By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

31-05-2016, 18:09  - მოსწავლე ახალგაზრდობის პარლამენტი თამბაქოს ბრძოლის საერთაშორისო დღეს შეუერთდა


თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ზესტაფონის მოსწავლე ახალგაზრდობის პარლამენტიც შეუერთდა.  ახალგაზრდა პარლამენტარებმა აქცენტი თამბაქოს მავნე ზეგავლენასა და მისგან გამოწვეულ რისკებზე გააკეთეს. ღონისძიებაში მონაწილეობას  საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრიც იღებდა. ცენტრის თანამშრომლებმა ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რა რეკომენდაციები უნდა გატარდეს თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ.  თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე 1987 წლიდან ყოველი წლის 31 მაისს აღინიშნება.

 

 

 

31-05-2016, 15:30  - თვითმმართველობამ ლიტვის დელეგაციას უმასპინძლა


ადგილობრივმა თვითმმართველობამ  დღეს  ლიტვის ქალაქ ტაურაგეს წარმომადგენლობას  უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და ორ ქალაქს შორის სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრეს.  ლიტვის დელეგაცია და კერძოდ ტაურაგეს ფოლკლორული ანსამბლი საქართველოში  ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალ „გაზაფხულის რიტმებში“  –  მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.ფესტივალი გასულ კვირას    ქალაქ ქუთაისში გაიხსნა. ლიტვის დელეგაციის ხელმძღვანელი იოლანტა კაზლაუსკიენე ამავდროულად „ზესტაფონის საპატიო მოქალაქეა“. ეს სტატუსი მას თვითმმართველობის გადაწყვეტილებით გასულ წელს მიენიჭა.

 

30-05-2016, 15:59  - 1 ივნისი თეატრალურ – გასართობი შოუ პროგრამით აღინიშნება


ადგილობრივი თვითმმართველობა გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და 1 ივნისს გეპატიჟებათ შემდეგ ღონისძიებებზე:

1 ივნისი – 12 : 00 სთ კულტურისა და დასვენების პარკი – თეატრალური გასართობი შოუ–პროგრამა ჯამბაზის, ილუზიონისტის და სხადასხვა ზღაპრის გმირების მონაწილეობით.
12 : 00 სთ ,,ცოცხალი თოჯინები" წარმოადგენენ მუსიკალურ – გასართობ სპექტაკლს, ზღაპრულ–შოუს. გასართობ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ ბავშვებსაც.
12 : 00 სთ კულტურისა და დასვენების პარკი – ასფალტზე ცარცით ხატვის კონკურსი.

 

 

 

28-05-2016, 18:57  - იმერეთის მხარის ქორეოგრაფიულ ფესტივალზე პირველი ადგილი ზესტაფონმა აიღო


„ბავშვთა ქორეოგრაფიული ფესტივალი 2016“ დასრულდა. ფესტივალში მონაწილეობას იმერეთის მხარის 6 ქალაქი იღებდა. ფესტივალის გრანპრი და ფულადი ჯილდო 700 ლარი ჟიურის გადაწყვეტილებით ტყიბულის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა მოიპოვა. პირველი ადგილი და 600 ლარი ზესტაფონის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იფანმა“ აიღო. მეორე ადგილი და ფესტივალის ნომინაცია „საუკეთესო ინდივიდუალური შემსრულებელი“ საჩხერეს ერგო 500 ლარიან ფულად ჯილდოსთან ერთად. მესამე ადგილი და დაწესებული ჯილდო 400 ლარი ხარაგაულის ქორეოგრაფიულ ანსამბლმა მიიღო. გამოვლინდნენ ასევე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები. ყველა ნომინაციაში გამარჯვებულმა ქორეოგრაფიულმა კოლექტივმა 200 ლარიანი ფულადი პრიზი მიიღო. 

 

28-05-2016, 17:48  - ზესტაფონში მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილება გაიხსნა


ზესტაფონში ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრეცენციის ცენტრმა მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილება გახსნა. სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში თბილისში მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის 7 განყოფილება ფუნქციონირებს, ხოლო რეგიონში 9,  რომელთაც უკვე ზესტაფონის განყოფილებაც დაემატა. ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებში სულ 3000 – მდე ბენეფიციარს ემსახურება. ღონისძიებას ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე, დირექტორის მოადგილე ხათუნა თოდაძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძე და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის ზესტაფონის განყოფილება ბენეფიციარებს შესაბამის მომსახურეობას მომავალი კვირის ორშაბათიდან  გაუწევს.

