By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

28-10-2016, 16:53  - ფეროშენადნობთა ქარხანას 83 წლის იუბილე მუნიციპალიტეტის გამგებელმა მიულოცა


 ფეროშენადნობთა  ქარხნის დაარსებიდან  83 წლის იუბილე საწარმოს თანამშრომლებს ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა მიულოცა. გამგებელმა წარმატებები უსურვა ქარხანაში დასაქმებულებს და ფეროშენადნობთა ქარხნის მნიშვნელოვან როლზე  ისაუბრა ქართულ ეკონომიკაში. „ფეროშენადნობში მიღებული პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე მაღალი კონკურენტუნარიანობით სარგებლობს, რაც საწარმოს საქართველოს ლიდერ ექსპორტიორთა შორის მუდმივად უნარჩუნებს სათანადო ადგილს.  ფეროშენადნობთა  პროდუქციის  წარმოება საქართველოს ეკონომიკის ლიდერი დარგია,  რაც ესოდენ მნიშვნელოვანია  ზესტაფონისთვის. საგულისხმოა ისიც, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის საკმაოდ მოცულობითი  სეგმენტი, სწორედ ფეროშენადნობშია დასაქმებული.   მე წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მათგანს და ქარხანას, რომელიც თავისი ბრენდის ქვეშ ყოველწლიურად რამდენიმე ათასს ტონა პროდუქციას აწარმოებს და  საერთაშორისო ბაზარზე  ღირსეული ადგილი უჭირავს, არასოდეს დაეკარგოს თავისი ნიშა“. ქარხნის იუბილეზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 30 ოქტომბერი  საქართველოში „ქართული მეტალურგიის დღედ“ დაწესდეს.

 

 

 

27-10-2016, 16:04  - საბავშვო ბაღებს შორის კულინარიული კონკურსი მოეწყო


საბავშვო ბაღებს შორის კულინარიული კონკურსი „პატარა მზარეულები“  მოეწყო. კულინარიულ დუელში  17 საბავშვო ბაღის 5 დან  6 წლამდე ასაკის მოზარდები იყვნენ ჩართული. კონკურსის პირობების მიხედვით თითოეულ მათგანს სალათი, ნუგბარი და ხილის ასორტი უნდა მოემზადებინა. კონკურსის მონაწილეებმა სიგელები და ფასიანი საჩუქრები მიიღეს, რომელიც მათ მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ გადასცა. კულინარიული კონკურსი  მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.

 

 

26-10-2016, 17:04  - ბარნოვის ქუჩაზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო


ბარნოვის ქუჩაზე საავტომობილო გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. საგზაო საფარის აღდგენას ქუჩის 700 მეტრიანი მონაკვეთი ექვემდებარება. პროექტის მიხედვით  საავტომობილო გზის ერთ ნაწილში, სახანძრო სამსახურისა და საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ბეტონის საფარი დაიგება. ბარნოვის ქუჩას 80 იანი წლების შემდეგ არ ჩატარებია სარეაბილიტაციო სამუშაოები. გზის  კეთილმოწყობა რეგიონული განვითარების  ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. რეაბილიტაციის პროცესს „საპოვნელა +“ ახორციელებს. მხოლოდ 2016 წელს მუნიციპალიტეტმა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 20 – ზე მეტ მისამართზე განახორციელა. წლის ბოლომდე ასევე ღამბაშიძის ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება. 

 

17-10-2016, 12:03  - საჭადრაკო ტურნირში „ზესტაფონი 2016“ გარდამავალი თასი მსოფლიო ჩემპიონმა მერი არაბიძემ აიღო


ჯემალ მახათაძის სახელობის საჭადრაკო ტურნირი „ზესტაფონი 2016“ დასრულდა. ტურნირი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მიმდინარეობდა და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 100 – ზე მეტი მოჭადრაკე ასპარეზობდა. გათამაშდა ჯემალ მახათაძის სახელობის გარდამავალი თასი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონს, მერი არაბიძეს ერგო. თასის გათამაშებაში დიდოსტატი მოჭადრაკეები ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, მსოფლიო ჩემპიონი მერი არაბიძე, სამტრედიის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი კობა ძიძიგური და ზესტაფონის ჭადრაკის ფედერაციის პრეზედენტი თამაზ აბესაძე მონაწილეობდა. პირველად, ზესტაფონის საჭადრაკო ცხოვრების ისტორიაში მასტერკლასი და თამაშის სეანსები გამართა პატარა მოჭადრაკეებთან მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა მაია ჩიბურდანიძემ. 

