By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

30-10-2015, 16:59  - ადგილობრივი თვითმმართველობა წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოვებას აგრძელებს


ადგილობრივი თვითმმართველობა წარმატებულ სპორტსმენს ტატო სამხარაძეს ფულად ჯილდოს გადასცემს.  გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტმა პატარა სპორტსმენის მიღწევების გათვალისწინებით მიიღო. ტატო სამხარაძემ სულ ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონატზე კარატე – დოში პირველი ადგილი მოიპოვა. ჩემპიონატი თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბულში ჩატარდა.  პირველადგილოსან სპორტსმენს დღეს მუნიციპალიტეტის გმგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა უმასპინძლა და მიღწეული წარმატება მიულოცა. ფულად ჯილდოსთან ერთად ტატო სამხარაძე სპორტულ აქსესუარებსაც მიიღებს.

 

 

 

30-10-2015, 16:29  - მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს მუნიციპალიტეტმა შეხვედრა მოუწყო


რუსთაველის პრემიის ლაურეატს და სახალხო მწერალს რევაზ მიშველაძეს დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტმა შეხვედრა მოუწყო. ღონისძიება განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული და მასში მონაწილეობას სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. რევაზ მიშველაძემ მუნიციპალიტეეტს სახსოვრად მისი რჩეული ნოველების 25ტომეული გადასცა. გაიმართა ასევე დისკუსიაც მწერალსა და ახალგაზრდებს შორის.  

 

 

 

29-10-2015, 17:33  - ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე ზესტაფონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა მეორე ტურის საგზური მოიპოვა


კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებულმა  სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015 – 2016 – ის დათვალიერებაში მიიღო მონაწილეობა. ფესტივალზე კულტურის ცენტრი  იმერულ თემებზე შექმნილი კომპოზიციით წარსდგა. მათ მიერ დადგმულმა ნომერმა  ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.  ანსამბლმა ფოლკლორულ ფესტივალზე მეორე ტურის საგზური მოიპოვა. დათვალიერებას ქუთაისის ოპერის თეატრი მასპინძლობდა.  

 

 

 

27-10-2015, 17:39  - შემოსავლების სამსახურის განახლებული სერვის ცენტრის გახსნას ფინანსთა მინისტრი დაესწრო


საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ზესტაფონში შემოსავლების სამსაურის განახლებული სერვის ცენტრი გახსნა. გახსნის ცერემონიას ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახური უფროსი გიორგი თაბუაშვილი, პარლამენტის წევრი შალვა კიკნაველიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. განახლებული სერვის ცენტრი ფუნქციონირებს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, რაც ხელს უწყობს გადასახადის გადამხდელთა ხარისხიან, სწრაფ და კვალიფიციურ მომსახურეობას. სერვის ცენტრში ასევე განთავსებულია საბანკო დაწესებულების წარმომადგენლობა, სადაც შესაძლებელია გადასახადის გადახდა და სხვა საბანკო მომსახურების ადგილზე მიღება. მოეწყო ასევე კომფორტული მოსაცდელი დარბაზები. ინფრასტრუქტურა მორგებულია თითოეული გადამხდელის, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების მომსახურეობაზე.

 

26-10-2015, 17:40  - წარჩინებულმა მოსწავლეებმა კომპიუტერები მიიღეს


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტ „ჩემი პირველი კომპიუტერი“ – ის ფარგლებში წარჩინებულმა მოსწავლებმა  კომპიუტერები მიიღეს. სამინისტროს გადაწყვეტილებით იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაჯილდოვება ზესტაფონში მოხდა.  მუნიციპალიტეტში 60 მოსწავლემ შეძლო კუთვნილი  ჯილდოს  მიღება.  პროგრამის მიხედვით ის მოსწავლეები  ჯილდოვდებიან, რომლებმაც წარჩინებით დაამთავრეს საბაზო საფეხური. პროექტი რამდენიმე წელია ხორციელდება და ის წარჩინებულ მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას ემსახურება.   

 

24-10-2015, 20:15  - გაგა ბახტიძე ევროპის პირველობაზე იასპარეზებს


საქართველოს 2015 წლის პირველობა სამბოში დასრულდა. ევროპის პირველობაზე საგზურის მოპოვება ზესტაფონელ მოჭიდავეთა შორის გაგა ბახტიძემ შეძლო. მასპინძელი სპორტსმენების ანგარიშზე  ორი ბრინჯაოს მედალიც  ირიცხება. ტურნირს სპორტის სასახლე მასპინძლობდა. ჩემპიონატი მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა და მასში 30 ქალაქის 200 –მდე წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. საქართველოს პირველობისთვის გამართულ ორთაბრძოლებს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ლიპარტელიანიც ადევნებდა თვალყურს. ჩემპიონატი მუნიციპალიტეტში საქართველოს სამბოს ფედერაციის, სამბოს რეგიონული ფედერაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი მხრდაჭერით გაიმართა.

