By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

30-06-2016, 17:28  - კულტურისა და შემოქმედების ცენტრში გია აბესაძის ხსოვნის საღამო გაიმართა


კულტურისა და შემოქმედების ცენტრში გია აბესაძის ხსოვნის საღამო გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა გაიხსენეს იმ პერიოდისთვის არც თუ ისე ცნობილი ექიმის ისტორია, კაცის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე საქართველოს სამსხვერპლოზე მიიტანა. გია აბესაძე 1991 წელს თბილისში განვითარებულ მოვლენებს შეეწირა. თბილისში მომხდარი სამოქალაქო დაპირისპირების პროტესტის ნიშნად მან რუსთაველის გამზირზე  თავი დაიწვა.  „თუ ქართველთა შერიგებასა და აღორძინებას მსხვერპლი სჭირდება, დაე ეს მსხვერპლი მე ვიყო. ღმერთმა ქნას ბოლო“. ეს სიტყვები წერია მის დანატოვარ ბარათში. გია აბესაძის ხსოვნის საღამოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

 

 

30-06-2016, 16:53  - „მარგვეთი 2006“ ლიტვის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია


„მარგვეთი  2006“ ლიტვის ქალაქ ტაურაგეს  საერთშორისო ტურნირზე ჩემპიონის სტატუს იკავებს. შეკრების ფარგლებში იმერული გუნდი დღეს ლიტვურ „ატმოსფეროს“ – ს დაუპირისპირდა და მეტოქეს  3 – 0 სძლია. ტურნირის ფარგლებში ზესტაფონის გუნდი რამდენიმე ნომინაციაშიც დაწინაურდა. მათ შორის საუკეთესო მოთამაშის სტატუსი საბა სამხარაძემ, საუკეთესო მეკარის ლუკა გოგოლაძემ, ხოლო საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი ბესარიონ ფერაძემ მოიპოვა.  ლიტვური შეკრების ფარგლებში იმერულმა გუნდმა 4 შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე შეხვედრა მოგებით დაასრულა. ტურნირზე 2000 – 2001 წლებში დაბადებული მოზარდები ასპარეზობდნენ.  

 

30-06-2016, 11:38  - „მარგვეთი 2006“ ლიტვის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობს


„მარგვეთი 2006“ ლიტვის ქალაქ ტაურაგეს  საერთშორისო ტურნირზე ასპარეზობს. შეკრების ფარგლებში იმერულმა გუნდმა ორი შეხვედრა გამართა. ტაურაგელ თანატოლებთან გამართულ საფეხბურთო მატჩში იმერული გუნდი    4– 0  დაწინაურდა, ხოლო „ძიუგასი“ –  მარგველმა ფეხბურთელებმა  3 –  1 დაამარცხეს. „მარგვეთი 2006“ დღეს შეხვედრას პრინციპულ მეტოქესთან „ატმოსფერო“ – სთან  გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში გუნდი პირველ პოზიციაზე გადაინაცვლებს. შეკრებაზე 2000 – 2001 წლებში დაბადებული ჭაბუკთა გუნდია მიწვეული.

 

 

 

29-06-2016, 17:47  - ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე ზესტაფონმა ლაურეატის წოდება მიიღო


საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა „ზესტაფონმა“ ლაურეატის წოდება მიიღო. ფესტივალის დასკვნით ტურს რუსთაველის სახელმწიფო თეატრი მასპინძლობდა, სადაც მონაწილეობას ფესტივალის ლაურეატი მონაწილეები იღებდნენ.  ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.  ფესტივალი ფოლკლორული ანსამბლების, მგალობელთა გუნდების, ქორეოგრაფიული ანსამბლების, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისებას და მათ შემოქმედებით პოპულარიზაციას ემსახურება.  ფესტივალის დასრულების შემდეგ დაგეგმილია DVD ალბომის გამოცემა„საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015 – 2016“.

 

 

 

29-06-2016, 17:10  - საერთაშორისო კონკურსზე ზესტაფონელმა პიანისტებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს


მუნიციპალიტეტის გამგებელმა  რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები ესპანეთში  ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსზე მიღწეული შედეგებისთვის სამადლობელი სიგელებით დააჯილდოვა. ესპანეთში „ლორეტ დე მარი“ – ს საერთაშორისო კონკურსზე სამუსიკო სკოლიდან 3 წარმომადგენელი მონაწილეობდა. ანა ჩაფიძემ და მარიამ ჩახვაძემ კონკურსზე პირველი ადგილის, ხოლო ანა კალანდაძემ მესამე ადგილის დაკავება შეძლო.  სამადლობელი სიგელები წარმატებულ პიანისტებს გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ გადასცა.

