By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

29-01-2016, 18:48  - ახალგაზრულმა პარლამენტმა მორიგი შეხვედრა გამართა


მოსწავლე – ახალგაზრდობის პარლამენტი მორიგ სხდომაზე შეიკრიბა. სხდომის დღის წესრიგის მიხედვით კომიტეტებმა საპრეზენტაციო მასალა წარმოადგინეს.  ჯანდაცვის კომიტეტმა სხდომაზე  ვირუსული ინფექციების გამომწვევი და დაავადების პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისა და გატარების  სლაიდ – შოუ წარმოადგინა. აქცენტი C ჰეპატიტსა და სეზონურ გრიპზე იყო გაკეთებული. სხდომაზე ახალგაზრდა პარლამენტარებს სეზონურ გრიპთან დაკავშირებით   ჯანდაცვისა და სოციალური კომისიის თავმჯდომარე მანანა ცქიტიშვილიც ესაუბრა.  განათლების, კულტურის და მეცნიერების კომიტეტმა კი მსოფლიო კულტურული მოვლენების სლაიდ – შოუ წარმოადგინა. სხდომას გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძე და კულტურის სამსახურის უფროსი მაია ხვედელიძეც ესწრებოდა.

 

 

 

28-01-2016, 14:52  - „საუკეთესო დეკლამატორი“ – ს გამოსავლენად კონკურსი ჩატარდება


მუნიციპალიტეტის გამგეობა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეთა შორის საუკეთესო დეკლამატორი მოსწავლის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია მეტყველების კულტურის ჩამოყალიბება, საუკეთესო დეკლამატორის გამოვლენა, მოსწავლეების დაინტერესება მხატვრული ლიტერატურით, საკონკურსო უნარ – ჩვევების ჩამოყალიბება, პოეზიის პოპულარიზაცია. კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ საჯარო და კერძო სკოლების მე – 6; მე – 7; და მე – 8 კლასის მოსწავლეებს. კონკურსის მონაწილეებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები. კონკურსი ჩატარდება 2016 წლის 5 თებერვალს 15 : 00 საათზე, რ. ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ 2016 წლის 3 თებერვლამდე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებაში.

 

27-01-2016, 18:22  - საკრებულო უზედამხედველო პირუტყვის მფლობელთა წინააღმდეგ სანქციებს აწესებს


მუნიციპალიტეტის საკრებულო უზედამხედველო პირუტყვის მფლობელთა წინააღმდეგ ერთგვარ სანქციებს აწესებს. დეპუტატებმა დღის წესრიგის მიხედვით განსახილველ საკითხთა შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და ნარჩენების მართვის კოდექსით თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებულ პუნქტებს შორის, ზედამხედველობის სამსახურს დააკისრეს უფლებამოსილება უზედამხედველო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელთა წინააღმდეგ, რომლებიც აზიანებენ მუნიციპალიტეტში სკვერებს, ბაღებს, მწვანე ნარგავებს, გაზონებს და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებს ერთგვარი საჯარიმო სანქციები გამოიყენოს. საკრებულომ ასევე მუნიციპალიტეტის დასახლებების საერთო კრების ტიპიური დებულება დაამტკიცა. დასახლების საერთო კრება მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმას წარმოადგენს რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას, გამოვლენასა და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წინაშე ინიცირებას. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა სოფელ შუა კვალითის N 1 ქუჩას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული , სამხედრო ავიაციის მფრინავის, გელა სილაქაძის სახელი მიანიჭეს.

 

27-01-2016, 16:37  - ახალ საბავშვო ბაღებში ინვენტარის შეტანა მიმდინარეობს


სკოლამდელი აღზრდის ახალადაშენებულ დაწესებულებებში ინვენტარით აღჭურვის პროცესი მიმდინარეობს. ახალი ავეჯი და სხვადასხვა დანიშნულების ნივთები მუნიციპალიტეტის 5 საბავშვო ბაღში, კერძოდ ქალაქის N 5; N 6; N 7; ქვედა საქარის N 35 (ჭალატყის უბნის) და მეორე სვირის N 12 ახლადაშენებულ შენობებში გადანაწილდება. ინვენტარის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 80 ათასი ლარი გამოიყო.მიმდინარე პროცესებს ადგილზე ეცნობოდნენ გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ზოია ლელაძე. საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. პროექტები რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.

