By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

31-08-2016, 15:30  - სოფელ ფუთში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს


სოფელ ფუთში საავტომობილო გზის  აღდგენის  სამუშაოები დაიწყო. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა   გზის ასფალტის საფარით მოწყობას ითვალისწინებს. რეაბილიტაციას  საავტომობილო გზის 1500 მეტრიანი  მონაკვეთი ექვემდებარება, რომლის ღირებულება 248 500 –  მდე ლარს შეადგენს.  პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „საპოვნელა +“ ახორციელებს. საგზაო საფარის მოწყობის სამუშაოებს  გამგებლის მოადგილე  ნიკოლოზ კრავეიშვილი  და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი  გოჩა კაკოიშვილი ადგილზე გაეცნო.  გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.  

 

25-08-2016, 17:06  - მრავალსართულიანი კორპუსების ეზოებს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება


ინფრასტრუქტურულ პროექტთა შორის მუნიციპალიტეტის გამგეობა მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ეზოების მოწყობა ასფალტის საფარით ხდება. რეაბილიტაციას 6 მრავალსართულინი ბინის შიდა ეზო ექვემდებარება. მათ შორისაა აღმაშენებლის, მეგობრობის, ჭანტურიას და კეკელიძის ქუჩები. ეზოების კეთილმოწყობასთან ერთად ღამის განათების ქსელის მოწესრიგებაც არის დაგეგმილი. სამუშაოებს შპს „კლადნეფტპროდუქტი“ ახორციელებს. ეზოების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 112 144 ლარი დაიხარჯება. ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დღეს გამგებლის მოადგილემ ნიკოლოზ კრავეიშვილმა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გოჩა კაკოიშვილმა დაათვალიერა.

 

18-08-2016, 16:12  - ზესტაფონში მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება


ზესტაფონში მასშტაბური  საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო.  მრავალწლიანი პაუზის შემდეგ მუნიციპალიტეტში  სადგურ სვირისა და მეორე სვირის და როდინაულის საავტომობილო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  სადგურ სვირსა და მეორე სვირის პროექტის ღირებულება 2 885 382   ხოლო როდინაულის გზის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 4 377 068 ლარს შეადგენს.  პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია მიწის ვაკისის აღდგენა, კიუვეტების გაწმენდა, გზის ზედაპირის აღდგენა არმირებული ბეტონის საფარით, მდინარე ყვირილაზე არსებული ხიდის   ასფალტო – ბეტონის საფარით მოწყობა, დაზიანებული მოაჯირების განახლება, საგზაო ნიშნების მოწყობა.  პროექტები მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.     

 

 

 

17-08-2016, 12:48  - საგზაო ინფრასტრუქტური მოწესრიგება 14 მისამართზე დასრულებულია


2016 წელს საგაზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მუნიციპალიტეტმა 14 მისამართზე განახორციელა.  გზების რეაბილიტაცია სოფელ საზანოში, ზორვეთში, ბოსლევში,როდინაულში,  ქვედა საქარაში, ილემში,  წიფლავაკეში, კლდეეთში, კვალითში,  არგვეთაში, შორაპანში, გიორგი ნიკოლაძის, უზნაძისა  და  კვანტრიშვილის ქუჩებზე დასრულებულია. დასრულების სტადიაშია გურამიშვილის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები.  გარდა აღნიშნული პროექტებისა მიმდინარე წლის ბოლომდე    სოფელ ფუთისა და ბარნოვის საავტომობილო გზების რეაბილიტაცია იგეგმება.  საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 2 470 000 ლარამდე  იხარჯება. 

 

13-08-2016, 10:18  - ზესტაფონში ელექტრონული მუსიკის საღამო მოეწყო


 ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ზესტაფონში მასშტაბურად აღინიშნა.   მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ღია ცის ქვეშ  ელექტრონული მუსიკის საღამო მოეწყო.   ქართულ და უცხოური პოპულარული კლუბური მუსიკის სინთეზს  დამსწრე საზოგადოებას  DJ  ნიკა ქურცაკაშვილი სთავაზობდა. კონცერტი საღამოს 9 საათზე დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა. ელექტრონული მუსიკის საღამო ფეიერვერკით დასრულდა.

 

 

12-08-2016, 17:15  - მიწის უფასოდ დარეგისტრირების კანონპროექტთან დაკავშირებით გამგეობაში შეხვედრა გაიმართა


მიწის უფასოდ დარეგისტრირების კანონპროექტთან დაკავშირებით გამგეობის სხდომათა დარბაზში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსმა დავით კალანდაძემ გამგებლის წარმომადგენლებს ადმისტრაციულ ერთეულებში კანონპროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან სრულად ამოქმედდა კანონპროექტი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს. ცვლილების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები  ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ.  მოსახლეობა უფასო მომსახურეობით ერთი წლის განმავლობაში ისარგებლებს. 

 

10-08-2016, 17:00  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება N44 21


05/08/2016

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 17 ივნისის N44 14 განკარგულებაში „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების (პლაკატების) განთავსების რეგულირების შესახებ“ ცვლილებების შეტანის შესახებ

 

   „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ საქართველოს კანონის 63–ე მუხლის შესაბამისად: 

 

10-08-2016, 16:45  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება N44 14


17/06/2016

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების

(პლაკატების) განთავსების რეგულირების შესახებ

 

    საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს  61-ე მუხლის მეორე ნაწილის და „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს 46-ე მუხლის მე-4  ნაწილის შესაბამისად:

 

10-08-2016, 16:38  - სოფლის გუნდებს შორის მინი ფეხბურთი იწყება


მუნიციპალიტეტის სოფლის გუნდებს შორის მინი ფეხბურთში ტურნირი იწყება.    ტურნირის მონაწილე გუნდებისთვის  გამგეობის სხდომათა დარბაზში დღეს სპორტული ინვენტარის გადაცემა  მოხდა. ჩემპიონატში ყველა სოფლის გუნდი ჩაერთვება. სპორტული ღონისძიების ფინალურ  ტურს სპორტის სასახლე უმასპინძლებს. გამარჯვებულები გარდამავალი თასითა და მედლებით დაჯილდოვდებიან. ტურნირის ორგანიზატორია გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.

 

 

 

8-08-2016, 13:39  - საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას ხელისუფლებამ პატივი მიაგო


საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის  დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა გვირგვინით შეამკო აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლის ზაზა ფერაძის სახელობის მემორიალი.  საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა მამა დავითმა. მემორიალთან ზაზა ფერაძის ოჯახის წევრებიც იყვნენ შეკრებილი. ზაზა ფერაძე 1973 წლის 16 თებერვალს, შორაპანში დაიბადა. ის 2008 წლის აგვისტოს ომში  დაიღუპა გმირულად, როცა  თავისი დაჭრილი თანამებრძოლების დასახმარებლად მესამედ  შებრუნდა ფრონტის ხაზზე. ზაზა ფერაძის ქალიშვილი ანასტასია მამის გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ დაიბადა. დემეტრე კი მაშინ წლის და ოთხი თვის იყო. ზაზა ფერაძე  გარდაცვალების შემდეგ  ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით  დაჯილდოვდა. 

 
უკან შემდეგი
>