 

 

 

24-10-2015, 17:09  - ზესტაფონი საქართველოს ჩემპიონატის მასპინძელია სამბოში


ზესტაფონი პირველად საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს ჭიდაობა სამბოში. ტურნირი მიხეილ სალაძის სპორტულ – გამაჯანსაღებელ ცენტრში მიმდინარეობს და მასში 30 ქალაქის 200 – მდე სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. მიმდინარე ჩემპიონატის გამარჯვებულები ევროპის პირველობაზე იასპარეზებენ. ტურნირზე ზესტაფონის სახელით ათი მოჭიდავე გამოდის. ჩემპიონატი საქართველოს სამბოს ფედერაციის, სამბოს რეგიონული ფედერაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი მხრდაჭერით იმართება. როგორც ტურნირის მთავარი მწვრთნელი ამბობს, ჩემპიონატი გასულ წელთან შედარებით უფრო მასშტაბურია. მან ასევე მუნიციპალიტეტში ჭიდაობის ამ სექციის პერსპექტივებზე გააკეთა აქცენტი და მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერისათვის.

 

 

 

23-10-2015, 12:49  - თეატრალურმა დასმა მორიგი საპრემიერო ჩვენება წარმოადგინა


თეატრალური სეზონის გახსნის შემდეგ უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დასი მაყურებლის წინაშე კიდევ ერთი პრემიერით წარსდგა. ირაკლი სამსონაძის ორ მოქმედებიანი კომედია „ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“ 2015 – 2016 წ.წ რეპერტუარშია. სპექტაკლზე ახალგაზრდა რეჟისორი ლაშა შეროზია მუშაობდა, რომელსაც ასევე წარმოდგენის მუსიკალური გაფორმებაც ეკუთვნის. პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. საპრემიერო ჩვენებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

22-10-2015, 17:15  - საჯარო მოხელეთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით შეხვედრა მოეწყო


მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით გამგეობის სააქტო დარბაზში პროფ. კავშირის წევრებთან შეხვედრა შედგა. შეხვედრის ფორმატის მიხედვით, ორგანიზაციის წევრებთან საჯარო ლექცია წაიკითხა ამავე კავშირის წევრმა, გამგეობის თანამშრომელმა ბორის ჭიჭინაძემ თემაზე „ ადგილობრივი თვითმმართველობების სტრატეგიული გეგმების შედგენის მიზნით, შესაბამისი პრიორიტეტების გამოვლენა“. შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამოვიდა გამგებლის თანაშემწე ნინო ნიკაჭაძე, რომელმაც გენდერულ თანასწორობაზე თავისი ხედვები წარმოუდგინა დამსწრე საზოგადოებას. განიხილეს მუნიციპალიტეტის სტრატეგიული გეგმის განვითარების პრიორტიტეტები. ისაუბრეს ასევე იმ პრიორიტეტებზე, რომელიც სამომავლო გეგმის შედგენისას უნდა იქნას გათვალისწინებული. შეხვედრას საკრებულოს წევრები და აპარატის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.

 

22-10-2015, 16:07  - მინი ფეხბურთში პირველობისთვის 16 გუნდი იბრძოლებს


მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით სტარტი აიღო ტურნირმა მინი ფეხბურთში. ტურნირი ტრადიციულია და მასში ქალაქისა და სოფლის გუნდები არიან ჩართული. მიმდინარე გათამაშემაში მონაწილეობის მიღების სურვილი 16 გუნდმა გამოთქვა. ხელოვნურსაფარიან მოედანზე დღეს ერთმანეთს შოროპნისა და სანახშირის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ, სადაც შოროპნის გუნდმა 4 – 3 შეძლო მოწინააღმდეგის დამარცხება. მეორე შეხვედრა კი ზედა საზანოსა და „ქალაქი 2 „ შორის შედგა. მატჩი საზანოელთა უპირატესობით 3 – 0 დასრულდა. მომდევნო შეხვედრაში ერთმანეთს ცხრაწყაროსა და მეორე სვირის, ასევე „ქალაქი 1“ და ქვედა საქარის გუნდები დაუპირისპირდებიან. ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდები დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

 
უკან შემდეგი
>