 

27-01-2016, 12:26  - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა საბანკო მომსახურეობაზე კონკურსს აცხადებს


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა საბანკო მომსახურეობაზე კონკურსს აცხადებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა საფინანსო სისტემის შემდგომი სრულყოფისა და განვითარების მიზნით 2016 წლის თებერვლიდან 2017 წლის 16 თებერვლამდე პერიოდში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე საბიუჯეტო ანგარიშების მომსახურეობაზე კომერციული ბანკის შესარჩევად კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილე კომერციულმა ბანკებმა საკონკურსო წინადადებებთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები :
1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, რეკვიზიტების მითითებით
2. ცნობა შესაბამისი საგადასახადო და სასამართლო ორგანოებიდან, ადგილმდებარეობის მიხედვით, რომ არ ხორციელდება ლიკვიდაცია და არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმე.
3. ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ მის ქონებაზე არ არის დადებული ყადაღა
4. ინფორმაცია ფულადი სახსრების მოცულობის შესახებ
5. ბოლო ერთი სამუშაო წლის აუდიტორული დასკვნები
6. ცნობა ეროვნული ბანკიდან ბანკის ფინანსური მდგომარეობის შესახებ

 

26-01-2016, 15:58  - 1 თებერვლიდან მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა იწყება


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით საჯარო და კერძო სკოლების გუნდებს შორის 1 თებერვლიდან სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დაიწყება.  ოლიმპიადა მოსწავლე – ახალგაზრდობის სპორტში მასობრივი ჩართვის ეროვნული პროგრამის ფარგლებში ეწყობა.შეჯიბრებები ჩატარდება საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის სისტემითა და საერთაშორისო სასკოლო სპორტის ფედერაციის მოთხოვნებით. 2015 – 2016 წ.წ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური თამაშები ჩატარდება საზაფხულო ბანაკში (20 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით) ფინალური თამაშების ყველა მონაწილეს გადაეცემა „მონაწილის სერთიფიკატი“. სახეობების მიხედვით პირველი სამ ადგილზე გასული გუნდის წევრები დაჯილდოვდებიან მედლებითა და შესაბამისი სერთიფიკატით. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის თასი გადაეცემა ოლიმპიადის ფინალურ თამაშებზე საუკეთესო შედეგების მქონე რეგიონს.

 

26-01-2016, 11:56  - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მოხალისეობის განვითარების პროგრამის განხორციელებას იწყებს


საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახორციელებს მოხალისეობის განვითარების პროგრამას „საქართველოს მოხალისეს“. პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით, მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით. საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის, იდეის პოპულარიზაცია, მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება. 

 

25-01-2016, 17:06  - მუნიციპალიტეტში C ჰეპატიტის უფასო გამოკვლევები მიმდინარეობს


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით  ქვეყნის მასშტაბით C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ეტაპი მიმდინარეობს. პროგრამის მიზანია C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება დაავადების პრევენციაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ეტაპობრივი უზრუვველყოფის გზით. პროგრამის ფარგლებში  გამოკვლევები მუნიციპალიტეტშიც ხორციელდება.  გამოკვლევები უფასოა.

 

21-01-2016, 16:00  - ჯანდაცვის ცენტრი ვირუსულ გრიპებთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებებს მართავს


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზესტაფონის მუნიციპალური ცენტრი ვირუსულ გრიპებთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს. ჯანდაცვის ცენტრმა სასწავლო – საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა დღეს ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „ორიონში“ მოაწყო და ასევე მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული შემეცნებითი ხასიათის ლიტერატურა მიუტანა ჰიგიენის წესების დაცვის შესახებ. ცენტრის თანამშრომლებმა  პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში „ორიონის“ პედაგოგებს ერთგვარი რეკომენდაციები მისცეს ვირუსის თავიდან ასაცილებლად და ჰიგიენური ნორმები გააცნეს. როგორც ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ მდგომარეობა მუნიციპალიტეტში სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. მათი ინფორმაციით სამედიცინო პერსონალი სრულად არის მობილიზებული ყველა შესაძლო სიტუაცია მართოს. ჯანდაცვის ცენტრი მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვან პირადი ჰიგიენის წესები.

 

 

 

20-01-2016, 18:48  - საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბა


მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა. დღის წესრიგის მიხედვით დეპუტატებმა ორი საკითხი განიხილეს. მათ შორის ცვლილებები შევიდა 2016 წლის პროგრამულ ბიუჯეტში.  საკრებულოს წევრებმა  ასევე მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცებას უყარეს კენჭი. ზემოთ აღნიშნული განსაზღვრავს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები / რეგისტრირებული (მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული – დევნილი) მოქალაქეებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.

 

 

 
უკან შემდეგი
>