By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

30-12-2016, 20:20  - საახალწლო საჩუქრები სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა და მეორე მსოფლო ომის მონაწილეებმაც მიიღეს


საახალწლო ნობათი სოციალურად დაუცველმა  ოჯახებმაც მიიღეს. ღონისძიებაში მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად მაჟორიტარი დეპუტატიც იღებდა.  საჩუქრები, რომელშიც სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტები იყო მოთავსებული  40 – ზე მეტ ოჯახს დაურიგდა.   საჩუქრები მიიღეს  მეორე მსოფლიო  ომის მონაწილეებმაც, რომელიც მათ საახალწლოდ  თავდაცვის სამინისტრომ  გაუკეთა. ადრესატებს კუთვნილი ნობათი ოჯახებში მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ერთად, მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ მიართვა. 

 

30-12-2016, 19:38  - საახალწლო საჩუქრები „ორიონელებს“


საახალწლო საჩუქრები ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ  „ორიონში“ დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა და მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ კულტურის სამსახურთან ერთად მიიტანა.  სასაჩუქრე ნაკრებში სხვადასხვა სახის სათამაშოები იყო მოთავსებული.  ღონისძიებაში  მონაწილეობას მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძეც იღებდა.  საჩუქრები  „ორიონში“ გაწევრიანებული ყველა ბავშვისთვის იყო განსაზღვრული.  

 

30-12-2016, 12:09  - იმერეთის ფეხბურთის ფედერაციამ „მარგვეთი 2006“ –ს ფეხბურთელები დააჯილდოვა


იმერეთის ფეხბურთის ფედერაციამ „მარგვეთი 2006“ – ის ფეხბურთელები დააჯილდოვა. დაჯილდოვების ცერემონიაში ფედერაციის ახლადარჩეული პრეზიდენტი დავით რუხაძე იღებდა მონაწილეობას. ღონისძიება მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომა დარბაზში შედგა და მას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. „მარგვეთი 2006“ – მა სულ ცოტა ხნის წინ გარდამავალ შეხვედრაში წარმატებულად იასპარეზა და  ლიგა  I – ის საგზურის მოპოვება შეძლო. 

 

29-12-2016, 19:39  - საახალწლო საჩუქრები „კათარზისში“ მაჟორიტარმა დეპუტატმა მიიტანა


საახალწლო საჩუქრების დარიგება მინიციპალიტეტში გრძელდება. პროგრამის ფარგლებში საახალწლო ნობათს სოციალურად დაუცველი ოჯახები მიიღებენ. საჩუქრები დღეს სათნოების სახლის,  „კათარზისის“ წარმომადგენლებმა მიიღეს. სასაჩუქრე ნაკრებში სხვადასხვა სახის პროდუქტები იყო მოთავსებული. ღონისძიება ტრადიციულია და ის ყოველწლიურად ხორციელდება მუნიციპალიტეტში. საჩუქრების დარიგების ცერემონიაში მონაწილეობას მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძეც იღებდა. 

 

29-12-2016, 19:03  - სოციალური პროექტით ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა 48 ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფა განახორციელა


 სოციალური პროექტის ფარგლებში უსახლკარო ოჯახებისთვის შეძენილი და კეთილმოწყობილი სახლები ადგილობრივიმა თვითმმართველობამ და მაჟორიტარმა დეპუტატმა მოინახულა. ხელისუფლების წარმომადგენლები დაინტერესდნენ როგორ შეიცვალა სოციალური მდგომარეობა იმ ოჯახებისა, მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტმა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროექტის პროგრამის  ფარგლებში განახორციელა.  პროგრამა უკვე მეორე წელია აქტიურად ხორციელდება ზესტაფონში, რომელიც უსახლკარო ადამიანთა საცხოვრისით  უზრუნველყოფას ითვალისწინებს. 2015 წელს სოციალური პროექტით 32 ადამიანმა ისარგებლა, აქედან 5 ოჯახს მუჯნიციპალიტეტის გამგეობამ საცხოვრებელი სახლი, ხოლო დანარჩენებს სამშენებლო მასალები შეუძინა. პროექტის უზრუნველსაყოფად 2015 წელს 142 500 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წელს  საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამით 48 ოჯახმა ისარგებლა.  პროგრამის დასაფინანსებლად  132 200 ლარი გამოიყო.

 

 

 

28-12-2016, 16:02  - გიორგი გლოველს „დურუჯის“ პრემია მიენიჭა


ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობა ულოცავს უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობს  გიორგი გლოველს წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინიაციაში გამარჯვებას  და „დურუჯის“ პრემიის მოპოვებას. გიორგი გლოველი ერთ – ერთი გამორჩეული   წარმომადგენელია ზესტაფონელ თეატრალთა შორის, რომელსაც მრავალი საინტერესო როლი აქვს განსახიერებული. სწორედ მის მიერ შექმნილი მაღალპროფესიული, თემატურად მრავალფეროვანი და უშუალო სახეების გამო შეიყვარა იგი მაყურებელმა.  ვუსურვებთ მას აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას  და წარმატებებს. ჩვენ მისგან კიდევ ბევრ და საინტერესო როლს ველოდებით.

