By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

29-02-2016, 17:01  - იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციამ გასვლითი თათბირი ზესტაფონში გამართა


იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციამ გასვლითი რეგიონული თათბირი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გამართა. შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. 
მხარეებმა შ.პ.ს. „მექანიზატორის“ ზესტაფონის სერვის-ცენტრის ახალ ხელმძღვანელთან ერთად საგაზაფხულო სამუშაოებსა და ხვნა-თესვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებმა ასევე, იმერეთის სატყეო სააგენტოსგან ხეების განაშენიანების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია. სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა კი ბრიუსელში საქმიანი ვიზიტის დროს გაწეული სამუშაოს ანგარიში წარადგინა. 

 

27-02-2016, 17:58  - ზესტაფონი ოლიმპიური საკალათბურთო ფესტივალის მასპინძელია


იმერეთის ოლიმპიური საკალათბურთო ფესტივალი მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრში საზეიმოდ გაიხსნა. საკალათბურთო ჩემპიონატში იმერეთის ცხრა მუნიციპალიტეტის 150 – მდე სპორტსმენია ჩართული. სპორტული ღონისძიება ერთდროულად ორ ქალაქში ზესტაფონსა და ხონში მიმდინერეობს. ფესტივალის მონაწილეებს დღეს იმერეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მამუკა ჩიხლაძე, იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე რეზო რობაქიძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიესალმა. ზესტაფონის სპორტის სასახლეში პირველობისთვის ჭიათურის, საჩხერის, ხარაგაულის და მასპინძელი ქალაქის გუნდები იბრძოლებს. ფესტივალი ორი დღე გაგრძელდება. ტურნირის მონაწილეთა შორის დღეს ორი შეხვედრა შედგა. ზესტაფონი ხარაგაულს, ხოლო საჩხერე ჭიათურის გუნდს დაუპირისპირდა. გამარჯვება ტურნირის პირველ დღეს ზესტაფონსა და საჩხერის გუნდებს ხვდა წილად. ზესტაფონელმა კალათბურთელებმა 67 –47 დაამარცხეს მოწინააღმდეგე. 

 

26-02-2016, 18:50  - საკრებულომ სოფლის მხარდამჭერი პროექტების თანხების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო


მუნიციპალიტეტის საკრებულომ სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებისთვის განკუთვნილი   თანხების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. პროგრამის მიხედვით 2016 წელს 1073000 ლარი დაიხარჯება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების საწარმოებლად. მას შემდეგ, რაც სასოფლო კრებებზე მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტების განხილვა მოხდება, პროგრამის განხორციელება დაიწყება.   საკრებულომ დღის წესრიგის მიხედვით ცვლილებები შეიტანა 2016 წლის პროგრამულ ბიუჯეტში. ცვლილებების თანახმად ადგილობრივი ბიუჯეტი  რეგიონული განვითარების ფონდიდან ზესტაფონის მუნიციპალიტეტისთვის ტრანსფერის სახით გამოყოფილი თანხით 3, 334, 193 ლარით გაიზარდა. აღნიშნული თანხით 14 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება მუნიციპალიტეტში.  მათ შორისაა საავტომობილო გზების კეთილმოწყობა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა შენობების მშენებლობა.

 

 

 

25-02-2016, 17:24  - მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნეს იდეების წარმოდგენის მეორე რაუნდი დაიწყო


მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნეს იდეების წარმოდგენის მეორე რაუნდი დაიწყო. 15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონის მოსახლეობას კვლავ ეძლევა შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი ბიზნეს იდეა და ჩაერთოს მიკრო და და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან 5 000 დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსების გაცემას ითვალისწინებას. პროგრამის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გამართეს.

 

25-02-2016, 16:34  - სპორტულ – გამაჯანსაღებელ ცენტრში კალათბურთის ტურნირის ფინალური თამაშები ჩატარდა


სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ჩემპიონატი კალათბურთში გოგონათა შორის მეოთხე სკოლის გამარჯვებით დასრულდა. ვაჟთა შორის კი ლიდერი გუნდის სტატუსი მეშვიდე სკოლის გუნდმა მოიპოვა.  სპორტის სასახლე დღეს ჩემპიონატის ფინალური თამაშების მასპინძელი იყო. ტურნირში ვაჟთა შორის 16, ხოლო გოგონებს შორის 4 სკოლის გუნდი იღებდა მონაწილეობას. გამარჯვებულები სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვეს. დაჯილდოვების ცერემონიაში გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძეც იღებდა მონაწილეობას.

