By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

31-12-2015, 14:30  - ადგილობრივი თვითმმართველობა გილოცავთ შობა–ახალ წელს


 

სრულიად საქართველოს მივულოცავ დამდეგ შობა – ახალ წელს. 2016 წელი კეთილდღეობის, ეკონომიკური წინსვლისა და სიძლიერის. საქართველოს გაერთიანების, ჯანმრთელობის,  სიკეთისა და წარმატებების წელი ყოფილიყოს. 

 

30-12-2015, 18:19  - მუნიციპალიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვა


ადგილობრივმა თვითმმართველობამ დამდეგი შობა – ახალი წელი მუნიციპალიტეტს დასკვნითი გალა კონცერტით მიულოცა. სპეციალური საკონცერტო პროგრამა ადგილობრივმა საშემსრულებლო კოლექტივებმა წარმოადგინეს. კონცერტის მიმდინარეობისას მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღრაძემ და პარლამენტარმა შალვა კიკნაველიძემ 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინეს და მათ სიგელები და სპორტული აქსესუარები გადასცეს. ღონისძიება უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. 

 

30-12-2015, 17:48  - საახალწლო საჩუქრები სოციალურად დაუცველ ოჯახებს


მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა საახალწლო საჩუქრები მიიღეს. საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობას საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე, გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძე და პარლამენტარი შალვა კიკნაველიძე იღებდა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ტკბილეული  პროდუქტები ოჯახებს პირადად მიართვეს და დამდეგი შობა – ახალი წელი მიულოცეს. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ სადღესასწაულო დღეებში სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარება ტრადიციულია და მას მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად ახორციელებს.  

 

 

30-12-2015, 16:02  - ინტელექტუალური კონკურსის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს


მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული სამსახურისა და მოსწავლე ახალგაზრდული პარლამენტის ორგანიზებით ინტელექტუალური კონკურსი „რა, სად,როდის“ ჩატარდა. კონკურსში ხუთი გუნდი იღებდა მონაწილეობას, რომელიც ექვსი წევრისგან იყო დაკომპლექტებული. გამარჯვებული გუნდი გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ და პარლამენტარმა შალვა კიკნაველიძემ სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა და წარმატებები უსურვა. კონკურსს გამგებლის თანაშემწე და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეც ესწრებოდა.

 

30-12-2015, 15:49  - საახალწლო საჩუქრები ჭუმბაძეების ოჯახს


სოციალურად დაუცველი ოჯახი ადგილობრივმა თვითმმართველობამ სავაჭრო ქსელ „ჯიბე“ – ეს წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. სავაჭრო დაწესებულების ინიციატივით ჭუმბაძეებს ოჯახს „ჯიბე“ – მ საახალწლო საჩუქრები გადასცა. სასაჩუქრე კალათა საკვები პროდუქტებით და ტკბილეულით იყო დატვირთული. როგორც ქსელის ზესტაფონის ფილიალის მენეჯერი ამბობს, მათ მიერ შერჩეული პროდუქტებით სოციალურად დაუცველი ოჯახი საახალწლო სუფრას ერთგვარ სადღესასწაულო ელფერს შესძენს.

 

29-12-2015, 17:50  - საახალწლო საჩუქრები მუნიციპალიტეტისგან


ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დამდეგი შობა – ახალი წელი ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „ორიონი“ – ს,სათნოების სახლ „კათარზისი“ – ის, მუნიციპალური უფასო სასადილოს ბენეფიციარებს მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.  ღონისძიებაში მონაწილეობას პარლამენტის წევრი შალვა კიკნაველიძეც იღებდა. სადღესასწაულო დღეებში მუნიციპალიტეტი მსგავს ღონისძიებებს ტრადიციულად ახორციელებს. სასაჩუქრე კალათას საახალწლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახებიც მიიღებენ.

 

28-12-2015, 15:14  - 2015 წლის საახალწლო პროგრამა


ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობა გილოცავთ დამდეგ შობა – ახალ წელს და გეპატიჟებათ სპეციალურ საკონცერტო პროგრამაზე

30 დეკემბერი  –––––– უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იქნება  საახალწლო პროგრმა ადგილობრივი საშემსრულებლო კოლექტივების მონაწილეობით  დასაწყისი 15 სთ.

31 დეკემბერი  ––––– ცენტრალურ მოედანზე, ღია ცის ქვეშ  გრანდიოზული კონცერტი ჩატარდება. სპეციალურად თქვენთვის ახალი წლის ღამეს  ცნობილი მუსიკალური ბენდი „ოჩოს ქოხი“  და „ჯეოსტარელი“  მურთაზ ბაშალეიშვილი  იმღერებს. დასაწყისი 22 სთ.

 

 

 

25-12-2015, 16:21  - მუნიციპალიტეტმა რამინ შერგელაშვილს 80 წლის იუბილე მიულოცა


მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით რამინ შერგელაშვილს 80 წლის იუბილე მიულოცა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური სიგელი გადასცა. დაჯილდოვების ცერემონია გამგეობის სხდომათა დარბაზში შედგა. რამინ შერგელაშვილი წლების განმავლობაში გახლდათ რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მუშაობდა შსს რაიონული განყოფილების ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობებზე. მისი უშუალო ძალისხმევით ზესტაფონში აშენდა საზოგადოებრივი დანიშნულების არაერთი ობიექტი. რამინ შერგელაშვილი ამჟამად არის ომისა და შრომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.

 

 

 

24-12-2015, 16:03  - მხიარული სტარტების – ს გამარჯვებული დილიკაურის საჯარო სკოლა გახდა


ერთთვიანი სპორტული დაპირისპირების შემდეგ  დილიკაურის საჯარო სკოლის გუნდი მხიარული სტარტები – ს ლიდერი გახდა. ფინალური ორთაბრძოლა   დილიკაურისა და მეექვსე საჯარო სკოლის გუნდებს შორის გაიმართა. გამარჯვებულები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თასით, სიგელებით და სპორტული აქსესუარებით დაასაჩუქრეს. დაჯილდოვების ცერემონიას პარლამენტარი შალვა კიკნაველიძეც ესწრებოდა. დეპუტატმა გამარჯვებულ გუნდს პირადად მიულოცა წარმატება და საჩუქრების დარიგებაშიც მიიღო მონაწილეობა. მხიარული სტარტები  განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და რესურს ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. სპორტუილ ღონისძიებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის 32 გუნდი იღებდა.

 

 

 

24-12-2015, 14:20  - საუკეთესო ტურისტული პროექტის გამოსავლენად კონკურსი ჩატარდა


 მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის გამოსავლენად გამართული კონკურსი დასრულდა. ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი გაგა შველიძის  პროექტს ხვდა წილად. გაგა შველიძეს შორაპნის ციხის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის და მომავალი განვითარების პერსპექტივები ჰქონდა წარმოდგენილი.  კონკურსი „აღმოაჩინე შენი სოფლის ტურისტული პოტენციალი“  განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა, რომლის   მიზანია ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ისტორიული ძეგლების, სუვენირების, კვების ობიექტების, ხიდების, ბაზრობების აღრიცხვა დაზუსტება, რომელიც საინტერესო და მიმზიდველი იქნება დამთვალიერებლებისათვის.  კონკურსის პირობების მიხედვით ასევე გამოვლინდნენ მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები. ყველა მათგანს საჩუქრად ფულადი პრიზები გადაეცათ.

 

 

 
უკან შემდეგი
>