By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

31-01-2017, 17:15  - გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა გზების გაწმენდის სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა


მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა თოვლის საფარისგან ტროტუარები და ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი გაწმინდეს. საჯარო მოხელეებმა დასუფთავების სამსახურთან ერთად, რომელიც დღეს ქუჩებში ტექნიკური მარილის მოყრის სამუშაოებს აწარმოებდა, თავადაც მიიღეს მონაწილეობა, რათა ქვეითად მოსიარულეებმა გადაადგილება თავისუფლად შეძლონ. სპეც ტექნიკა კი მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში ამ დრომდე აგრძელებს მუშაობას.

 

 

 

31-01-2017, 12:19  - ქალაქის ქუჩებში ტექნიკური მარილი იყრება


ქალაქის ქუჩებში ტექნიკური მარილი იყრება. კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური სამუშაოებს დღეს რამდენიმე ქუჩაზე ახორციელებდა. სამსახურის უფროსის განმარტებით, იმისათვის, რომ მოყინულ გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება არ შეიზღუდოს, ტექნიკური მარილის დაყრა ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში უხვად მოსული ნალექის გამო, ამ დროისთვის გაწმენდილია ადმინისტრაციულ ერთეულებში ცენტრალური და საუბნო გზები.  დარჩენილია რამდენიმე სასოფლო გზა, რომელიც უმოკლეს ვადებში გაიწმინდება. როგორც „ენერგო – პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები განმარტავენ დიდთოვლობას მუნიციპალიტეტში სერიოზული პრობლემები არ შეუქმნია. მათი ინფორმაციით ელექტროენერგია რამდენიმე აბონენტს არ მიეწოდება, დაზიანების ადგილებზე  ამ დრომდე მუშაობენ  მობილური ჯგუფები და  აღდგენითი სამუშაოები დღის ბოლომდე  დასრულდება.   

 

30-01-2017, 14:28  - გზების გაწმენდის სამუშაოები გრძელდება


მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის სამუშაოები გრძელდება. შესაბამისი ტექნიკა სოფლის ცენტრალურ საუბნო გზებს ასუფთავებს. სოფელ ზორვეთში გზის გაწმენდის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი და მოადგილე ნიკოლოლოზ კრავეიშვილი ადგილზე გაეცნენ. მათი განცხადებით სოფლებში  მობილიზებულია  ტექნიკა, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდეს  გზის გაწმენდის სამუშაოები. დაზიანებული ელექტროხაზების გამო რამდენიმე მაღალმთიან სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც „ენერგო – პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები განმარტავენ დაზიანების ადგილებზე  მობილური ჯგუფები მუშაობენ და დღის ბოლომდე დაზიანებების აღმოფხვრა დასრულდება.   

 

30-01-2017, 11:03  - მუნიციპალიტეტში უხვად მოსული ნალექის გამო გზის გაწმენდის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს


უხვად მოსულ ნალექის გამო  მუნიციპალიტეტში გზის გაწმენდის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. თოვლის საფარისგან გზის ცენტრალური მონაკვეთი, ხიდები და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები გაიწმინდა. შექმნილია საგანგებო შტაბი, სადაც ჩართულია, როგორც გამგეობა, ასევე საკრებულო და დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლობა.  გზის გაწმენდის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე და მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე გვიან ღამემდე ადევნებდნენ თვალყურს. შესაბამისი ტექნიკა ახლა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მუშაობს. 

 

27-01-2017, 16:58  - საკრებულომ 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა


საკრებულომ 2017 წლის პროგრამულ ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების თანახმად  მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობა 2377.3 ათასი ლარით გაიზარდა და ჯამში მისი ოდენობა 14391,8 ათას ლარს  შეადგენს.  ბიუჯეტის პარამეტრების ზრდა გასული  წლიდან, სახაზინო ანგარიშზე ნაშთად ასახული თანხების გადმოტანამ განაპირობა. გაზრდილი ფინანსები  სხვადასხვა კულტურული, სპორტული, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების კეთილმოწყობაზე   დაიხარჯება. მათ შორისაა გზების, საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხების მოწყობა. საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

 

24-01-2017, 17:22  - სოციალურ საკითხთა კომისიამ ჯანდაცვის ცენტრისა და სოციალური სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმინა


მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ სხდომა გამართა. დღის წესრიგის მიხედვით კომისიის წევრებმა ა (ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზესტაფონის მუნიციპალური ცენტრის“ 2016 წლის ანგარიში მოისმინეს. 2016 წლის ანგარიშით სხდომის წინაშე მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის სამსახურიც წარსდგა. სოციალური სამსახურის ინფორმაციით სხვადასხვა სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად ერთი წლის განმავლობაში 1,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რომლის ფარგლებში 5318 ადამიანს გაეწია დახმარება. 2016 წელს 619 ადამიანს დაუფინანსდა სამედიცინო მომსახურეობა, პროგრამის ფინანსური პაკეტით ამ დროისთვის 209655 ათასი ლარია ათვისებული. ერთჯერადი ფინანსური დახმარება 2994 ადამიანმა მიიღო, რომლის უზრუნველსაყოფად 486131 ათასი ლარი გამოიყო.

