By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

30-09-2015, 18:22  - მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ფეხბურთელებმა სპორტული აქსესუარები მიიღეს


მუნიციპალიტეტის დაფინანსებით საფეხბურთო სკოლამ სპორტული აქსესუარები მიიღო. სპორტული ნივთები სკოლის აღსაზრდელებს საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღრაძემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა გადასცა.  საფეხბურთო სკოლაში, რომელიც მიხეილ სალაძის სპორტულ – გამაჯანსაღებელ ცენტრთან ფუნქციონირებს 185 მოზარდი  ვარჯიშობს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. სპორტსმენების შერჩევა სკოლაში  დასრულებული არ არის. სელექციის პროცესი, როგორც ცნობილია  ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სპორტის ამ სახეობის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისათვის მუნიციპალიტეტში ყველაფერი კეთდება და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

 

30-09-2015, 14:35  - საფეხბურთო სეზონი „მარგვეთი 2006“ მოგებული მატჩით გახსნა


ახალი სეზონი სასპორტო სკოლასთან არსებულმა საფეხბურთო გუნდმა „მარგვეთი 2006“ –მა წარმატებით გახსნა. გუნდის ფეხბურთელებმა, რომელთა შემადგენლობა 2000 წელში დაბადებული მოზარდებით არის დაკომპლექტებული საშინაო შეხვედრა ქუთაისის საფეხბურთო სკოლა „იმედდთან“ ჩაატარა და 1 – 0 დამარცხა მოწინაღმდეგე. საფეხბურთო სეზონის გახსნა და მიღწეული წარმატება ფეხბურთელებს სპორტულ – გამაჯანსაღებელი ცენტრის ადმინისტრაციამ და გამგეობის სპორტის სამსახურმა მიულოცა. მათ ასევე მედლებით დააჯილდოვეს გუნდის წევრები და მწვრთნელები.

 

30-09-2015, 12:07  - ქვედა საქარაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს


ქვედა საქარის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით დაგეგმილია  სოფელ საქარაში, არაბიძეების უბანში 520 მეტრიანი მონაკვეთის მოწესრიგება, რომლის ღირებულება დაახლოებით 89 ათას ლარს შეადგენს. გზის კეთილმოწყობის  სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „მშენებელი 2014“ აწარმოებს. მიმდინარე პროცესებს   საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი ადგილზე გაეცნო. მათ ასევე მოინახულეს  სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოებიც. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ქვედა საქარის ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყო სანიაღვრე სისტემები, ავარიულ გზებზე დაიგო ბეტონის საფარი. სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები ქვედა საქარის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულებულია. 

 

28-09-2015, 15:50  - ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეს ჯანდაცვის ცენტრიც შეუერთდა


28 სექტემბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. მსოფლიო მასშტაბით დაგეგმილ სხვდასხვა სახის ღონისძიებებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზესტაფონის მუნიციპალური  ცენტრიც გამოეხმაურა.  ჯანდაცვის ცენტრმა საინფორმაციო – საგანმანათლებლო შეხვედრა მეშვიდე საჯარო სკოლაში გამართა. ცენტრის თანამშრომლებმა მოსწავლეებს მიაწოდეს სრულყოფილი ინფორმაცია დაავადების შესახებ და მისგან დაცვის  პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრეს. ღონისძიების დასასრულს ყველა მოსწავლეს საინფორმაციო შინაარსის ბუკლეტები დაურიგდა.  

 

27-09-2015, 14:38  - სოხუმის დაცემიდან 22–ი წელი გავიდა


სოხუმის დაცემის დღე ზესტაფონის მუნიციპალიტეტშიც აღნიშნეს. ღონისძიება, სადაც უახლესი ისტორიის ქრონოლოგია იყო წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ასი ქართველი ქალის,, ორგანიზებით შედგა. ხსოვნის საღამოს პირველი სამუსიკო სკოლა მასპინძლობდა და მას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს წევრებიც ესწრებოდნენ.

 

27 სექტემბერი ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებმაც აღნიშნეს. მათ გვირგვინებით შეამკეს აფხაზეთის ომში გარდაცვლილ  გმირთა მემორიალი.გიორგი მეგრელიშვილი აფხაზეთის ომს 90 – იან წლებში შეეწირა.ზაზა გაჩეჩილაძე კი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში 1993 წელს დაიღუპა.

