By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

28-04-2016, 15:01  - ახალგაზრდული საკრებულოს ორგანიზებით საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა


„ზესტაფონის ახალგაზრდული საკრებულოს“ ორგანიზებით, კულტურისა და შემოქმედების ცენტრში საქველმოქმედო კონცერტი „ერთად დავეხმაროთ თეა თავბერიძეს“ ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა საშემსრულებლო კოლექტივებმა მიიღეს. საქველმოქმედო კონცერტის ბოლოს მოეწყო მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ეს უკვე რიგით მესამე აქტივობაა მეოთხე კლასელი მოზარდის დასახმარებლად, რომელიც აპრილის თვეში „ზესტაფონის ახალგაზრდულმა საკრებულომ“ ჩაატარა. 9-10 აპრილს ჩატარდა ტურნირი ფეხბურთსა და კალათბურთში ორ ასაკობრივ კატეგორიაში. „ზესტაფონის ახალგაზრდული საკრებულო“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი კანონი თავისუფლებას“ მიერ ხორციელდება და 35-მდე წევრს აერთიანებს. ახალგაზრდული საკრებულო დაკომპლექტებულია როგორც ქალაქის, ასევე სოფლის სკოლის მოსწავლეებით.

 

27-04-2016, 16:48  - ზესტაფონის ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრები აფხაზეთის თასს დაეუფლა


ამპუტანტ ფეხბურთელთა 2016 წლის აფხაზეთის თასის გათამაშებაში ზესტაფონის გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა და აფხაზეთის თასის მფლობელი უკვე მეორედ გახდა.  გუნდი მუნიციპალიტეტში  4 წელია არსებობს და ამხნის მანძილზე მათ ანგარიშზე საქართველოს ჩემპიონობა, საქართველოს თასი და ბევრი სხვა წარმატება ირიცხება. ფეხბურთელებს დღეს სპოტულ – გამაჯანსაღებელი ცენტრის ადმინისტრაცია შეხვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა. იმერეთის ამპუტანტ ფეხბურთელთა  ნაკრები ძირითადად ზესტაფონის შემადგენლობით არის დაკომპლექტებული. გუნდი ახლა საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ემზადება. 

 

26-04-2016, 17:50  - სოფელ წიფლავაკეში გზის საფარის აღდგენის სამუშაოები დაიწყო


საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. გზის საფარის აღდგენის  სამუშაოები ამჟამად სოფელ წიფლავაკეში  ხორციელდება. რეაბილიტაციას საავტომობილო გზის  1150 მეტრიანი მონაკვეთი ექვემდებარება, რომელიც ბეტონის საფარით უნდა მოეწყოს.  პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით  ხორციელდება და მისი ღირებულება 154, 2440 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „საპოვნელა +“  ახორციელებს.  გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა, გამგებლის მოადგილემ ნიკოლოზ კრავეიშვილმა ადგილზე მოინახულეს. თვითმმართველობის წარმომადგენლებს დღეს   ადგილობრივი მოსახლეობაც  შეხვდა და მათ მადლობა გადაუხადა პროექტის განხორციელებისთვის, რადგან აღნიშნულ დასახლებაში წლებია არ ყოფილა გზის საფარი.

 

 

 

26-04-2016, 17:04  - კულტურის სამსახურის ორგანიზებით „ჩვენ ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს“ კონკურსი გაიმართა


განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით  მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებს შორის კონკურსი მოეწყო „ჩვენ ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს“.  ვეფხისტყაოსნის საჯაროდ კითხვის კონკურსს ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი მასპინძლობდა.  გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც. პირველი ადგილი ნიკა თუთარაშვილმა, მეორე ადგილი ალექსანდრე გიგაშვილმა, ხოლო მესამე ადგილი ცისკარა თავხელიძემ დაიკავა. გამარჯვებულ მონაწილეებს კონკურსის პირობების მიხედვით საჩუქრად ვეფხისტყაოსანი გადასცეს.