 

15-10-2016, 16:34  - საჭადრაკო ტურნირი „ზესტაფონი 2016“ გაიხსნა


სპორტის სასახლეში ჯემალ მახათაძის სახელობის საჭადრაკო ტურნირი „ზესტაფონი 2016“ გაიხსნა. ტურნირი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მიმდინარეობს და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 100 – ზე მეტი მოჭადრაკე ასპარეზობს. ჩემპიონატის ფორმატის მიხედვით ხვალ 16 ოქტომბერს ტურნირში საქვეყნოდ ცნობილი დიდოსტატი მოჭადრაკეები ჩაერთვებიან. გათამაშდება ჯემალ მახათაძის სახელობის გარდამავალი თასი, რომელსაც ზედიზედ სამჯერ გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს. ტურნირის მონაწილეებისა საუკეთესო მწვრთნელებისათვის ასევე დაწესებულია დიპლომები, მედლები და ფულადი პრიზები. ჯემალ მახათაძის სახელობის ტურნირი უკვე მეორედ იმართება ზესტაფონში და მისი ორგანიზატორია მუნიციპალიტეტი, იმერეთისა და ზესტაფონის ჭადრაკის ფედერაციები.

 

15-10-2016, 16:04  - სასპორტო სკოლაში ნიკოლოზ ქოჩიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა ძიუდოში


სიმონ საყვარელიძის სახელობის სასპორტო სკოლა ნიკოლოზ ქოჩიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობდა ჭიდაობა ძიუდოში. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 130 –მდე მოჭიდავე იღებდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებმაც სხვადასხვა სინჯის მედლები და დიპლომები მიიღეს. ნიკოლოზ ქოჩიაშვილი საქართველოს და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახლდათ. მისი სახელობის ტურნირი თავდაპირველად 90 – იან წლებში დაწესდა ზესტაფონში. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ მუნიციპალიტეტის ძალისხმევით ტურნირი გასულ წელს აღდგა. მიმდინარე ჩემპიონატში მონაწილეობას 10 ქალაქი იღებდა.

 

12-10-2016, 12:23  - ბატონიშვილის ქუჩაზე გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს


ბატონიშვილის ქუჩის პირველ შესახვევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომელიც გზის ბეტონის საფარით მოწყობას ითვალისწინებს და მისი ღირებულება 74256 ათას ლარს შეადგენს. კეთილმოწყობას გზის 475 მეტრიანი მონაკვეთი ექვემდებარება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „საპოვნელა +“ ასრულებს. გარდა აღნიშნული ქუჩისა, ასევე მიმდინარეობს ღამბაშიძისა და ბარნოვის ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები. ორივე ქუჩაზე რამდენიმე დღეში საგზაო საფარის ასფალტირება დაიწყება. 2016 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტმა 20 – ზე მეტ მისამართზე განახორციელა.

 

7-10-2016, 15:19  - ევროპის ჩემპიონს კარატეში მუნიციპალიტეტის გამგებელმა უმასპინძლა


მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი ევროპის ჩემპიონს კარატეში ტატო სამხარაძეს შეხვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა. წარმატებულმა სპორტსმებმა მუნიციპალიტეტის სახელით ფულადი ჯილდოც მიიღო. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 6 კაციანი შემადგენლობით წარსდგა. გუნდის შემადგენლობაში ირიცხებოდა ტატო სამხარაძეც, რომელმაც 3 მედალი მოიპოვა. ოქროს მედალი ტატო სამხარაძემ აბსოლუტურ კატეგორიაში, ვერცხლის მედალი თავის წონით კატეგორიაში, ხოლო ბრინჯაოს მედალი გუნდურ ასპარეზობაში მიიღო. სპორტსმენის ჩემპიონატზე გამგზავრების ხარჯებზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ იზრუნა.

 

6-10-2016, 20:32  - ოლიმპიზმისა და სპორტის დღე ზესტაფონში


ოლიმპიზმისა და სპორტის დღე ზესტაფონში მუსიკალური ღონისძიებით აღინიშნა. კვალითის დასახლებაში ღია ცის ქვეშ კონცერტი მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობას კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი და სხვა ინდივიდუალური შემსრულებლებიც იღებდნენ. კონცერტის მიმდინარეობისას გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ ევროპის ჩემპიონი კარატეში ტატო სამხარაძე თვითმმართველობის სახელით ფულადი პრიზით დააჯილდოვა.

 

6-10-2016, 17:50  - როდინაულში რძის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულში რძის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა. საწარმო 15 ფერმერისგან შედგება, რომლის ძირითად საქმიანობას რძის ქარხნული ტექნოლოგიებით გადამუშავება, იმერული ყველის, მაწონის, ნადუღის და სხვა რძის პროდუქტების წარმოება წარმოადგენს. პროექტი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ((ENPARD) ფარგლებში დაფინანსდა. კოოპერატივი „ზესტაფონური“ 2016 წლის იანვარში შეიქმნა, რომელიც 145 000 ლარის ოდენობის გრანტით დაფინანსდა. პრეზენტაციას ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გელეგაშვილი და იმერეთის სამხარეო ადმ ინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 
უკან შემდეგი
>