


მყარი ნარჩენების მართვის ახალი სისტემის ჩამოყალიბებასა და პროექტში მუნიციპალიტეტების   სამომავალო თანამშრომლობასა და მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობაზე გამგეობაში  დღეს  საინფორმაციო – საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. პროექტის შესახებ სასუბროდ  „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა“  და საკონსულტაციო კომპანია  PEM კონსალტის წარმომადგენლები გამგებლის მოადგილეს ნიკოლოზ კრავეიშვილს და  დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს შეხვდა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილ 8 – 10 რეგიონულ სანიტარულ ნაგავსაყრელს შორის, ქუთაისთან ახლოს იგეგმება პირველი ახალი რეგიონული პოლიგონის მშენებლობა. ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელი ხუთ გადამტვირთ სადგურთან ერთად  იმერეთისა და რაჭა – ლეჩხუმი – ქვემო სვანეთის რეგიონებს მოემსახურება. იმერეთის რეგიონული ნაგავსაყრელი ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. საპროექტო რეგიონების თითოეულ მუნიციპალიტეტთან აქტიური თანამშრომლობა იგეგმება.  

 

21-02-2017, 16:23  - კალათბურთის რეგიონალურ ტურნირზე მონაწილეობას მეშვიდე და ცხრაწყაროს სკოლის გუნდები მიიღებენ


სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული კალათბურთის ტურში  გოგონებს შორის  ცხრაწყაროს გუნდი  გახდა. ტურნირმა სტარტი 14 თებერვალს აიღო. შეხვედრებს მიხეილ სალაძის სპორტულ – გამაჯანსაღებელი ცენტრი მასპინძლობდა. ვაჟებს შორის კი უპირატესობა მეშვიდე საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. ჩემპიონატში მუნიციპალიტეტის 18 საჯარო სკოლა იყო  ჩართული. გამარჯვებულები ქუთაისში რეგიონებს შორის გასამართ ტურნირზე იასპარეზებენ. სპორტული ოლიმპიადა დღეს ფრენბურთის ტურით გაგრძელდა. თამაშებს მეორე საჯარო სკოლა მასპინძლობს. 

 

20-02-2017, 16:57  - სოფელ კვალითში ადმინისტრაციულ შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება


 სოფელ კვალითში  ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით შეიცვალა შენობის დაზიანებული სახურავი,რომელიც მოთუთიებული ლითონის სახურავით განახლდა.  ამჟამად კეთილმოწყობის სამუშაოები ადმინისტრაციული დაწესებულების ოთახებს უტარდება .  პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 17640 ლარს შეადგენს. ადმინისტრაციული შენობის მოწყობით სოფლის მოსახლეობა მათთვის საჭირო სერვისის მიღებას კომფორტულ გარემოში შეძლებს. ამასთან ერთად, მრავალი წლის მანძილზე მოუწყობელი სახელმწიფო შენობა ადმინისტრაციული შენობისთვის შესაფერ გარემოს დაიბრუნებს.

 

17-02-2017, 16:56  - მაჟორიტარი დეპუტატი სოფელ კვალითში გზის გაწმენდის სამუშაოებს დაესწრო


მუნიციპალიტეტში უხვად მოსული ნალექის გამო  საავტომობილო გზების გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სპეც ტექნიკა ქლაქის და სოფლის საავტომობილო  გზებს  თოვლის საფარისგან ასუფთავებს.გზის გაწმენდის სამუშაოებს სოფელ კვალითში მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიურ თოვას მუნიციპალიტეტისთვის სერიოზული პრობლემები არ შეუქმნია. მოსახლეობას ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.

 
უკან შემდეგი
>