 

 

 

26-04-2016, 11:41  - სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მრავალშვილიანმა ოჯახმა საჩუქრები მიიღო


სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ძნელაძეების მრავალშვილიანმა ოჯახმა საკვები პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები მიიღო. პროგრამა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარებას ითვალისწინებს და საქართველოს მთავრობის დადგენილებით ხორციელდება. საჩუქრები მრავალშვილიან ოჯახს სოციალური მომსახურეობის სააგენტოსა და  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიუტანეს. 

 

22-04-2016, 18:04  - გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეხვედრა გაიმართა


გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით და გამგებლის თანაშემწის (გენდერულ სააკითხებში) ნინო ნიკაჭაძის ინიციატივით შეხვედრა გაიმართა. სატრენინგო სესიის მიზანს გენდერული თანასწორობის ძირითადი ცნებები და განსაზღვრებები, გენდერის ტერმინოლოგიის განმარტება, სქესსა და გენდერს შორის განსხვავებები, გენდერული როლების განსაზღვრება და გაცნობა წარმოადგენდა. სესიას ქალთა საინფორმაციო ცენტრის ტრენერი მამუკა გაჩეჩილაძე უძღვებოდა. ტრენინგს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების პედაგოგები ესწრებოდნენ.

 

22-04-2016, 17:07  - დედამიწის დღეს ზესტაფონში 2200 ძირი აკაციის ნერგი დაირგო


დედამიწის საერთაშორისო დღეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტი მასშტაბური გამწვანების აქციით შეუერთდა. ადგილობრივი თვითმმართველობისა და სატყეოს ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სოფელ კვალითში ე. წ. ვაკნარის ტერიტორიაზე 2200 ძირი აკაციის ნერგი დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობას თვითმმართველობასთან ერთად პარლამენტარი ელისო ჩაფიძე, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ადგილობრივი მოსახლეობაც იღებდა. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა აღნიშნა აქციის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, და ის ამავდროულად ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას ემსახურება. აქციის ფარგლებში სახელმწიფო ტყის ფონდში 1 ჰა ფართობის განაშენიანება მოხდა.

 

21-04-2016, 17:23  - 22 აპრილს ვაკნარის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყობა


საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერთ 22 აპრილს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ე. წ. ვაკნარის ტერიტორიაზე დაგეგმილია სახელმწიფო ტყის ფონდში 1 ჰა ფართობის განაშენიანება. გამწვანების აქციაში ადგილობრივებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები და მოსწავლე – ახალგაზრდები.

 

21-04-2016, 16:52  - 22 აპრილს მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია ჩატარდება


22 აპრილს, დედამიწის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ჩატარდება.  აქციაში მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურები, ასევე „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები“ მიიღებენ. გარემოსდაცვით ღონისძიებაში ყოველ წელს 175 ქვეყნის 17 000 – მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე იღებს. საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა და მის შემდეგ ყოველ წელს აღინიშნება.

 

19-04-2016, 12:25  - ქვედა საქარაში ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყო


ქვედა საქარაში ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყო

საბავშვო ბაღების მშენებლობა მუნიციპალიტეტისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება. 2016 წელს ზესტაფონში ორი სრულიად ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გაიხსნება. ახალი ბაღის მშენებლობა ქვედა საქარაში უკვე მიმდინარეობს. საბავშვო ბაღი 75 აღსაზრდელს მიიღებს და სამ ჯგუფზე იქნება გათვლილი. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „გილმარი – 2 „ აწარმოებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 373,956 ათასი ლარს შეადგენს. კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების პირობების მიხედვით სექტემბრის თვეში უნდა დაასრულოს. საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. ქვედა საქარის N 33 საბავშვო ბაღი წლების განმავლობაში არასტანდარტულ შენობაში ფუნქციონირებდა და შეუფერებელი იყო სასწავლო პროცესისთვის. თვითმმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება სოფელში ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აეშენებინა. ახალი ბაღის მშენებლობა 2016 წელს სოფელ ცხრაწყაროშიც დაიწყება.

 
უკან შემდეგი
>