By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

29-07-2016, 18:22  - ანსამბლი „ზესტაფონი“ „ჩექ ინ ჯორჯია“ – ზე მეორედ წარსდგა


კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის  ანსამბლი „ზესტაფონი“ „ჩექ ინ  ჯორჯია“ – ს პროექტის ფარგლებში საკონცერტო პროგრამით ბათუმის ბულვარში  უკვე მეორედ წარსდგა.  ანსამბლმა პროექტში  განმეორებით მიწვევა კულტურის სამინისტროსგან წინა კონცერტზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ მიიღო. „ზესტაფონს“ რეპერტუარში ხალხური სიმღერები, საეკლესიო საგალობლები და საცეკვაო ნომრები ჰქონდა წრმოდგენილი.

 

29-07-2016, 15:56  - განახლებული სპორტული მოედნები თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოინახულეს


განახლებული  საფეხბურთო მოედნები  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა რამდენიმე მისამართზე მოინახულეს და სტადიონზე შეკრებილ ახალგაზრდებს სპორტული აქსესუარები გადასცეს. მუნიციპალიტეტი „ცხოვრების ჯანსაღი წესის“ ფარგლებში მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა სპორტულ აქტივობას. მათ შორისაა საფეხბურთო მოედნების აღდგენა  – რეაბილიტაცია.  მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში ახალი სპორტული მოედნების აგება – კეთილმოწყობა რამდენიმე მისამართზე დასრულდა მათ შორისაა  კვალითის დასახლება, სოფელი დილიკაური და შროშა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა აღმაშენებლის, რუსთაველის, და დუმბაძის ქუჩაზე მდებარე სტადიონებს. ყველა არსებულ ობიექტზე მოეწყო ძირითადი ფუძე ბეტონის საფარით, სადაც დაიგო კომბინირებული ხელოვნური საფარი. ტერიტორია შემოიღობა მავთულბადით. განახლდა სტადიონზე არსებული ინფრასტრუქტურაც. პროექტების ფინანსური უზრუნველყოფის თვალსაზრისით მხოლოდ მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 145 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. 

 

27-07-2016, 15:04  - 2016 წელს ზესტაფონში 15 – ზე მეტი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდება


მიმდინარე წელს  მუნიციპალიტეტში 15  – ზე მეტი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდება. საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები დასრულებულია სოფელ კლდეეთში, წიფლავაკესა და არგვეთაში. დასრულების პროცესშია გაჩეჩილაძის, კვანტრიშვილის, გურამიშვილის,   სოფელ ილემის, ბოსლევის, ზორვეთის გზის კეთილმოწყობის სამუშაოები.    მათ შორისაა გ. ნიკოლაძის ქუჩა, სადაც გზის რეაბილიტაცია 1400 მეტრიან მონაკვეთზე  მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 274432 ლარს შეადგენს.  საგზაო საფარის აღდგენის სამუშაოებს გამგებლის მოადგილე ნიკოლოზ კრავეიშვილი და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გოჩა კაკოიშვილი ადგილზე გაეცნო. გზის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „საპოვნელა +“ ახორციელებს. გარდა აღნიშნულისა მიმდინარე წელს დაგეგმილია ასევე სოფელ ფუთისა და ბარნოვის საავტომობილო გზის აღდგენაც. 

 

26-07-2016, 12:47  - სექტემბერში ზესტაფონი მასობრივი სახალხო დღესასწაულების მასპინძელი იქნება


სახალხო დღესასწაული  „სულიკო 2016“ – ისთვის მზადება დაიწყო. ქართულის სიმღერის ფესტივალს   ცხრაწყაროს ღია თეატრონი მიმდინარე წლის 24 სექტემბერს უმასპინძლებს.  თვის  მიწურულს  მუნიციპალიტეტი  კიდევ ორი მასშტაბური ტრადიციული ღონისძიებების  მასპინძელი იქნება. 25 სექტემბერს ქალაქში „ზესტაფონლობისა“ და „ღვინის ფესტივალი“ – ს გამართვა იგეგმება. მუნიციპალიტეტისთვის კულტურულ მემკვიდრეობათა შორის  გამორჩეულია სახალხო დღესასწაული „სულიკო“ . ქართული  სიმღერების ფესტივალს 80 – იან წლებში ჩაეყარა საფუძველი.    ყოველის წლის შემოდგომაზე სოფელ ცხრაწყაროს ღია თეატრონი ფესტივალის ფარგლებში კრებს  მუსიკალურ კოლექტივებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ხალხური სიმღერების ფესტივალი ერთგვარი სავიზიტო ბარათია მუნიციპალიტეტისთვის. მისი აღნიშვნა ტრადიციულად   შემოდგომაზე ვარინკა წერეთლის მშობლიურ სოფელში ცხრაწყაროში ხდება.    „ვარინკობის“ დღესასწაულის აღნიშვნა „სულიკოს“ ავტორის ვარინკა წერეთლის ხსოვნის უკვდავსაყოფად იმართება.