 

 

 

25-02-2016, 15:32  - ადგილობრივმა თვითმმართველობამ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო


საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და გვირგვინით შეამკეს ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ გმირთა სახელობის მემორიალი. შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას და უახლესი ისტორიის 1918 – 1921 წლების მოვლენები გაიხსენა. მამა დავითმა კი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ღონისძიება მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.

 

23-02-2016, 17:49  - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ადგილობრივ თვითმმართველობას შეხვდა


სოფლისმხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გასვლითი შეხვედრა გამართეს. შეხვედრის ფორმატი სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხებით დასაფინანსებელი ღონისძიებების მეთოდოლოგიური ცვლილებების გაცნობას, პროგრამის განხორციელების გზებსა და პრიორიტეტულ მიმართულებების განსაზღვრას ითვალისწინებდა. 2016 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტს პროგრამის ფარგლებში  1073 000 ლარი გამოეყო.  მას შემდეგ, რაც სასოფლო კრებებზე მოსახლეობის მიერ ინიცირებულ პროექტების აღრიცხვა მოხდება,  შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც  დაიწყება.  2015 წელს სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 200 პროექტი განხორციელდა მუნიციპალიტეტში. 

 

23-02-2016, 12:25  - 25 თებერვალს შორაპანში „ოკუპაციის კვირეულის“ აღსანიშნავად ღონისძიება ჩატარდება


2016 წლის 25 თებერვალს „ოკუპაციის კვირეულის“ აღსანიშნავად მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით  კულტურული ღონისძიება მოეწყობა. ღონისძიება შორაპანში 1921 წელს დახვრეტილ პირთა ხსოვნის მემორიალთან გაიმართება. მათ ვისაც სურვილი აქვთ შეუძლიათ შეუერთდნენ დაგეგმილ ღონისძიებას და ერთგვარი პატივისცემა გამოხატონ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მიმართ. ღონისძიების მონაწილეები შეიკრიბებიან მუნიციპალიტეტის გამგეობასთან დილის 11 საათზე. 

 

22-02-2016, 17:34  - სკოლებს შორის კალათბურთის ტურნირი დაიწყო


სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ვაჟებს შორის კალათბურთის ტურნირი მიმდინარეობს. ტურნირმა სტარტი 22 თებერვალს აიღო და მასში 16 სკოლის გუნდია ჩართული. თამაშები სპორტულ – გამაჯანსაღებელ ცენტრში ტარდება. ტურნირის მონაწილეებს შორის დღეს რვა გუნდს შორის შედგა შეხვედრა. ვაჟების შემდეგ კალათბურთის ჩემპიონატში გოგონები ჩაერთვებიან. გოგონებს შორის კალათბურთის ტურნირში მონაწილეობის მიღების სურვილი 4 სკოლის გუნდი გამოთქვა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის გუნდებს შორის სპორტის სხვა სახეობებშიც გაგრძელდება.ოლიმპიადა ჩატარდება კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ხელბურთში, ფრენბურთში, მარათონულ გარბენში, ბადბინტონში.

 

19-02-2016, 16:57  - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნივთებით არქეოლოგები დაინტერესდნენ


მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს ვახტანგ ლიჩელს და გურამ გრიგოლიას შეხვდა. ცნობილი არქეოლოგების ვიზიტი ზესტაფონში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (ზედა საქარა) კერამიკის ფრაგმენტები და სხვა საინტერესო ნივთები იქნა ნაპოვნი. ექსპონატების დათვალიერებისას, როგორც არქეოლოგებმა განაცხადეს ოთხი სხვადასხა პერიოდის ნივთებია წარმოდგენილი, რომელიც ამჟამად მუზეუმში ინახება. პროფესორებმა ასევე მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული ნივთებიც დაათვალიერეს და ის ტერიტორია მოინახულეს, სადაც უშუალოდ მოხდა მათი აღმოჩენა. 

 
უკან შემდეგი
>