 

25-09-2015, 12:17  - საკრებულოს სხდომა


მუნიციპალიტეტის საკრებულო მორიგ სხდომაზე შეიკრიბა. დღის წესრიგის მიხედვით დეპუტატებმა 2015 წლის პროგრამულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას უყარეს კენჭი. ცვლილებების თანახმად დამატებით იქნა თანხები მობილიზებული ინფრასტრუქტურული  სამუშაოების დასაფინანსებლად. კერძოდ, განსაზღვრულია სოფელ ალავერდში არსებული კლუბის ოთახების რეკონსტრუქცია, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე მინი სტადიონის რეაბილიტაცია. დამატებით გამოიყო თანხები მეხუთე ბაღში კაპიტალური რემონტის ჩასატარებლად.   საკრებულომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება სოფლის მხარდამჭერი პროგრამებიდან აუთვისებელი  თანხების განკარგვის შესახებ, რომელიდ სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში რიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩასატარებლად დაიხარჯება. საკრებულომ ასევე თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება ახალი რედაქციით დაამტკიცა.

 

23-09-2015, 14:37  - მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს


სპორტული ინფრასტრუქტურის  განვითარება მუნიციპალიტეტში პრიორიტეტულ მიმართულებათა ჩამონათვალშია. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ქალაქის ცენტრალურ უბნებში არსებული მოედნების   აღდგენითი სამუშაოები დასრულების სტადიაშია.  საფეხბურთო მოედნების კეთილმოსაწყობად 27 ათასი ლარი გამოიყო. უახლოეს მომავალში  დამატებით ორი ახალი სპორტული მოედანი მოეწყობა. დილიკაურის ადმინისტრაციულ ერთეულში განსაზღვრულია სრულიად ახალი სტადიონის მშენებლობა.   სპორტული მოედნის ესკიზი უკვე არსებობს, რომლის ღირებულება დაახლოებით 52 ათას ლარს შეადგენს. მიმდინარე წელს  სოფელ შროშაშიც მოხდება სტადიონის კეთილმოწყობა. იგეგმება ასევე რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სტადიონის განახლებაც. პროექტის მიხედვით მოხდება მისი მოცულობის გაზრდა.  

 

21-09-2015, 17:35  - სასპორტო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს


სიმონ საყვარელიძის სასპორტო სკოლას სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება.  სპორტულ – გამაჯანსაღებელი დაწესებულების კეთილმოწყობისთვის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 49 ათასი ლარი გამოიყო, რომლის ფარგლებში მთლიანად განახლდა შენობის კარ – ფანჯრები, შეკეთდა იატაკი. მოწესრიგდა სამწვრთნელო ოთახები. შეიღება კედლები. იგეგმება ექსტერიერის მოწესრიგებაც. გარდა აღნიშნულისა დამატებით იგეგმება ასევე თანხების მობილიზება ძიუდოს დარბაზში იატაკის მოსაწესრიგებლად. სატეაბილიტაციო სამუშაოებს სასწავლო პროცესი არ ჩაუშლია სასპორტო სკოლაში, სადაც სხვადასხვა სექციაზე 500 – მდე სპორტსმენი ვარჯიშობს. მიმდინარე სამუშაოები დღეს გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ დაათვალიერა. 

 

18-09-2015, 18:29  - მზრუნველობამოკლებულ ადამიანებს მუნიციპალიტეტმა დამდეგი ღვთისმშობლობის დღესასწაული მიულოცა


მუნიციპალიტეტში მოქმედი „უფასო სასადილო“ – ს ბენეფიციარებს გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ მოახლოებული ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოდა და მუნიციპალიტეტის სახელით ტკბილეული პროდუქტები გადასცა. ქრისტიანული დღესასწაული მზრუნველობამოკლებულ ადამიანებს სოციალური სამსახურის უფროსმაც მიულოცა. აქცია სოციალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და ის რეგულარულად ეწყობა მუნიციპალიტეტში.

 

18-09-2015, 17:34  - დასუფთავების საერთაშორისო კამპანიაში ზესტაფონიც ჩაერთო


ზესტაფონის მუნიციპალიტეტი დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა. დასუფთავების აქციაში მუნიციპალიტეტის გამგეობის, ა (ა).ი.პ. თანამშრომლები და  დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. აქციის ფარგლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან სტაროსელსკის ქუჩა გასუფთავდა. აქცია ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების“ ერთობლივი ძალისხმევით დაიგეგმა. 

 
უკან შემდეგი
>