By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

31-03-2016, 12:04  - ისრაელის საელჩოსა და ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით სასათბურე მეურნეობებში ბოსტნეულის წარმოების თანამედროვე მეთოდების შესახებ შეხვედრა გაიმართა


საქართველოში ისრაელის საელჩოსა და ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ხელშეწყობით ზესტსაფონის მუნიციპალიტეტში სასათბურე მეურნეობებში ბოსტნეულის წარმოების თანამედროვე მეთოდების შესახებ ორდღიანი თრეინინგი ჩატარდა. თრეინინგის ძირითად საგანს სასათბურე მეურნეობების მშენებლობა წარმოადგენდა. აქცენტი გაკეთდა ისეთ ასპექტებზე, როგორიცაა საფარი, ვენტილაცია, ტემპერატურის და ტენიანობის კონტროლი. დეტალურად იქნა განხილული პომიდვრის, კიტრის, წიწაკის და სხვა ბოსტნეული კულტურის მოყვანის მეთოდები. თრეინინგში მონაწილეობას ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და პროექტის ექსტენციის და მომსახურეობის გაძლიერება საქართველოში (SEAS) ხელმძღვანელი ბენჯამინ მიულერი იღებდნენ, მათ ასევე სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. 

 

28-03-2016, 13:03  - 2016 წელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე იქნება ორიენტირებული


2016 წლის მთავარ გამოწვევად ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ისე, როგორც გასულ წელს ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების ხელშეწყობა რჩება. მიმდინარე წელს დაახლოებით 6 მილიონი ლარი მოხმარდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, სანიაღვრე არხების მოწყობას, მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფას, მინი საფეხბურთო მოედნების რეაბილიტაციას, ასევე მრავალსართულიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობას. 2016 წელს ორი სრულიად ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება მუნიციპალიტეტში. გასული წლების განმავლობაში საავტომობილო გზების კეთილმოწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით ისეთ სოფლებში განხორციელდა, სადაც ათეულობით წლებია არ მოწესრიგებულა საგზაო ინფრასტრუქტურა. ტენდენცია ისევ გრძელდება. 

 

25-03-2016, 16:35  - მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2016 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები დაამტკიცა


მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2016 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები დაამტკიცა.   ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარე წელს   დაგეგმილია, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ასევე სანიაღვრე არხების მოწყობა, სასმელი წყლით უზრუნველყოფა, მინი საფეხბურთო მოედნების რეაბილიტაცია, ასევე მრავალსართულიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა, გარე განათებების მოწყობა და ა. შ.   მხოლოდ ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აღნიშნულ პროექტებზე    732 735 ლარი დაიხარჯება. დღის წესრიგის მიხედვით საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება უზედამხედველო პირუტყვის მეპატრონეთა წინააღმდეგ. გადაწყვეტილების მიხედვით დამტკიცდება შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა, აღნიშნული ოქმის დაბეჭვდის შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირების გამოვლენას და შესაბამისი სანქციების დაწესებას უზრუნველყოფს.

 

 

 

24-03-2016, 12:43  - 2015-2016 წლის პროაქტიული ინფორმაცია


2015–2016 წლის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროაქტიული ინფორმაცია.

 

23-03-2016, 17:22  - სოფლის კრებები დასრულდა


სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. პრიორიტეტულ პროექტებზე სასაუბროდ თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის შეხვედრა დღეს ფუთის ადმინისტრაციულ ერთეულში შედგა. სოფლის პროგრამით ფუთის ადმინისტრაციულ ერთეულზე 43 500 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხის განკარგვას ადგილობრივები შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობაზე გეგმავენ. გასულ წელ სოფელ ფუთში პროგრამის მიხედვით საუბნო გზების ბეტონის საფარით მოწყობა განხორციელდა. სოფლის კრებები მუნიციპალიტეტში 9 მარტიდან დაიწყო და 23 მარტს დასრულდა.  ადგილობრივი თვითმმართველობა ახლა მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტების მიხედვით შესაბამის დოკუმენტაციას მოამზადებს და ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ახალი ეტაპი დაიწყება. 2016 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტს 1073806,0 ლარი გამოეყო.   