 

26-05-2016, 16:29  - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ტრადიციული ტურნირი ქართულ ჭიდაობაში


 საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა მუნიციპალიტეტში   სპორტული ღონისძიებებით დაიწყო.  ქართულ ჭიდაობაში წლის საუკეთესო ფალავნის გამოსავლენად  სიმონ საყვარელიძის სახელობის სპორტულ სკოლაში ასპარეზობა მოეწყო. ფალავნის ტიტული მოჭიდავეთა შორის ფრიდონ შარიქაძემ მოიპოვა. პირველობისთვის გამართულ ორთაბრძოლებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.  წლის ფალავანს  მუნიციპალიტეტის სახელით სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცა. დაჯილდოვდნენ  ასევე წარმატებული სპორტსმენებიც. 15: 00 სთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პროგრამა კულტურისა და შემოქმედების ცენტრში გაგრძელდა, სადაც მუსიკალურ – ლიტერატურული საღამო მოეწყო, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას მიეძღვნა.

 

 

 

26-05-2016, 15:00  - მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა პრეზიდენტისგან სასაჩუქრე ბარათები მიიღეს


სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტის სახელით მადლობის სიგელი და სასაჩუქრე ბარათი გადასცა. სასაჩუქრე ბარათით  150 ლარის ღირებულების მედიკამენტების შეძენაა შესაძლებელი, რომლის გამოყენება  ვეტერანებს 3 წლის განმავლობაში შეეძლებათ. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

 

 

25-05-2016, 15:00  - სოფელ ილემში 30 წლიანი პაუზის შემდეგ გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო


სოფელ ილემში თითქმის 30 წლიანი პაუზის შემდეგ  გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.  საგზაო საფარის აღდგენა ამ ეტაპზე   1200 მეტრიან  მონაკვეთზე მიმდინარეობს. პროექტი  რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 140, 440 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „საპოვნელა +“ ასრულებს. სოფელ ილემის გზით სარგებლობა გარდა იმისა, რომ მუნიციპალიტეტის რამდენიმე დასახლებას უწევს, აღნიშნული გზა ზესტაფონსა და ხარაგაულის სოფლებსაც აკავშირებს ერთმანეთთან. პროექტის მიხედვით მომავალ წელს გზის დარჩენილი მონაკვეთის ასფალტირებაც იგეგმება, რომელიც სოფლის ცენტრამდე მისასვლელი საავტომობილო გზის კეთილმოწყობას გულისხმობს. მიმდინარე პროცესებს დღეს ადგილზე ეცნობოდნენ გამგებლის მოადგილე ნიკოლოზ კრავეიშვილი და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შესაბამის სპეციალისტებთან ერთად.

 

25-05-2016, 11:49  - 28 მაისს ზესტაფონი იმერეთის მხარის ბავშვთა ქორეოგრაფიულ ფესტივალს უმასპინძლებს


28 მაისს 14 : სთ უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება ბავშვთა ქართული ხალხური ქორეოგრაფიული ფესტივალი იმერეთის მხარის  ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით. ფესტივალის ორგანიზატორია გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.

 

23-05-2016, 16:58  - ინფორმაცია ელექტრონული აუქციონის შესახებ


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეული, ფინანსთა სამინისტროს მომსახურეობის სააგეტოს ვებგვრდზე  www.eauction.ge

 

 ატარებს ელექტრონულ აუქციონს, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ უძრავმოძრავ ქონების განკარგვის თაობაზე.

აუქციონი სრულდება 2016 წლის 06 ივნისს – 17.00 საათზე.

 

აუქციონის #44229

 

დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირი უნდა დარეგისტრირდეს

 www.eautioion.ge-

ოფიციალურ ვებგვრდზედა მოიპოვოს შესაბამისი უფლება აუქციონში მონაწილეობისმისაღებად.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შემდეგ მისამართზეზესტაფონი წერელის .#11 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა (2 სართული)  მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია.

 

 იხილეთ ლინკი https://www.eauction.ge

 
უკან შემდეგი
>