 

22-12-2016, 16:42  - ტარიელ თუთარაშვილმა ჭადრაკის ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა


ჭადრაკის ტურნირის გამარჯვებულებს  მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა ფულადი ჯილდოები  გადასცა და მიღწეული წარმატება მიულოცა.  მუნიციპალური პირველობა ჭადრაკის ფედერაციისა და გამგეობის  ერთობლივი ძალისხმევით  მოეწყო.  ჩემპიონატი ტრადიციულია და ის ყოველ წელს იმართება. მიმდინარე გათამაშებაში პირველობისთვის 18 მოჭადრაკე იბრძოდა.  ტურნირის ლიდერი  გიორგი ჭანტურიძე გახდა, მეორე ადგილი ნიკოლოზ გავაშელაშვილმა, ხოლო მესამე ადგილი ნიკა ნიკოლეიშვილმა მოიპოვა. პრიზები გამარჯვებულებისთვის  ზესტაფონის ჭადრაკის ფედერაციასაც ჰქონდა დაწესებული. 

 

22-12-2016, 12:57  - სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად 1,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა


სხვადასხვა სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად ერთი წლის განმავლობაში 1,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რომლის ფარგლებში 5318 ადამიანს გაეწია დახმარება. მუნიციპალიტეტში უკვე მეორე წელია ხორციელდება მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი, რომელიც უსახლკარო ადამიანთა საცხოვრისით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. გასულ წელს სოციალური პროექტით 32 ადამიანმა ისარგებლა. პროგრამა მიმდინარე წელსაც აქტიურად ხორციელდება. მიმდინარე წელს უსახლკარო ადამიანთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამით 48 ოჯახმა ისარგებლა. პროგრამის დასაფინანსებლად 132 200 ლარი გამოიყო. 2016 წელს 619 ადამიანს დაუფინანსდა სამედიცინო მომსახურეობა, პროგრამის ფინანსური პაკეტით ამ დროისთვის 209655 ათასი ლარია ათვისებული. ერთჯერადი ფინანსური დახმარება 2994 ადამიანმა მიიღო, რომლის უზრუნველსაყოფად 486131 ათასი ლარი გამოიყო. ეპილეფსია და პარკინსონით დაავადებულთა უფასო მედიკამენტებით 320 მოქალაქემ ისარგებლა (თანხით 58370 ათასი ლარი);

 

21-12-2016, 17:42  - საახალწლო ღონისძიებების პროგრამა


ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობა გილოცავთ დამდეგ შობა – ახალ წელს და გეპატიჟებათ საახალწლო კონცერტებზე.

27, 29 და 30 დეკემბერს საახალწლო საკონცერტო პროგრამაზე კულტურისა და შემოქმედების ცენტრი გიმასპინძლებთ. ღონისძიებები 27 დეკემბერს 15 : 00 საათზე, ხოლო 29 და 30 დეკემბერს 16 : 00 სთ დაიწყება.

31 დეკემბერს კი ღია ცის ქვეშ, სახელმწიფო თეატრის წინ, პოპულარული ქართველი მომღერლების მონაწილეობით გრანდიოზული კონცერტი გაიმართება. ორსაათიან პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ქართული და უცხოური სიმღერები. საახალწლო კონცერტზე   ლევან გვაზავა, გოჩა ჭაბუკაიძე, მირანდა მაისურაძე, ნათია ქოროღლიშვილი, რუსუდან სერგია და გიორგი შანიძე იმღერებენ. კონცერტი  ფეიერვერკით დასრულდება.

 

 

 

20-12-2016, 12:32  - წარმატებული მოჭიდავე გამგეობის გადაწყვეტილებით ფულად ჯილდოს მიიღებს


მუნიციპალიტეტის გამგებელი  ტარიელ თუთარაშვილი  წარმატებულ სპორტსმენს  ალექსი სვიანაძეს შეხვდა.  ალექსი სვიანაძემ კვიპროსში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობა სამბოში მესამე ადგილის დაკავება შეძლო. ის უკვე მესამე წელია საქართველოს ნაკრების წევრად ირიცხება. გამგეობის გადაწყვეტილებით ალექსი სვიანაძე ფულად ჯილდოს მიიღებს 300 ლარის ოდენობით. სპორტსმენს მიღწეული წარმატება გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ კულტურის სამსახურთან ერთად მიულოცა. 

 
უკან შემდეგი
>