 

23-03-2016, 11:55  - სასკოლო სპორტული ოლიმპადა მუნიციპალიტეტში 6 აპრილს დასრულდება


სასკოლო ოლიმპიადა სპორტის სხვადასხვა სახეობებში მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. კალათბურთის შემდეგ სპორტულ მარათონში  ხელბურთელები ჩაერთვნენ. შეხვედრას მიხეილ სალაძის სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრი მასპინძლობდა. ფინალურ ტურში ერთმანეთს მესამე და მეშვიდე საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც უპირატესობა მეშვიდე სკოლის წარმომადგენლებმა მოიპოვეს. გამარჯვებულ გუნდს თვითმმართველობამ სიგელები გადასცა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მუნიციპალიტეტში მარათონული გარბენით დასრულდება. მარათონში მონაწილეობას ყველა საჯარო სკოლის გუნდი მიიღებს. ღონისძიება სპორტის საერთაშორისო  დღეს 6 აპრილს ჩატარდება. 

 

22-03-2016, 18:12  - მუნიციპალიტეტის გამგებელი „დამოუკიდებელი განვითარების ასოციაციის“ წარმომადგენლებს შეხვდა


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად მუნიციპალიტეტის გამგებელი არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელი განვითარების ასოციაციის“ ( IPN)  წარმომადგენლებს შეხვდა.  პროგრამა „ადაპტირებული იმერეთი“  პროექტის  ფარგლებში ხორციელდება, რომელის მხრდამჭერია ფონდი „სიცოცხლის ხე“ . შეხვედრის ფარგლებში თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა  სოციალური პრობლემების იდენტიფიცირების, მათი აღმოფხვრის გზებსა და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს. მას შემდეგ რაც მუნიციპალიტეტში აღნიშნული მიმართულებით ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება დაიწყება, არასამთავრობო ორგანიზაცია, პროექტების მომზადების პროცესში ჩაერთვება და ამავდროულად მიმდინარე სამუშაოებზე მონიტორინგს განახორციელებს.

 

 

 

22-03-2016, 17:24  - „მარგვეთი 2006“ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა


„მარგვეთი 2006“ – ი მიმდინარე გათამაშებაში პირველ ადგილს იკავებს. ზესტაფონელმა ფეხბურთელებმა ჩემპიონატში კიდევ ერთხელ შეძლეს პოზიციების განმტკიცება. დასავლეთ ზონის მეთექვსმეტე ტურის მეორე ლიგის მატჩში მათ 4 – 2 შეძლეს მოწინააღმდეგე გუნდის ამბროლაურის „რაჭის“ დამარცხება. მომდევნო შეხვედრას „მარგვეთი 2006“ 30 მარტს პრინციპულ მეტოქესთან ვანის „სულორთან“ გამართავს.

 

22-03-2016, 16:32  - გაჩეჩილაძის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაათვალიერა


შორაპანში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გაჩეჩილაძის ქუჩაზე მიმდინარეობს. კეთილმოწყობის პროცესი გზის ბეტონის საფარით მოწყობას ითვალისწინებს.   ბეტონის საფარით ქუჩის 1, 700 მეტრიანი მონაკვეთი კეთილმოეწყობა.   სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება დაახლოებით 224,0 ათას ლარს შეადგენს. გზის რეაბილიტაციის პროცესს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „საპოვნელა +“ ახორციელებს. ქუჩის აღნიშნული მონაკვეთი რამდენიმე სოფელს და გარკვეულ უბნებს აკავშირებს   ერთმანეთთან. წლების მანძილზე გაჩეჩილაძის ქუჩაზე    გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელებულა, რაც ერთგვარ პრობლემას უქმნიდა როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ასევე სატრანსპორტო საშუალებებსაც. მას შემდეგ რაც გზის ბეტონის საფარით აღდგენის სამუშაოები დასრულდება აღნიშნული პრომლემა აღარ შეაწუხებს ადგილობრივებს.

 

 

 

21-03-2016, 18:36  - ზესტაფონის თეატრში „მთავარი როლი“ ს საპრემიერო ჩვენება შედგა


უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი მაყურებელთა წინაშე კიდევ ერთი  ახალი  ჩვენებით წარსდგა. თეატრალებმა თამარ ბართაიას პიესის „მთავარი როლი“ –ს მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა წარმოადგინეს. სპექტაკლის რეჟისურა გეგა ქურციკიძეს ეკუთვნის. თეატრალური დასი ახალ სპექტაკლზე თვენახევრის განმავლობაში მუშაობდა. სპექტაკლში ზესტაფონის თეატრის მსახიობები ზურა აბესაძე, ნინო აბესაძე, ბადრი ტაბატაძე, ნანა ისიანი და მარეხ აბესაძე მონაწილეობენ. რეჟისორ გეგა ქურციკიძისთვის ზესტაფონის სცენაზე „მთავარი როლი“ რიგით მეოთხე სპექტაკლია. პრემიერას პიესის ავტორი თამარ ბართაიაც ესწრებოდა. 

 
უკან შემდეგი
>