 

 

 

29-06-2016, 14:43  - სოფელ ცხრაწყაროში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო


სოფელ ცხრაწყაროში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 319 352ლარს შეადგენს. ცხრაწყაროში საბავშვო ბაღის შენობა წლების განმავლობაში ავარიულ, სასწავლო პროცესისთვის შეუფერებელ გარემოში აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც ერთგვარ პრობლემებს უქმნიდა, როგორც აღსაზრდელებს, ასევე პედაგოგებს.   მიმდინარე სამუშაოები გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა და მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ ადგილზე მოინახულეს. როგორც ტარიელ თუთარაშვილი ამბობს საბავშვო ბაღების მშენებლობა  პრიორიტეტად თვითმმართველობამ გასულ წელს დაისახა და 2015 წლის შემდეგ მუნიციპალიტეტში ეს უკვე მეექვსე საბავშვო ბაღია, რომლის მშენებლობა ამჟამად ცხრაწყაროში მიმდინარეობს. 

 

28-06-2016, 15:56  - კვანტრიშვილის ქუჩაზე საგზაო საფარის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს


კვანტრიშვილის ქუჩაზე საგზაო საფარის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი რგფ დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 86335 ლ. შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაზიანებული მონაკვეთის ასფალტის საფარით მოწყობას ითვალისწინებს. მიმდინარე პროცესებს  მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი ადგილზე გაეცნო.  2016 წელს  მხოლოდ რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით მუნიციპალიტეტში 16 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, აქედან 14 საგზაო ინფრასტრუქტურის  აღდგენას ითვალისწინებს.  გზების რეაბილიტაცია  ქვედა საზანოში,  ზორვეთში, ბოსლევში კვალითში, კლდეეთში, წიფლავაკეში, არგვეთაში, ილემში მიმდინარეობს.   საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გიორგი ნიკოლაძის, გურამიშვილის, კვანტრიშვილის, გაჩეჩილაძის, უზნაძის და ნინოშვილის ქუჩებზეც ხორციელდება. გარდა რგფ დაფინანსებული პროექტებისა  ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტითაც სოლიდური თანხებია განსაზღვრული.

 

 

 

27-06-2016, 18:22  - სოფელ კვალითში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო


საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. სოფელ კვალითის საავტომობილო გზის მონაკვეთი ერთ – ერთია იმ პროექტთა შორის, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. რეაბილიტაცია დაზიანებული მონაკვეთის ასფალტის საფარით მოწყობას ითვალისწინებს,  განსაზღვრულია სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებაც. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის  დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 277054 ლარს შეადგენს. ასფალტის საფარით მოწესრიგებას გზის 1500 – მდე მონაკვეთი ექვემდებარება. სამუშაოებს „საპოვნელა+“ ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი და მოადგილე ნიკოლოზ კრავეიშვილი  გაეცნო. ტარიელ თუთარაშვილის განცხადებით ბოლო წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტში ათეულობით საავტომობილო გზის მონაკვეთი დაექვემდებარა რეაბილიტაციას, ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. 

 

24-06-2016, 19:13  - „ორიონმა“ ახალი სპექტაკლის ჩვენება გამართა


ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრმა „ორიონმა“ კულტურისა და შემოქმედების ცენტრში ახალი სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“ წარმოადგინა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი და გამგებლის მოადგილე ნიკოლოზ კრავეიშვილიც ესწრებოდა. ტარიელ თუთარაშვილი ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და გამგეობის სახელით საჩუქარი გადასცა. როგორც ტარიელ თუთარაშვილმა აღნიშნა: „ორიონმა და მისმა აღსაზრდელებმა ზესტაფონის სინამდვილეში არაერთი ინოვაციური პროექტის განხორციელება შეძლეს. ამ ბავშვებმა დაარღვიეს სტიგმა და საზოგადოებას დაუმტკიცეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. დღევანდელი ღონისძიებაც ამის დასტურია. „ორიონმა“ პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც 15 ქვეყნის დელეგაცია იყო მიწვეული, შეძლო საუკეთესო შედეგი ეჩვენებინა. ვულოცავ მათ ამ წარმატებას, რომელიც არა მარტო ზესტაფონისთვის არის უდიდესი მიღწევა, არამედ მთელი ქვეყნისთვის“.

 

23-06-2016, 16:32  - ზესტაფონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში კონცერტი გამართა


„ჩექ ინ ჯორჯია“ – ს პროექტის ფარგლებში კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა „ზესტაფონმა“ ბათუმის ბულვარში კონცერტი გამართა. საკონცერტო პროგრამაში  ანსამბლმა ხალხური სიმღერები, საეკლესიო საგალობლები და საცეკვაო ნომრები წარმოადგინა. „ჩექ ინ ჯორჯია“  ერთ – ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალია. კონცერტები პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის 24 აპრილს დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება.

 
უკან შემდეგი
>