By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

30-11-2015, 18:17  - მიხეილ სალაძის სპორტულ – გამაჯანსაღებელ ცენტრში ღია ტურნირი გაიმართა ნარდში


საქართველოს ნარდის ასოციაციის, კომპანია ლიდერბეთისა და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ზესტაფონი  ღია ტურნირს მასპინძლობდა ნარდში.  ჩემპიონატში მონაწილეობის მიღების სურვილი 60 – მდე  ნარდის მოყვარულმა გამოთქვა, მათ შორის მეზობელი მუნიციპალიტეტებიდანაც. ტურნირი  ოლიმპიური სისტემის პრინციპით მიმდინარეობდა. ჩემპიონატის მიხედვით გამოვლინდა სამი საპრიზო ადგილის მფლობელი.   პირველი ადგილი ზურაბ მგელიაშვილმა, მორე ადგილი თამაზ ჩხიკვაძემ, ხოლო მესამე ადგილი ავთანდილ გოდელაძემ დაიკავა. გამარჯვებულებმა შესაბამისი ხარისხის მედლები და  ფულადი პრიზები მიიღეს.  პირველი ადგილი  – 300 ლარი; მეორე ადგილი – 200 ლარი; მესამე ადგილი – 100 ლარი. 

 

27-11-2015, 20:12  - მუნიციპალიტეტში სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს


ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით და დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრის ძალებით ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ არსებულ სანიაღვრე არხს გაწმენდითი სამუშაოები ჩაუტარდა. ინტენსიური ნალექის დროს არხს წყლის გატარება უჭირდა, რაც ავტოსადგურის ტერიტორიისა და ცენტრალური სტადიონის ინტენსიურ დატბორვას იწვევდა. არხის გაწმენდით სამუშაოებს საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძეც ადევნებდა თვალყურს. მისი თქმით 12 ნოემბერს დაფიქსირებულმა სტიქიამ ნათლად წარმოაჩინა მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური ობიექტები, რომელიც ქალაქის დატბორვას უწყობდა ხელს. ყველა ასეთი სანიაღვრე სისტემა აღრიცხულია და მიმდინარეობს მათი მოწესრიგება.

 

27-11-2015, 19:02  - მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა


მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წლის პროგრამულ ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა. ცვლილების თანახმად  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების  მშენებარე ბაღებისთვის ინვენტარის შესაძენად 82,4 ათასი ლარი გამოიყო. ახალი ინვენტარი N 7; ქვედა საქარის N 35; მეორე სვირის N 12  და ყოფილი მოსწავლე – ახალგაზრდობის მშენებარე ბაღებში განთავსდება. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 9400 ლარის გამოყოფას უყარეს კენჭი, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების აღდგენას მოხმარდება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სტიქიით დაზარალებულთათვის თანხის გამოყოფა ისევ იგეგმება. გარდა აღნიშნულისა საქართველოს მთავრობის დადგენილებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტს 228000 ლარი გამოეყო (სტიქიით დაზარალებულთათვის). საკრებულომ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრისთვის 16, 7 ათასი ლარის გამოყოფას დაუჭირა მხარი, რომელიც საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის არის განსაზღვრული. 4, 4 ათასი ლარი გამოეყო გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურს საახალწლო ღონისძიებებისათვის. სხდომაზე ასევე განცხადება გააკეთა საკრებულოს წევრმა ფრაქცია „ზესტაფონის“ თავმჯდომარემ დავით გამცემლიძემ ლეიბორისტული პარტიის დატოვების შესახებ. მისივე განცხადებით ის უერთდება „მემარცხენე ალიანსს“ ყოფილ ლეიბორისტებს.

 

 

 

27-11-2015, 17:26  - საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შორის მათემათიკური კონკურსი ჩატარდა


სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელებს შორის მათემატიკური კონკურსი „პეპლებიანი მთვლელი“ მოეწყო.  კონკურსში 22 საბავშვო ბაღის 5 – 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელი იღებდა მონაწილეობას. სახალისო, მათემატიკურ თუ შემეცნებით თამაშებში მოზარდები აქტიურად იყვნენ ჩართულები. კონკურსის პირობების მიხედვით გამოვლინდნენ აქტიური მონაწილეები. ქულათა მაქსიმალური რაოდენობა მეოთხე საბავშვო ბაღის წარმომადგენელმა ნიკოლოზ ქამუშაძემ დააგროვა.  საუკეთესო ათეულის წარმომადგენლები სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ფასიანი საჩუქარი კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა. საჩუქრები კონკურსის მონაწილეებს გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ, კულტურის სამსახურის უფროსმა მაია ხვედელიძემ და სკოლამდელი აღზრდის გარეთიანებათა დაწესებულების ხელმძღვანელმა ზოია ლელაძემ გადასცა. კონკურსი გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.