 

22-07-2016, 18:16  - მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა გამგეობაში სამუშაო შეხვედრა გამართეს


მუნიციპალიტეტის სოციალური ანგარიშვალდებულების პროფილის გაზრდაზე გამგეობის სხდომათა დარბაზში დღეს შეხვედრა შედგა. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის მომსახურეობის ეფექტურობის გაუმჯობესებას, ადგილობრივი ხელისუფლების და მომსახურეობის მომწოდებელთა საქმიანობის და ვალდებულებების ეფექტურობის გაზრდას ითვალისწინებს.  მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა იმ პროექტებზეც ისაუბრეს, რომელიც მიმდინარე წელს სწორედ მგფ დაფინანსებით ხორციელდება ზესტაფონში. 

 

21-07-2016, 16:27  - წლის შემაჯამებელი კონცერტი კულტურისა და შემოქმედების ცენტრში


კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ზესტაფონი“ საზოგადოების წინაშე საანგარიშო კონცერტით წარსდგა. ანსამბლმა წლის შემაჯამებელ კონცერტზე აუდიტორიას განახლებული რეპერტუარი შესთავაზა.  საკონცერტო პროგრამა დაახლოებით  ორ საათს გრძელდებოდა. კონცერტს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

 

20-07-2016, 12:38  - „ჯავარდენი“ საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია


საერთაშორისო ფესტივალზე „ზღვის ხმები“ კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებულმა ვაჯთა გუნდმა   პირველი ადგილი დაიკავა. ფესტივალში მონაწილეობას რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდი „არტ – მელოდია“ – ც იღებდა. გოგონათა გუნდმა საერთაშორისო ფესტივალს მესამე ადგილის დაკავება შეძლო.  ქალაქ ქობულეთში გამართულ ფესტივალზე მონაწილეთა დაფინანსება მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კულტურისა და შემოქმედების ცენტრის  მხარდაჭერით მოხდა. როგორც ამსამბლ „ჯავარდენი“ – ს ხელმძღვანელი ამბობს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალზე ზესტაფონმა ასეთი შედეგი აჩვენა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომ არა მათი ფინანსური მხარდაჭერა, „ჯავარდენი“ საერთაშორისო ფესტივალზე ვერ მოხვდებოდა“.

 

19-07-2016, 16:35  - „ახალგაზრდა პარლამენტარებმა“ ვაჟა – ფშაველას კვირეული ჩარგალში აღნიშნეს


ზესტაფონის მოსწავლე – ახალგაზრდული პარლამენტის წევრები    ვაჟა ფშაველას საიუბილეო კვირეულის ფარგლებში  ჩარგალს სტუმრობდნენ. ღონისძიების მონაწილეებმა  ვაჟას  პროზა და პოეზია გაიხსენეს და დიდი მწერლის ბიოგრაფიული ცხოვრების დეტალები წარმოადგინეს. ღონისძიება მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული. 

 

19-07-2016, 14:57  - დასუფთავების აქცია შორაპნის ციხეზე


ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობიანი საქართველოს“ ერთობლივი ძალისხმევით შორაპნის ციხეზე დასუფთავების აქცია მოეწყო. აქციაში მონაწილეობას დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურიც იღებდა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განმარტა აქცია „დავასუფთაოთ საქართველო, დავასუფთაოთ ზესტაფონი“ – ს ფარგლებში ჩატარდა და ის მომავალშიც გაგრძელდება. ღონისძიების ორგანიზება „მშვიდობიანი საქართველო“ – ს წარმომადგენლებმა პირველად ზესტაფონიდან დაიწყეს.

 

16-07-2016, 17:25  - „საქართველოს მოხალისე“ პროექტის პრეზენტაცია ზესტაფონში


„მოხალისეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამის საქართველოს მოხალისე“ –ს პრეზენტაცია გაიმართა დღეს ზესტაფონში. პროექტში 18 – 25 წლამდე ასაკის ის კატეგორია გაერთიანდა,რომელთაც თავად გამოთქვეს სურვილი საკუთარი ნების საფუძველზე მოახდინონ უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია. ასეთთა შორის კი მუნიციპალიტეტიდან 40 – ზე მეტი წარმომადგენელი შეირჩა. შეხვედრისას ახალგაზრდებმა კონკრეტული ინფორმაცია მიიღეს მომავალში მათ მიერ განსახორციელებელი საზოგადოებრივი აქტივობების შესახებ.   პროექტი  მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერებას, მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისებასა და პოპულარიზაციას ემსახურება. პროექტის პრეზენტაციას გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძეც ესწრებოდა.

 

 

 
უკან შემდეგი
>