 

23-01-2017, 17:12  - ცხრაწყაროს საბავშვო ბაღის ახალ კორპუსში სასწავლო პროცესი განახლდა


სოფელ ცხრაწყაროში ახალი საბავშვო ბაღის შენობა დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ახალ კორპუსში სწავლის განახლება ბაღის პედაგოგებს და აღსაზრდელებს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს. საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა 2016 წელს დასრულდა. ახალი  დაწესებულება 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 319 352ლარს შეადგენს. ცხრაწყაროში საბავშვო ბაღის შენობა წლების განმავლობაში ავარიულ, სასწავლო პროცესისთვის შეუფერებელ გარემოში აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც ერთგვარ პრობლემებს უქმნიდა, როგორც აღსაზრდელებს, ასევე პედაგოგებს.    2015 წლის შემდეგ ეს უკვე მეექვსე საბავშვო ბაღია, რომლის მშენებლობაც  მუნიციპალიტეტში  განხორციელდა. ზესტაფონის თვითმმართველობამ  მთავარ გამოწვევად სწორედ საბავშვო ბაღების აგება,  რეაბილიტაცია დაისახა. ახალი კორპუსებში  ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მოზარდებმა სკოლამდელი აღზრდა სათანადო პირობებში მიიღონ.  

 

20-01-2017, 16:57  - საბავშვო ბაღის პერსონალს ბავშვთა დაცვის, ძალადობისა და რეფერირების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ


ბავშვთა დაცვის, ძალადობისა და რეფერირების საკითხებზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარდათ. 2 დღიანი სწავლება საბავშვო ბაღის პერსონალის ცნობიერების ამღლებას ემსახურებოდა ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე.  შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „world vision” - ის მიერ იყო ორგანიზებული. ტრენინგის ფარგლებში შემუშავდა რეფერირების სქემა, რომელიც ყველა საბავშვო ბაღის თანამშრომელს გააცნეს. 

 

16-01-2017, 16:11  - მუნიციპალიტეტის გამგეობამ მსახიობებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა


მუნიციპალიტეტის გამგეობამ  უშანგი ჩხეიძის სახელობის  სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს პროფესიული დღესასწაული, ქართული თეატრის დღე მიულოცა. კულტურის სამსახურის უფროსმა მაია ხვედელიძემ  და გამგებლის თანაშემწემ ტარიელ კახნიაშვილმა მსახიობებს სიმბოლური საჩუქარი, ყვავილები გადასცა და  შემოქმედებითი წინსვლა უსურვა თითოეულ მათგანს.   ზესტაფონის თეატრი 1939 წელს დაარსდა. თეატრის ახლანდელი შენობა კი 1962 წელს გაიხსნა, სადაც ბინა სახალხო თეატრმა დაიდო. 1964 წელს ზესტაფონის სახალხო თეატრს ოფიციალურად უშანგი ჩხეიძის სახელობის წოდება, ხოლო 1990 წლიდან კი ზესტაფონის თეატრს სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭა.

 

13-01-2017, 16:18  - 2017 წელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იქნება ორიენტირებული


2017 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მოსაწესრიგებლად  8 მილიონ ლარმდე დაიხარჯება. პრიორიტეტულ პროექტთა შორისაა საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა რეაბილიტაცია, სპორტული მოედნების აღდგენა, მრავალსართულიანი კორპუსების ეზოთა რეაბილიტაცია.  2017  წელს  მუნიციპალიტეტში 17 – მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. გაგრძელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის  საყავრიისა და კირკის უბნის წყალმომარაგებით უზრუნველყოფა.  ამჟამად მასშტაბური საინვესტიციო პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც 25 კმ. – იანი მონაკვეთის მშენებლობას ითვალისწინებს. ქსელის მოწყობის შემდეგ 1400 აბონენტი შეძლებს წყლის მიღებას. აღნიშნულ დასახლებას ცენტრალიზებულად სასმელი წყალი ათეულობით წლებია აღარ მიეწოდება.

 

 

 
უკან შემდეგი
>