 

 

 

26-11-2015, 18:05  - ფრენბურთში სკოლებს შორის საუკეთესო გუნდი გამოვლინდა


დასრულდა ტურნირი ფრენბურთში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის გუნდებს შორის. ტურნირი გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და რესურს ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. სპორტულ დაპირისპირება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგთა შორის მიმდინარეობდა. ფინალურ ტურში ერთმანეთს მეშვიდე და მეორე საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. ტურნირის ლიდერი მეშვიდე საჯარო სკოლის გუნდი გახდა. ჩემპიონატის გამარჯვებულები გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ თასითა და სიგელებით დააჯილდოვა. გამოვლინდა ასევე ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე. ეს სტატუსი რესურს ცენტრის უფროსმა თორნიკე კახნიაშვილმა მოიპოვა. სპეციალური თასი ჰქონდა დაწესებული განათლებისა და მეცნიერების თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენელს, რომელიც საუკეთესო მოთამაშეს გადასცა. 

 

26-11-2015, 15:15  - კულტურის ცენტრში ზურაბ სიხარულიძის ხსოვნის საღამო გაიმართა


კულტურისა და შემოქმედების ცენტრში სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის ზურაბ სიხარულიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებაში ადგილობრივი მუსიკალური კოლექტივები იღებდნენ მონაწილეობას.  საგანგებოდ ამ დღისთვის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა ძველი რეპერტუარში არსებული  სიმღერები აღადგინა. სცენაზე ის მუსიკალური ნომრები იყო წარმოდგენილი, რომლის შექმნაზეც წლების წინ სწორედ  ზურაბ სიხარულიძე ზრუნავდა. ხსოვნის საღამოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ზურაბ სიხარულიძის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. 

 

25-11-2015, 17:18  - სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა ხელისუფლების მხარდაჭერით სადღესასწაულო საჩუქრები მიიღეს


ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ორგანიზაცია „ცხოვრების მეგზური“ – ს აღსაზრდელებს  გიორგობის დღესასწაული მიულოცეს.  საქველმოქმედო ღონისძიებაში მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძე, პარლამენტარი შალვა კიკნაველიძე, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე და სოციალური სამსახურის უფროსი იღებდა მონაწილეობას. სადღესასწაულო ამანათი საკვები პროდუქტებით იყო დატვირთული.  ორგანიზაციაში 87 ბენეფიციარი ირიცხება. გარდა აღნიშნულისა სადღესასწაულო კალათა მუნიციპალიტეტში 30 – მდე შეჭირვებულმა ოჯახმა მიიღო. 

 

24-11-2015, 18:11  - ჭავჭავაძისა და ანჯაფარიძის ქუჩებს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება


საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ჭავჭავაძისა და ანჯაფარიძის ქუჩებზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით განსაზღვრულია საავტომობილო გზის 880 მეტრიან მონაკვეთზე  ასფალტის საფარის მოწყობა  და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება.  აღნიშნულ ქუჩებზე ახლა მოსამზადებელი  სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 258543 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „საპოვნელა +“ ახორციელებს.აღნიშნული ქუჩების მოწყობით ქალაქში უკვე რიგით მეხუთე პროექტის რეაბილიტაცია დასრულდება მიმდინარე წელს.

 

 

 

20-11-2015, 19:14  - დასუფთავების სამსახურმა ახალი ნაგავმზიდი შეიძინა


მუნიციპალიტეტის დაფინანსებით დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრის ავტოპარკი ახალი  ტექნიკით განახლდა.  დასუფთავების სამსახურმა სპეციალიზირებული ნაგავმზიდი შეიძინა, რომლის ღირებულება დაახლოებით 158 ათასი ლარია. სერვის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ახალი ტექნიკა იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ უფრო ეფექტური გახდეს დასუფთავების სამსახურის მუშაობა. გია ორბელაძის თქმით ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად სუფთა გარემო იყოს. ახალი ნაგავმზიდი დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. 

 

20-11-2015, 19:13  - „ფოტომოყვარული 2015“ დასრულდა


 ფოტომოყვარულთა ნამუშევრების გამოფენა – კონკურსი დასრულდა.  ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდა სამი საუკეთესო ფოტოს ავტორი.  გამოფენაზე სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი და მათი ავტორები 28 წლამდე ასაკის ფოტომოყვარულები იყვნენ. პირველი ადგილი ჟიურის გადაწყვეტილებით შაკო თავაძემ  მეორე თამარ ფერაძემ, ხოლო მესამე  ადგილი ბაჩო გურულმა დაიკავა.  გამოფენა ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლაში გაიმართა.  გამარჯვებული ფოტომოყვარულები გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ და კულტურის სამსახურის უფროსმა მაია ხვედელიძემ  დააჯილდოვა. გამოფენა – კონკურსი მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. კონკურსის მიზანია მოყვარული ფოტოგრაფების გამოვლენა და ფოტოგრაფიის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.

 

 

 
უკან შემდეგი
>